workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი “ვალენსიასთან” მოგებულ მატჩზე საუბრობს:

მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და მოგება დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ.

კუნდეს ძლიერი დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ტრავმა არ აქვს. იგივეს ვიტყვი ერიკ გარსიაზეც.

ცოტათი ვნერვიულობდით. ალბათ, ოთხშაბათს ჩატარებულმა მატჩმა ჩვენზე გავლენა მოახდინა. 

ხასიათის კიდევ უფრო გამოსაკეთებლად “პლზენი” უნდა დავამარცხოთ.

3 ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერები ვართ. პირველ ტაიმში გატანა შეგვეძლო, მაგრამ, საბოლოოდ, გოლი ბოლო წუთზე გავიდა. 

უმჯობესი იქნება, თუ შედეგებს დავივიწყებთ და გადავხედავთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა – ცუდად.

ამ სეზონში ჩვენი ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ლევანდოვსკიმ გაიტანა, ვიფიქრე, რომ ამ გოლს გააუქმებდნენ.

ვფიქრობ, ჩემი 11-თვიანი მუშაობის პერიოდში გუნდი საკმაოდ განვითარდა.

უკეთ თამაში და მოედნის მესამედში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს. 

პიკეს წვივის დამცავი და გეტრები წესრიგში არ ჰქონდა, რადგან არ ელოდა, რომ მოედანზე გამოსვლა მოუწევდა, და არ ხურდებოდა.

ერიკმა მითხრა, რომ დაზიანება არ აქვს, მაგრამ ხვალ ვნახოთ…

როცა ალბა თამაშობს, უმაღლეს დონეზეა – ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და ერთ-ერთი კაპიტანია, როგორც პიკე, რომელიც უფრო ნაკლებ სათამაშო დროს იღებს.

ბედნიერი ვარ. ყველა მოგებას აღვნიშნავთ და როცა ვერ ვიგებთ, საგანგებო ზარი რეკავს. ეს “ბარსაა”.

პრეზიდენტი ძალიან ბედნიერია. ეს მოგება გვჭირდებოდა. მან მითხრა, რომ 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო წუთზე გატანილი გოლი გადამწყვეტი იყო.

კაპიტნები თავიანთ საქმეს თავდადებით ასრულებენ.

“ვალენსიას” თამაში განვიხილეთ და ველოდით, რომ იმაზე მაღლა ამოწეული იქნებოდა, ვიდრე დღეს იყო – მათ ბალდე თავისუფლად დატოვეს. მაგრამ, ზოგადად, გატუზოს მიდგომა მომწონს – იტალიელს შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

ახლა, ლა ლიგის ლიდერების რანგში ვიძინებთ, მაგრამ ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.

12 ტურის შემდეგ “ბარსელონას” 31 ქულა აქვს და “რეალ მადრიდს” ბურთების შეფარდებთ სჯობნის, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს ხვალ სათამაშო აქვს. მადრიდელთა მეტოქე “ჟირონა” იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 06 მარ 2023, 13:03
    #21

    ციტატა: Buka Morningstar
    სასტავი გამაგიჟებს, არ უყურებთ შემადგენლობას? რომ იძახით უსუსტესი ვალენსია ალმერიაო, ლევანა არ ყავდა დემბელე პედრი გავი. ხავის ბარსელონას ძირითადი მამოძრავეველი ძალა შემტევ ფაზაში არცეთი ნორმალური არ ყავს და ითხოვთ ჰანდიკაპით მოგებას პლიუს ხარისხს ამ შემადგენლობით და სკამით ჩვენთვის ლა ლიგა და კოპა დელ რეის მოგება ძალიან მაგარი შედეგია.Chico, რამდენი მილიონი დაუჯდა ბარსას ტორესის გაფორმება? 😏 იქნებ ზაფხულამდე წაიფაფხუროს და მის ფასში გაასუხარონ


    და მაინც ამ თამაშის უნერვიულოდ მოგება შეგვეძლო, პენალტის გატანა აუცილებელი იყო. მე მგონი ტორესზე უკეთ ყველა დაარტყავდა ვინც კი მოედანზე იყო. ენრიკე მეცოდება ესეთი სი-რი სასიძო რო ყავს.