რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის სუპერ თასის 2022/23 წლების სეზონის სუპერ თასის ნახევარფინალების განრიგი დადგინდა.
ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლოს ვიცოდით, რომ ნახევარფინალში “ბარსელონა” “ბეტისს”, ხოლო “რეალ მადრიდი” “ვალენსიას” დაუპირისპირდებოდა. დღეს კი განრიგიც დაზუსტდა.
პირველ ნახევარფინალში, რომელიც 11 იანვარს გაიმართება, ერთმანეთს “რეალ მადრიდი” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან. 12 იანვარს კი ფინალისთვის ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბეტისი” შეეჯიბრებიან.
ფინალი კი 15 იანვარს გაიმართება.
სუპერ თასის სამივე შეხვედრას საუდის არაბეთი უმასპინძლებს.
რეალს მაინც დაუტოვეს ერთი დღით მეტი დასვენება. ტებასი ვერ დააცხრეს მოკლედ რა.
ეს უნდა მოვიგოთ.დიდი არაფერია,მაფრამ მაინც ტიტულია.დაემატება მერე იმედია ლა ლიგა,კოპა და ევროპა.
ეს მაინც მოვიგოთ, კაი ხანია ტიტული არ აღუმართავთ. ლა ლიგა და სუპერ თასი თუ დაიდო ნორმალური სეზონი გამოვა, მიუხედავად ჯგუფში ჩარჩენისა. ეს ევროპა ლიგა არაფერი ტიტული არაა და ბარსას მაგის მოგება არ უნდა უხაროდეს. ერთადერთი ევროპის სუპერთასის გამო ღირს მანდ თამაში.
ჰო ანუ წინ გვეცოდინება რეალი გავა თუ ვალენსია😄😄 კლასიკო მინდა მაგრამ იმედია ყველა გვეყოლება მცველებიც იქნებიან და ნორმალურად ითამაშებენ