“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, გავი, რომელმაც ცოტა ხნის წინ Golden Boy-ს პრიზი მოიგო, საინტერესო საკითხებზე საუბრობს.
კუმირებზე:
ჩემი კუმირები ანდრეს ინიესტა და ისკო ალარკონი არიან.
ზედმეტსახელზე:
ხალხი ფიქრობს, რომ “გავის”, ჩემი სრული სახელის, “პაბლო მარტინ პაეს გავირას” გამო მეძახიან, მაგრამ საქმე უბრალოდ ისაა, რომ ჩემს პირველ გუნდში ორი პაბლო ვიყავით და ამის გამო მწვრთნელმა “გავი” მიწოდა.
“ბარსელონაში” გადმოსვლაზე:
2015 წელს “ბეტისი” დავტოვე და “ბარსაში” გადმოვედი. ცოტათი შეშინებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მაგრამ, მშობლებმა გამამხნევეს და ბარსელონაში წამომყვნენ, რადგან მხოლოდ 10-11 წლის ვიყავი. ლა რამბლაში ვცხოვრობდით.
“ბარსელონა” “რეალ მადრიდს”, “ატლეტიკოსა” და “ვილიარეალს” ვარჩიე, რადგან ყოველთვის კულე ვიყავი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ამ გუნდში მეთამაშა.
“ბარსა ატლეტიკში” მოხვედრაზე:
2020 წელს, “ესპანიოლ ბ-ს” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ყოველთვის მემახსოვრება, რადგან მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ მითამაშია, ეს ჩემს კარიერიაში დიდი ნახტომი იყო.
ლა ლიგაში გამართულ სადებიუტო შეხვედრაზე:
პრიმეირა დივიზიონში პირველად, “ხეტაფეს” წინააღმდეგ ვითამაშე. რონალდ კუმანმა შესაძლებლობა მომცა, რის გამოც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მან ბევრი რამ მასწავლა.
პირველ ზეწოლაზე:
წნეხი პირველად იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ერთა ლიგის ეგიდით, “სან სიროზე” გასამართი მატჩის წინ ვიგრძენი. ძალიან ვნერვიულობდი და ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ, როგორც კი შეხვედრა დაიწყო, თავს კომფორტულად ვგრძნობდი.
თავის ხასიათზე:
მართალია, რომ ზოგჯერ ზედმეტი მომდის და ხისტი ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ყოველთვის კონკურენტუნარიანი ვიყო და მეტოქეს პატივი ვცე.
მესიზე:
მქონია თუ არა დრო, რომ მესისთან მეთამაშა? სამწუხაროდ, არა. საკმარისად იღბლიანი არ აღმოვჩნდი.
მართალია, რომ ზოგჯერ ზედმეტი მომდის და ხისტი ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ყოველთვის კონკურენტუნარიანი ვიყო და მეტოქეს პატივი ვცე.
ეგ არაფერი, შენ პეპეს და რამოსის თამაში არ გინახია. რამოსი საერთოდ მსოფლიოს რეკორდსმენია წითელ ბარათებში 21ცალი
და აქედან ალბათ მინიმუმ მეოთხედი ბარსასთან და უფრო ხშირად მესიზე აქვს მიღებული.
ლივერპულმა ფეხები უკოცნოს კუმანს. მაგათ მოხოდა ვან დეიკიც და მანეც საუთჰემპტონს როცა წვრთნიდა, ქვას ქვაზე არ ტოვებდა ერთი პერიოდი და 6 ულის ყველა გუნდს თითო თამაში მაინც მოუგო. ზოგადად ჰოლანდიელების სენია ეგ. ახალგაზრდებს ადრეულ ასაკში ამჩნევენ ანვითარებენ, კარგი სანაკრებო მწვრთნელები არიან მაგრამ საკლუბოდ ვერ ქაჩავენ. ვან გაალიც ეგრეა
Nodariko Dzadzamia,
ბარსასი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უკეთესი სკაუტი იქნებოდა, ვიდრე მწურთვნელი არის.
ისე იფიქროს სკაუტობაზე და ბარსამ სკაუტად რომ დანისნოს არ შეიძლება
დაახლოებით რამდენი სკაუტი უნდა ჰყავდეს კლუბს? რაოდენობა განსაზღვრულია?
ისე იფიქროს სკაუტობაზე და ბარსამ სკაუტად რომ დანისნოს არ შეიძლება
კუმანი რაც არ უნდა წუდი მწურთვნელი ყოფილიყო ფაქტია, რომ ახალგაზრდების ტალანტს მაგრად არჩევდა და ბევრად უკეთესი იქნებოდა ეგ, რომ მწურთვნელის ნაცვლად სკოუტი გამხდარიყო.