“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა, არგენტინულ TyC Sports-თან ინტერვიუში, ყოფილ თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:
“ბარსელონაში” დაბრუნება მარტივი არასდროსაა, მაგრამ ლეოს ეს შეუძლია. ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს.
ძველი და ახლანდელი მესი განსხვავებულია. არგენტინელი ნორმერ პირველია. ერთადერთი რამ, რაც მან გააკეთა, პროგრესი და თანაგუნდელების განვითარებაა. გუნდს, რომელსაც მესი ჰყავს, ტიტულების მოსაგებად უმნიშვნელოვანესი იარაღი აქვს. არავინ მინახავს, ვისაც იმის გაკეთება შეუძლია, რაც – ლეოს.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავითაა დაკომპლექტებული. თუ მესი იქაა, რა თქმა უნდა, გუნდი გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია.
სხვა ფავორიტები ესპანეთი, ბრაზილია და საფრანგეთი არიან. თუ მსოფლიო ჩემპიონი ლეო გახდება, როგორც მისი თანაგუნდელი, ბედნიერი ვიქნები.
მარადონასთან შეხვედრა? როჯერ ფედერთან, მაიკლ ჯორდანთან და დიეგო მარადონასთან ვახშამზე უარს არასდროს ვიტყოდი. როცა დიეგო “ბარსელონას” ვარჯიშის სანახავად მოვიდა, მისთვის მისალმება შევძელი – ეს გასაოცარი მომენტი იყო.
“ინიესტასო” (“ჩელსის” კარში გატანილი გოლი) ყველასია – მას მხოლოდ მე ვერ მივისაკუთრებ. ამ გოლმა ფინალში თამაშის საშუალება მოგვცა, რომელიც მოვიგეთ.
ფეხბურთით სიამოვნება ისე არასდროს მიმიღია, როგორც გვარდიოლას ეპოქაში. არა მხოლოდ ნახევარდაცვის, არამედ, გუნდისა და მწვრთნელის გამო. ვფიქრობ, ის, რასაც ამ გუნდმა მიაღწია, მანამდე არავის გაუკეთებია.
გვარდიოლას “ბარსა” არა მხოლოდ მოგებული ტიტულებით, არამედ, სათამაშო სტილით გამოირჩეოდა.
როცა “ბარსელონა” დავტოვე, ამაყი, კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით სევდას, რომელსაც მსგავსი მომენტი გაძლევს.
34 წლისა, უკან ვიყურებოდი და ვხედავდი ძალისხმევას, რომელიც გავიღე – არა მხოლოდ მე, არამედ, ჩემმა ოჯახმა – ეს ყველაფერი კი დამიფასდა, რითაც წარმოუდგენლად ამაყი ვარ.
მესი და ინიესტა “ბარსელონაში” თანაგუნდელები 2004-2018 წლებში იყვნენ. მათ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ერთმანეთის მხარდამხარ 489 მატჩი ჩაატარეს, 53 გოლი შექმნეს და ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს, მათ შორის, 4 ჩემპიონთა ლიგა.




ტიელემანსია დასათრევი
უძლიერესი გუნდი ყავდა პეპს, მან პირველმა შეძლო, რომ მანჩესტერის მაშინდელი მსოფლიო დონის მწვრთნელი სამ წელში ორჯერ ეტირებინა.
მემგონი ამას ხავი და ლაპორტა ავალებს რო ნამუსზე ააგდონ ჩვენი ვეტერანები და გააჯვან მალე