ბარსელონაში ნეიმარის ტრანსფერის სასამართლო პროცესი გრძელდება.
მორიგი მოწმე, რომელიც დაიკითხა, ბრაზილიელი სკაუტი ანდრე კურია. ის წლების განმავლობაში “ბარსელონასთვის” ბრაზილიურ ბაზარზე მუშაობდა და ნეიმარის “სანტოსიდან” კატალონიურ კლუბში გადმოყვანაშიც დიდი როლი ითამაშა.
ანდრე კური ფლორენტინო პერესის ჩვენებისგან საწინააღმდეგოდ აცხადებს, რომ “რეალ მადრიდი” მზად იყო, ნეიმარში “ბარსელონაზე” მეტი გადაეხადა. პერესმა განაცხადა, რომ “რეალ მადრიდმა” ნეიმარის ტრანსფერზე ერთადერთი შეთავაზება 2011 წელს გააკეთა, როდესაც 45 მილიონ ევროს იხდიდა.
2013 წლის ივლისში “რეალ მადრიდი” ნეიმარში 150-160 მილიონ ევროს იხდიდა. მადრიდელები მზად იყვნენ, ფეხბურთელისთვისაც გაცილებით დიდი ხელფასი შეეთავაზებინათ.
– ციტირებს ანდრე კურის მიერ სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვებს Sport.
პერესიც დიდი ქვეშ ქვეშაა, ლეო რო ვერ გადაიბირა სასამართლოების კასკადი მოუწყო თავისი ყოფილი თანამშრომლის ხელით, ის ქალი საღამოებით რო რელის თამაშს პერესის ლოჟიდან უყურებდა და მეორე დღეს მესის სასამართლო უწყებებს უგზავნიდა.
ისე რეალს ვინაყავს ბრაზილიაში სკაუტად? ვერ გადმოვიბირებთ?