ნეიმარისა და სანდრო როსელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დასრულებულია. “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი და ფეხბურთელი გამართლდნენ.
საქმე ეხება 2013 წელს ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერს. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეჭვები, რომ 9 წლის წინ “ბარსელონამ” და ნეიმარის მხარემ ტრანსფერის რეალური ღირებულება დამალეს, რითაც ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების 40%-ის მფლობელ კომპანია DIS-ს ფინანსური ზარალი მიაყენეს.
ბოლო კვირების განმავლობაში საქმეს ესპანეთის სასამართლო განიხილავდა. ბრალდებულები იყვნენ “ბარსელონას” მაშინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი, ნეიმარი და მისი მამა. ბრალდებულთა შორის არ იყო “ბარსას” მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ, რომელიც მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.
დღეს სასამართლოზე როსელი და ბართომეუ დაიკითხნენ. Sport-ის ცნობით, დაკითხვების შემდეგ პროკურატურამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და როგორც როსელს, ასევე ნეიმარსა და მის მამას ყველა ბრალდება მოუხსნა.
სანდრო როსელი პატიმრობასა და ჯარიმას, ხოლო ნეიმარი პატიმრობას, ჯარიმასა და დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
ბართომეუ მაინც დაიჭირონ, ერთი ორი წლით ჩააყუდონ. ჩვენ თხოვნას არ გაითვალისწინებენ?