workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვიქტორ ბარბერა – ფეხბურთელი, რომელსაც ლა მასიას ნავსის გატეხა შეუძლია

ვიქტორ ბარბერა – ფეხბურთელი, რომელსაც ლა მასიას ნავსის გატეხა შეუძლია

“ბარსელონას” აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მას ამბიცია აქვს, რომ სულაც საუკეთესოა.

21-ე საუკუნეში “ლა მასიამ” მსოფლიო ფეხბურთს ბევრი ვარსკვლავი აჩუქა. ყველა პოზიციაზე შეგვიძლია გავიხსენოთ მაღალი დონის ფეხბურთელები, ერთის გარდა.

“ლა მასიას” ცენტრფორვარდებში უჭირს. პირველ გუნდამდე მიღწევა ბოიან კრკიჩმა, მუნირ ელ ჰადადიმ და სანდრო რამირესმა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ იმედები ვერცერთმა გაამართლა.

ამჯერად “ლა მასიადან” ტალანტების ახალი თაობა მოდის. გავი, ფატი და ბალდე უკვე პირველ გუნდში არიან, რიგში კი რამდენიმე ფეხბურთელია. ერთ-ერთი მათგანია ცენტრფორვარდი ვიქტორ ბარბერა, რომელიც გავიზე 2 კვირით უმცროსია.

ბარბერა “ბარსას” აკადემიას 2020 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში 19-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორმა 10 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, აქედან 4 მატჩი და 6 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის. ბარბერა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა. ახალგაზრდა ფეხბურთელს პერიოდულად “ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაშიც ვხედავთ ხოლმე. წინა ტურში ის სასტარტოში პირველად გამოჩნდა და გოლიც გაიტანა. სულ რაფა მარკესის გუნდში 165 წუთი ითამაშა და  თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

ვიქტორ ბარბერა იძლევა იმედს, რომ “ლა მასია” ბოლოს და ბოლოს მაღალი დონის ცენტრფორვარდს გაზრდის. თუმცა ამ ცენტრფორვარდის შესანარჩუნებლად “ბარსას” ბრძოლა მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ოქტ 2022, 17:27
    #3

    18 წლის თუა მაგის გამოცდა წელსვე შეიძლება ან მომდევნო პრესეზონზე, კარგი ბიჭი ჩანს და არ დაკარგონ

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2022, 14:45
    #2

    "ლა მასიას" ცენტრფორვარდებში უჭირს. პირველ გუნდამდე მიღწევა ბოიან კრკიჩმა, მუნირ ელ ჰადადიმ და სანდრო რამირესმა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ იმედები ვერცერთმა გაამართლა.
    უფრო სწორი იქნება ქართულად: …იმედები ვერცერთმა ვერ გაამართლა. არც ენას მოიტეხავ და გრამატიკულადაც სწორია.

  • CHEPE24
    schedule 20 ოქტ 2022, 14:38
    #1

    ეს კაი ბიჭია და იმედია მართლა ლამასიელი გვეყოლება 9 იანზე