workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იანვარში გაძლიერებას აპირებს

ბარსელონა იანვარში გაძლიერებას აპირებს

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, “ბარსელონა” გუნდის გაძლიერებას იანვარშივე შეუდგება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს.

ზაფხულში განხორციელებული დიდი ინვესტიციის გამო, კლუბი ბევრის დახარჯვას ვერ შეძლებს, ამიტომაც, ჟოან ლაპორტას გუნდი შეეცდება, ისეთი ფეხბურთელები მოძებნოს, რომლებსაც ამჟამინდელი კონტრაქტები 2023 წელს ეწურებათ და ზამთარში იაფი ეღირებათ.

იანვარში აქტიურობისთვის “ბარსელონას” სახელფასო ფონდის შემცირებაც მოუწევს. კლუბს სურს, მემფის დეპაი, ჟერარ პიკე და ჟორდი ალბა ზამთრშივე გაუშვას.

ხელმძღვანელობასა და ტექნიკურ შტაბს შორის სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მაგალითად, ისინი ჯერ ვერ თანხმდებიან, რომელი საყრდენი ნახევარმცველი შეიძინონ.

ბოლო პერიოდში “ბარსას” რუბენ ნევეში დაუკავშირებს, მაგრამ, უკანასკნელი ცნობებით, ის კლუბის პირველი არჩევანი არაა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსისთან” მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჟორჟინიო კატალონიური გრანდის შემოთავაზებას დაელოდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nikusha
    schedule 29 ოქტ 2022, 14:00

    სკამისთVის იდეალური ვარიანტია ჟორჟინიო

  • Barca1980
    schedule 29 ოქტ 2022, 01:53

    იცი რა არის ყველაზე ნერვებისმომშლელი ? მოგყავს ბელერინი , რომელსაც ფეხბურთი აღარ აინტერესებს და ამას არც მალავს და ამ დროს 3-4 მილიონი გენანება პერსპექტიულ მცველსი , რომელმაც თუ გაამართლა არაუხოსავით დაგლიჯავს , იგივე ბალდე , ლა მასიადან არ დააწინაურეს , იქ მაინც მოძებნე და შანსი მიეცი , რაის ბელერინი და ბეხლეწი ალონსო აგიტყდა , დაამატე მაგათ ხელფასი კიდევ ზემოდან , რა ორგანოთი ფიქრობთ და აზროვნებთ საერთოდ ? მაგრამ სადაც კვარაზე 10 მილიონი დაენანა ევროპული გრანდების უმეტესობას , უკვე გასაგებია რომ მაგრა წაუ…..ბენ სატრანსფერო პოლიტიკაში და შედეგიც სახეზეა რაფინიას და კიდევ ბევრი მისნაირის სახით .

  • nika 54
    schedule 28 ოქტ 2022, 19:07

    ამ ტებასმაც რო შეიყო სახელფასო ფონდი შეამცირეთო, მოვიდეს და თვითონ შეგვიმციროს, როგორ დააკლებინებს ხელფასს დე იონგს ძალიან მაინტერესებს ან მემფის დეპაის ჟერარ პიკეს და ჟორდი ალბას როგორ გააგდებს გუნდიდან. გვასწავლოს და შევამცირებთ.

  • NAMASTE
    schedule 28 ოქტ 2022, 16:50

    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    მაგალითად რაფინია რატო იყიდეს ვინმემ გაიგეთ? ცუდ ფორმაშიაო არ დამიწეროთ ოღონდ, ესაა მაგის კარგი ფორმა რასაც ახლა თამაშობს, ლიდსშიც ესეთი იყო, მეტი სიღრმე სათამაშო უნარების მხრივ მაგას არ აქვს და რატო მიახარჯეს სამოცდარაღაც მილიონი მაგას?


    თავიდანვე ვამბობდი დემბელეზე უარესია თქო… არადა მარივენა მცველი ან საყრდენი ეყიდათ მაგ ფასში ბევრად მაგარი გუნდი ვიქნებოდით. ან ნკუნკუ თუნდაც. 60 მილიონში გამოისყიდიდნენ და სად ნკუნკუ და სად რაფინია. სად აქვთ თვალები ვერ ვხვდები.

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 28 ოქტ 2022, 15:46

    მაგალითად რაფინია რატო იყიდეს ვინმემ გაიგეთ? ცუდ ფორმაშიაო არ დამიწეროთ ოღონდ, ესაა მაგის კარგი ფორმა რასაც ახლა თამაშობს, ლიდსშიც ესეთი იყო, მეტი სიღრმე სათამაშო უნარების მხრივ მაგას არ აქვს და რატო მიახარჯეს სამოცდარაღაც მილიონი მაგას?

  • DesmondHume
    schedule 28 ოქტ 2022, 15:43

    ციტატა: Barca for life
    მე პირადად მგონია რომ ჩვენი ნახევარდაცვის სისუსტე გამოხატულია დაცვის არ ქონით, როდესაც მოთამაშეებმა იციან რომ ზურგს არავინ უმაგრებთ დამფრთხალები და უამბიციოები თამაშობენ, შესაბამისად ნაკლებს რისკავენ და მომენტებიც ნაკლებიც იქმნება. ამიტო ჯობია უკანა ფლანგი გავაძლიეროთ ბოლომდე, ხოლო დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
    აი ნახავთ დაცვა თუ გაუვალი გვეყოლება, მერე როგორი მოხოდილები ითამაშებენ გინდა ცენტრში და გინდა შეტევაში, ამიტომ უპირველესად პრიორიტეტი უნდა იყოს მარჯვენა ფულბექი ხოლო შემდეგ კი ინიგო მარტინესი.
    თუ ზემოთხსენებულ ფეხბურთელებსაც გააჯმეინებენ ხო მთლად კარგი.
    პ.ს. ზამთარში როცა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება მოლეული, უფრო გამოჩნდება რომელი დანაკლისის აღმოფხვრა გახდება პრიორიტეტული, ანუ თუ არაუხო და კრისტენსენი დაბრუნდებიან დიდი ალბათობაა რო გუნდში აღარ დაიტრავმონ, ხოლო ნახევარდაცვაში დე იონგი თუ მოიხოდა, საყრდენის მიყვანაც აღარ დაგვჭირდება, შესაბამისად მხოლოდ მარჯვენა ფულფექი იქნება საჩალიჩო, მესის, ინიგოსა და ტილემანსს კი ზაფხულში უფასოდ დავიმატებთ.
    მოკლედ მარჯვენა ფულბექი უეჭველი დაიდოოს.


    100%>. ალბას თუ ზამთარშივე გაუშვებენ ბალდესთან კონკურენციითვის ერთი სოლიდური მარცხენა მცველიც არ იქნებოდა ურიგო, ალონსოსთან დიდი ბოდიში მაგრამ მესამე ვარიანტობაზე თუ ქაჩავს

  • Barca for life
    schedule 28 ოქტ 2022, 15:14

    მე პირადად მგონია რომ ჩვენი ნახევარდაცვის სისუსტე გამოხატულია დაცვის არ ქონით, როდესაც მოთამაშეებმა იციან რომ ზურგს არავინ უმაგრებთ დამფრთხალები და უამბიციოები თამაშობენ, შესაბამისად ნაკლებს რისკავენ და მომენტებიც ნაკლებიც იქმნება. ამიტო ჯობია უკანა ფლანგი გავაძლიეროთ ბოლომდე, ხოლო დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
    აი ნახავთ დაცვა თუ გაუვალი გვეყოლება, მერე როგორი მოხოდილები ითამაშებენ გინდა ცენტრში და გინდა შეტევაში, ამიტომ უპირველესად პრიორიტეტი უნდა იყოს მარჯვენა ფულბექი ხოლო შემდეგ კი ინიგო მარტინესი.
    თუ ზემოთხსენებულ ფეხბურთელებსაც გააჯმეინებენ ხო მთლად კარგი.
    პ.ს. ზამთარში როცა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება მოლეული, უფრო გამოჩნდება რომელი დანაკლისის აღმოფხვრა გახდება პრიორიტეტული, ანუ თუ არაუხო და კრისტენსენი დაბრუნდებიან დიდი ალბათობაა რო გუნდში აღარ დაიტრავმონ, ხოლო ნახევარდაცვაში დე იონგი თუ მოიხოდა, საყრდენის მიყვანაც აღარ დაგვჭირდება, შესაბამისად მხოლოდ მარჯვენა ფულფექი იქნება საჩალიჩო, მესის, ინიგოსა და ტილემანსს კი ზაფხულში უფასოდ დავიმატებთ.
    მოკლედ მარჯვენა ფულბექი უეჭველი დაიდოოს.

  • MSN G.O.A.T
    schedule 28 ოქტ 2022, 15:01

    ოღონდ ჟორჟინიო არააააააა,გთხოოოოოოოვთ