ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მსაჯები ცნობილია.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირებას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის.
ტეილორი 44 წლისაა. მან მსაჯობა 20 წლის წინ, 2022 წელს დაიწყო. პრემიერ ლიგაში 2010 წლიდან მსაჯობს, 2013 წლიდან კი FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში ენტონი ტეილორი თამაშში საშუალოდ 21.8 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.5 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” ტეილორთან დიდად პოზიტიური მოგონებები არ აქვს. ამ მსაჯის მიერ განსჯილ ორ თამაშში კატალონიელებს მოგება არ აქვთ – 0-0 “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად და 1-1 “პარი სენ-ჟერმენთან” ასევე სტუმრად. პსჟ-სთან მატჩში ტეილორმა ორი პენალტი დანიშნა, თითო თითო გუნდის კარში.
“ბაიერნს” ტეილორის მიერ განსჯილ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.
ბაიერნს ყველა მსაჯთან დადებითი ბალანსი აქვს, თამაშებს ეგ არ აგებს და აბა რა იქნება.