workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი: ჩემი ტრავმები წარსულში დარჩა, ახლა შესანიშნავად ვარ

ანსუ ფატი: ჩემი ტრავმები წარსულში დარჩა, ახლა შესანიშნავად ვარ

“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ანსუ ფატი “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს:

ჩემი ტრავმები წარსულში დარჩა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამაზე აღარ ვფიქრობ. ახლა შესანიშნავად ვარ – სრულად გამოვჯანმრთელდი.

რთული კვირა გვქონდა. ვიცით, რომ ყოველ 3 დღეში ერთხელ ვთამაშობთ და არ უნდა დავნებდეთ.

თამაში ყველა ფეხბურთელს სურს და მზად უნდა ვიყოთ. როცა მწვრთნელს ვჭირდები, ყოველთვის მზად ვარ.

ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იდეოლოგიურად დიდი ცვლილება არ ყოფილა, იმავე სტილში ვითამაშეთ.

გოლის ეპიზოდში შეცდომა დავუშვი, მაგრამ მალევე გამოვასწორე და გავიტანე.

ყველას სურს, გუნდს დაეხმაროს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი გვთხოვს. ყოველთვის მზად ვიქნებით, როცა მას დავჭირდებით.

დღეს ანსუმ ქუსლით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის საბილოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2022, 10:07

    ფიზიკურად მზად არის ეხლა ტექნიკაც უნდა აღიდგინოს, თორემ ასე ბურთზე ფეხის აცილებით ძაან შორს ვერ წავალთ ასე ხო ტორესიც ახერხებს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 ოქტ 2022, 02:38

    ეს ფორმაში შევიდეს და მარცხნივ სულ ეს დადგება, შეიძლება დემბელესავის არ დარბის მაგრამ ბურთს როცა იღებს რაღაც ხიფათს ჰქმნის და ჭკვიანურად მოქმედებს

  • Lazy boy
    schedule 21 ოქტ 2022, 01:36

    ხო დაშინებულივით თამაშობს ამდენი ტრამვის მერე მაგრამ დემბელე რაფინიას კიდევ მაინც სჯობს ისევე როგორც ფერანი და კიდე ისიც კარგია რომ ამდენი ტრამვის მერე ტექნიკა საერთოდ არ დაუკარგავს და პირიქით მაგ მხრივ უკეთესიცაა მემგონი ახლა მარა ჯერ კიდევ აღსადგენი აქვს ბოლომდე ფორმა