ჩავი ერნანდესი “ვილიარეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ საუბრობს:
ფრენკი კარგად გამოიყურებოდა, თამაშით სიამოვნება მიიღო და ყველაფერი გაიგო. მისი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ.
ალონსო ცენტრალური მცველის პოზიციასთან შესანიშნავად ადაპტირდა. მარკოსი დღეს კარგი იყო, ისევე, როგორც მთლიანი დაცვის ხაზი – ალბა, კუნდე და რობერტო.
ანსუ ფატი კარგად ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ბოლოდროინდელ წარუმატებელ შედეგებზე რეაგირება მოვახდინეთ. მარტივი მატჩი არ იყო, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ. ეფექტურები ვიყავით და დიდებული გუნდის წინააღმდეგ თავი შესანიშნავად დავიცავით.
ყველა, ვინც მოედანზე გადის, მაქსიმუმის გაღებას ცდილობს.
მთელი გუნდი კარგი იყო. შესანიშნავი გრძნობაა, რომ გოლი არ გავუშვით. პროგრესი გვსურს.
მუნდიალის დაწყებამდე 1 თვე რჩება. დარწმუნებული ვარ, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული იქნება. მასპინძელ ყატარს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ – ამ ქვეყანამ ყველაფერი მომცა.
ფეხბურთელებს ვუხსნით, რომ ყოველთვის, მაშინვე მხოლოდ შეტევაზე არ იფიქრონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
დე იონგი თამაშს ბრწყინვალედ კითხულობს და ამ კომპონენტში გუნდში საუკეთესოა. ის ხაზებს შორის შესანიშნავად შედის და დაცვაშიც კარგად მოქმედებს. ფრენკი დღეს განსაკუთრებით კარგი იყო – მან დამარწმუნა, რომ საყრდენის პოზიციაზე უნდა ითამაშოს.
ფერანი მარჯვენა ფლანგზე, მაღალი პრესინგის დროს საუკეთესოა. ანსუც ძალიან დაგვეხმარა.
სტვენა პიკეს მისამართით? გამპერის თასის დროს ერთიანობა ვითხოვე. დროა, ერთად ვიყოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟერარი გასახდელ ოთახში ნამდვილი მაგალითია. ის დიდებული კაპიტანი გახლავთ, რაც ხალხმა უნდა იცოდეს.
გარეგნულად, ისე ჩანს, თითქოს გუნდში დაძაბულობაა, მაგრამ სინამდვილეში, მშვიდად ვართ. ამ სეზონში ჩვენი მიზანი თავმდაბლობა და ტიტულებისთვის ბრძოლაა.
როტაციებს მივმართავთ, რადგან გუნდი 100%-ით მზად უნდა იყოს, რომ რთულ სიტუაციებს თავი გაართვას.
ვიცი, რომ მოლოდინები დიდია, მაგრამ მშვიდად უნდა ვიყოთ.




ფრენკი მიხვდა იმედია რომ გუნდს დიდ სხვაობას უქმნის და გუნდში საუკეთესო ნახევარმცველია ამ მდგომარეობით, კესი გაცილებით მეტს იმსახურებს, ეს პაბლო ტორე თუარ შემოყავს რას ახეხინებს სკამს ცოდოა კაი ბავშვია, იანვარში მე ვფიქრობ წამსვლელები უნდა გაუშვან უნდა დაიწყონ წმენდა..ჩავიმ სიჯიუტეს გაანებოს თავი და რეალობას ჩახედოს თვალებში ძმაკაცობა დამსახურება და წარსული უკვე მხოლოდ აზარალებს გუნდს წლებია შედეგი არ მოაქვს გასაშვებია უნდა გაუშვას და ახალი სისხლით შეავსონ..
100%
არავის დამსახურება არ მინდა დავაკნინო, მაგრამ ეს თამაში პირველ რიგში უნაი ემერიმ წააგო. მეორე ტაიმში საერთოდ ჩაჯ***ბი შემოუშვა მინდორში, წინააღმდეგობის გაწევაც კი არ უცდიათ.
აბა ფეხბურთელების გინებას და კრიტიკას ხომ არ დაიწყებს პრესის წინაშე, მაგრამ ასეც არ შეიძლება, რომ ყველა და ყველაფერი კარგი იყო. არ იყო კარგი და ეს ყველამ ვნახეთ. ისე უნდა თქვას, რომ არც აკრიტიკოს ვინმე და ხარვეზებიც აღნიშნოს საერთო ფონზე. ამისათვის ვერ ვიტანდი კუმანს, რომ ყვეკაფერზე იაძახდა კარგი იყოო, როცა ძალიან ცუდი იყო
რაებს ბჟუტურობ რაებს.
ჯერ-ჯერობით ყველა მნიშვნელოვანი მატჩი წააგე.
გუნდი არის საშუალო დონეზე, დაახლოებით…ბილბაო,სოსიედადი,ვალენსია… ესაა რეალობა.
ბოლო-ბოლო ჩავი მიხვდა და იმედია არ შეიცვლის აზრს:
ფრენკი ცენტრში-ბუსის ნაცვლად!
მოკლედ უპოვა დე იონგს "თავისი ადგილი" მოედანზე? მადლობა ღმერთს აქამდე დაეყენებინა ეხლა სად იქნებოდა გასული. მაგრამ არც ისე გვიანია ბუსკეტსის წასვლამდე ალბათ ბოლომდე აითვისებს ურთულეს პოზიციას.
ერთადერთი ალონსოზე ვერ დაგეთანხმები მაესტრო მერე თუ გამოსწორდება არვიცი,მაგრამ ჯერჯერობით ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადმოსახედიდან ისევ ალბა მირჩევნია.
"დე იონგი თამაშს ბრწყინვალედ კითხულობს და ამ კომპონენტში გუნდში საუკეთესოა. ის ხაზებს შორის შესანიშნავად შედის და დაცვაშიც კარგად მოქმედებს. ფრენკი დღეს განსაკუთრებით კარგი იყო – მან დამარწმუნა, რომ საყრდენის პოზიციაზე უნდა ითამაშოს"
ძლივს , როგორც იქნა , რასაც 3 წელია გავიძახი , ძლივს , დარწმუნდა როგორც იქნა
ძლივს ფერანი თავის პოზიციაზე ათამაშა და გამოჩნდა რომ არაა ეგ ბიჭი ხელწამოსაკრავი.
ალონსო კარგი იყოო მართლა თქვა? 😂😂