ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა თამაშმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა – დღეს “კამპ ნოუდან” ჟერარ პიკეს ვაცილებთ.
არ ვიცით, იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ვიხილავთ. ასევე თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიმართ ბოლო დროს წამოსული სტვენა დღეს აპლოდისმენტებით შეიცვლება. ზუსტად ის ხალხი, ვინც უსტვენდა, დღეს ტაშს დაუკრავს. სხვანაირად არ შეიძლება, მოხდეს, რადგან პიკე ლეგენდაა, ნამდვილი ლეგენდა.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” ისევ ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. ხან დაფრინავს, ხან წვალობს. ბოლო მატჩში, რომელიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “პლზენთან” ჩაატარა, კი მოიგო, მაგრამ იწვალა. “პლზენი” რომ ერთ თამაშში 22-ჯერ დაგირტყამს, სხვა რა უნდა დავარქვათ.
გუნდმა იწვალა ლა ლიგის წინა ტურშიც, მაგრამ ეს საპატიო წვალებაა – “ვალენსიასთან” “მესტალიაზე” თამაში არასდროსაა იოლი გასეირნება. მთავარია, მოვიგეთ და საჩემპიონო ბრძოლაში ისევ აქტიურად ვართ ჩართულნი.
“რეალ მადრიდთან” მარცხის შემდეგ “ბარსამ” ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა და სამივე მშრალად მოიგო.
“ალმერია” ბოლო დროს ყოველ მეორე თამაშს იგებს და ყოველ მეორეს აგებს. შინ იგებს, ხოლო სტუმრად აგებს. ანდალუსიელებმა სეზონის პირველი გასვლითი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, მას შემდეგ კი ზედიზედ 5 წააგეს.
დანაკლისი
უკვე ტრადიციად იქცა, რომ “ბარსელონა” დიდი დანაკლისითაა წარმოდგენილი. ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი კი დაბრუნდნენ, მაგრამ ლაზარეთში მყოფ არაუხოს, კუნდესა და რობერტოს ფრანკ კესიეც შეუერთდა.
“ალმერიას” დანაკლისს ივან მარტოსი და ხუანხო ნიეტო შეადგენენ. ამ ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში არ უთამაშიათ და მათ არყოფნას დიდ დანაკლისს ვერ დავარქმევთ.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების საკმაოდ პატარა ისტორია აქვთ. დღევანდელი შეხვედრა “ბარსელონასა” და “ალმერიას” მხოლოდ მე-15 დაპირისპირება იქნება.
წინა 14 თამაშიდან “ბარსამ” 12 მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა.
“ბლაუგრანას” მოგებული აქვს “ალმერიასთან” გამართული ბოლო 8 თამაში, მათ შორის ერთხელ ანგარიშით 8-0.
“კამპ ნოუზე” გამართული 7 შეხვედრიდან ყველა მასპინძლებმა მოიგეს, აქედან ორჯერ ხუთბურთიანი სხვაობით, ერთხელ ოთხბურთიანით და ერთხელაც სამბურთიანით.
გამორჩეული ფეხბურთელები
დავუბრუნდეთ პიკეს. “კამპ ნოუზე” ჩატარებული 302 თამაში, აქედან 238 მოგება, 41 ფრე და 23 წაგება.
“ბარსელონასთან” ერთად ჟერარს მოგებული აქვს: 8 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ასეთ ფეხბურთელს ემშვიდობება დღეს “კამპ ნოუ” და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი იმედი გვაქვს, დაემშვიდობება აპლოდისმენტებით.
არბიტრი
თამაშს 42 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის.
ფუერტესი 2004 წლიდან მსაჯობს. 2012 წელს ის სეგუნდა დივიზიონში, 2017-ში კი პრიმერაში დაწინაურდა.
კარიერის განმავლობაში პაბლო გონსალესი თამაშში საშუალოდ 29.8 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. ესპანელი არბიტრების ფონზეც კი ფუერტესი მკაცრი მსაჯობით გამოირჩევა.
პაბლო გონსალეს ფუერტესის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ალმერიას” თამაშებში:
| ბარსელონა | ალმერია | |
| თამაში | 9 | 10 |
| მოგება | 6 | 4 |
| ფრე | 1 | 0 |
| წაგება | 2 | 6 |
| მოგების % | 67% | 40% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 0 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 2 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას” “ალმერიასთან” არასდროს წაუგია;
- “ბარსელონას” “ალმერიასთან” ბოლო 8 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” “ალმერიასთან” “კამპ ნოუზე” გამართული შვიდივე თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” “ალმერიასთან” გამართულ ბოლო 9 თამაშში 2 ან მეტი გოლი გაჰქონდა;
- “ალმერიას” “ბარსელონასთან” თამაშში კარი მშრალად არასდროს შეუნახავს;
- ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 6 საშინაო თამაშში “ბარსელონას” გოლი არ აქვს გაშვებული;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 11 თამაშში 10 მოგება აქვს;
- ლა ლიგის ბოლო 5 საშინაო თამაშში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ალმერიას” ბოლო 5 გასვლითი თამაში წაგებული აქვს;
- “ალმერიას” ბოლო 6 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ალმერიას” ბოლო 14 თამაშში კარი მშრალად არ აქვს შენახული;
- “ალმერიას” ბოლო 5 თამაშში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.08 ანიჭებენ, რაც მოგების 93%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 69%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, პიკე, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-0
- Sportsmole: 4-1
- 90min: 2-0
რავიცი არასდროს მოუგია და რაღა დღეს გაიგიჟებს თავს ალმერია. პიკე გაგვაცილებინონ ნორმალურად და ნუ ჩაგვაშხამებენ ამ საზეიმო დღეს.
დღეს რომ გაიტანოს პიკემ მაგრად გაასწორებს. რო რამე პენალტი დაგვიდონ პიკეს დაარტყმევინონ
დავუბრუნდეთ პიკეს. "კამპ ნოუზე" ჩატარებული 302 თამაში, აქედან 238 მოგება, 41 ფრე და 23 წაგება.
"ბარსელონასთან" ერთად ჟერარს მოგებული აქვს: 8 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ასეთ ფეხბურთელს ემშვიდობება დღეს "კამპ ნოუ" და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი იმედი გვაქვს, დაემშვიდობება აპლოდისმენტებით.
ლეგენდააააა❤️❤️❤️💪💪💪