ჟოან ლაპორტამ Barca TV-ს დღეს ინტერვიუ მისცა. “ინტერთან” კრახის შემდეგ პრეზიდენტი აშკარად დამშვიდებულია, თუმცა აღიარებს, რომ გუნდს გაძლიერება ჭირდება და იანვარში სატრანსფერო აქტიურობასაც აანონსებს.
როგორც იცით, Spotify-ს აქვს უფლება, წლის განმავლობაში მაისურზე რეკლამა 3-ჯერ შეცვალოს, თუმცა ამ დროს კლუბს პატივი უნდა სცეს. სწორედ ამიტომ იქნება ჩვენს მაისურზე Drake-ს სიმბოლო გამოსახული. 17 ოქტომბრიდან კი სპოტიფაის აპლიკაცია კატალონიურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
Drake მისაბაძი ადამიანი და ძალიან ცნობილი მუსიკოსია. ამ თანამშრომლობას შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექნება.
როდესაც “ინტერთან” თამაშზე ვფიქრობ, უპირველესად თავში მომდის აზრი, რომ გულშემატკივრებს მადლობა უნდა გადავუხადო. მათთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს. დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ 3 გოლი გავიტანეთ და მაინც ვერ მოვიგეთ.
ახლა აქცენტი ლა ლიგაზე გვაქვს. პირველობისთვის ბრძოლა უნდა განვაგრძოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ამ გუნდში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ მოლოდინებს ქმნიან. პრიორიტეტი ლა ლიგა იყო, შემდეგ ჯგუფური ეტაპი გართულდა, თუმცა ამ საკითხზე საუბარი მანამ არ მსურს, სანამ ყველაფერი არ დასრულდება.
“ბარსა” ისევ ცოცხალია. ჩვენ ჩვენი დარჩენილი 2 თამაში უნდა მოვიგოთ. ეს იმედის საკითხი არაა. “ინტერი” ჩვენამდე თამაშობს და “ბაიერნთან” მატჩის დროს უკვე გვეცოდინება, გვექნება თუ არა შანსი.
ახლა აქცენტი ლა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ “ელ კლასიკოზე”. წინ “ვილიარეალისა” და “ბილბაოს” თამაშებიც გველის.
ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა “ბაიერნთან” კარგი შედეგი უნდა გვეჩვენებინა. ვიდეორეფერიმ დემბელეზე თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა, მილანური თამაში კი სკანდალური იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ მოგვეწონა, მაგრამ გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა.
მომხდარზე ის რეაქცია მქონდა, რაც უნდა მქონოდა. UEFA-ს ვესაუბრე. თუმცა უკან ვერ დავბრუნდებით. შემდეგ ჯერზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ.
გუნდი განვაახლეთ და როგორც ახალ გუნდს, ასევე მის მწვრთნელს ნდობა გამოვუცხადეთ. ეს გუნდი ჯერ კიდევ შენდება, ჩვენ ის გავაუმჯობესეთ. ნდობა არ შეცვლილა არც ჩავის და არც ფეხბურთელების მიმართ, ისინი ძალიან კარგები არიან.
ევროპის დიდი გუნდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. “ბაიერნთან” წლევანდელ და შარშანდელ თამაშებს შორის განსხვავება ნახეთ. ფეხბურთელებმა ახალ სისტემასთან ადაპტაცია უნდა გაიარონ, თუმცა ჩავიმ კარგად იცის, რომ გუნდი პროგრესირებს.
ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და სრულად ლა ლიგაზე ვკონცენტრირდეთ. ჩავიმ დაამტკიცა, რომ ის კლუბსა და სისტემას იდეალურად იცნობს, გარდა ამისა ის შესანიშნავი ადამიანია. ის მოუმატებს და ბევრ წარმატებას მოგვიტანს.
თამაშების შემდეგ, როგორც წესი, ჩავის ვესაუბრები ხოლმე. ვნახე, რომ ის დამწუხრებული იყო. ჩავის აქვს ღირსება, რომელიც სხვა ადამიანში არ მინახავს, ის ყოველთვის ყველაფერს პოზიტიური მხრიდან უყურებს. მასში ეს ყოველთვის მომწონდა. ჩემპიონთა ლიგაზე ილუზია ჩვენ ყველას გვქონდა.
ლა ლიგაში პირველ ადგილზე ვართ და “ბერნაბეუზე” ვთამაშობთ. ეს ის თამაშია, რომელიც გვიყვარს. ჩავის ვუთხარი, რომ წინსვლა განაგრძოს, ჩემპიონთა ლიგაზე არ იფიქროს და აქცენტი ლა ლიგაზე გააკეთოს.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ფინანსური შედეგებიც ექნება, მაგრამ ეს 30 და 35 მილიონი არ იქნება. ევროპაში კონკურენტუნარიანი უნდა იყო და ახალი სპონსორები მოიძიო, რასაც დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ფინანსური გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.
გულშემატკივრები შთამბეჭდავები იყვნენ. ისინი გუნდს მხარს ბოლომდე უჭერდნენ. ძალიან ცვალებადი თამაში იყო, მეორე ტაიმი სწორად ვერ დავგეგმეთ, “ინტერი” კი კონტრშეტევებზე კარგად გამოიყურებოდა.
გულშემატკივრებს მოვუწოდებ, ამ გუნდის რწმენა განაგრძონ.
ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც სიამოვნებას მოგვანიჭებს. ჩავის მხარი უნდა დავუჭიროთ. ოთხშაბათს თამაშში გულშემატკივრების წყალობით დავბრუნდით. ისევ ცოცხლები ვართ.
გუნდის კაპიტნებს დიდ პატივს ვცემ იმისთვის, რასაც ისინი გუნდისთვის წარმოადგენენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ყველაფერზე საუბარი შეგვიძლია.
“ელ კლასიკო” ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგებული უფრო ძლიერდება, წაგებული კი დიდ დარტყმას იღებს. ჩვენი უკეთესი სათამაშო სისტემა გვაქვს, თუმცა “რეალ მადრიდი” ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
იმედი მაქვს, რომ თამაშის ჩვენი სისტემა შედეგს მოიტანს. იმედი მაქვს, ისე მოხდება, როგორც წინა სეზონში და თამაშის ბოლოს წინ ჩვენ ვიქნებით. ასევე მინდა, ვნახო, როგორი რეაქცია აქვს წინა თამაშის შემდეგ გუნდს. ტრავმირებული ფეხბურთელები ნელ-ნელა გვიბრუნდებიან. როგორც ჩანს, კუნდე მადრიდში წამოვა.
როდესაც ეცემი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამოდგე. ეს ინტერვიუ გუშინ რომ ჩაგვეწერა, ასეთი შემართებით არ ვიქნებოდი. ჩავისა და გუნდს ისევ სრულ ნდობას ვუცხადებ. უპირველესად მათ იციან, რომ ოთხშაბათის თამაში ძალიან ცუდი იყო.
“ბერნაბეუზე” თამაში სახალისოა. ეს ერთ-ერთ ყველაზე სახალისო თამაშია. საკმაოდ გამიმართლა, რომ “ბარსას” დიდი თამაშების მონაწილე ვარ. ეს გუნდისთვის კარგი შანსია, სიტუაცია გამოასწოროს.
რობერტ ლევანდოვსკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნიჭის გარდა ის ჩვენ პროფესიონალიზმსა და სანდოობას გვმატებს. მას გოლების გატანის განსაკუთრებული უნარი აქვს.
ლევანდოვსკი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რაც ძალიან მომწონს. თქვენ შეგიძლიათ, ეს ვარჯიშებსა და თამაშებზე ნახოთ. რობერტი გუნდში ინტეგრაციას სწრაფად გადის და ის თანაგუნდელებისთვის სამაგალითოა.
ჩავის პროექტი განვითარებას განაგრძობს. როდესაც კლუბს გადავარჩენთ და ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდება, სპორტული პროექტის გაუმჯობესებაზე მუშაობას დავიწყებთ.
ეს გუნდი ძალიან კარგია და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ვემზადებით. ჩვენი მიზანია, პირველი გუნდი გავაძლიეროთ. ის უკვე ძლიერია, მაგრამ გაუმჯობესების საშუალება კიდევ არსებობს.
რა თქმა უნდა, ვაპირებთ, “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დავაფასოთ. მესი კულეების მეხსიერებაშია. ამ კვირას მისი დებიუტიდან 18 წლი გავა და ჩვენ გეგმა გვაქვს.
მესის პარიზში, “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე, რა თქმა უნდა, ვნახავ. ის პსჟ-ს ფეხბურთელია და ამ ფაქტს პატივი უნდა ვცეთ. კარგად ვიცით, თუ რას მიაღწია მან. ლეოს მაისურით ბევრი კატალონიელი დადის.
ერთადერთი რაც ფაქტია, გუნდს ნამდვილად უნდა გაძლიერება. ამაში ვეთანხმები.
რაფინიამ რა ადაპტაცია უნდა გაიაროს ხოარ ღადაობთ,? ტიპი უნიჭო დებილია, ფლანგზე გაქცევა ჩაწოდებაა მაგის თამაში, ცუდი ისაა რომ ჩაწოდებაც არიცის, დემბელეზე დებილია ტიპი, დემბელე კიდე ჯობია, ხანდახან კაცს მაინც ატყუებს თუ ტვინი გაეხსნება.. სილვა გვჭირდებიდა რომ მომენტები შეექმნა, მარტო პედრი ვერ ქაჩავს ფაქტია, თან უწყვეტად ძირითადშია, ტერნატივა არ ყავს რომ დაისვენოს.. რობერტო უნდა ამოწიონ ცენტრში და რიგ თამაშებში პედრის ადგილას დააყენონ შემტევ ნახევარმცვლელად რომ ამ ბავშვმა ამოისუნთქოს და ძლიერი შეხვდეს მნიშვნელოვან თამაშებს
რაფინიასთან ბელერინთან და კრისტენსენთან რა შიბლა გინდა ადაპტაცია მესისაც დასჭირდა პესეჟეში რომ გადავიდა უნდა ვაცადოთ ადაპტირება ბოლომდენ გაიარონ და ნახავ მერე რა გუნდი დადგება
მე არ მომწონს არცერთი ვარიანტი,თუ გაამართლეს მეც ეგ მინდა ზუსტად.ვთქვათ და ვერ გაიარეს?ჩვენ თუ აღარ გვენდომება არც სხვას.ყველას თავისი აზრი აქვს, თანაც სხვანაირად გეკითხა ჯობდა რა ჩემი შიბლა გინდა ეგ სიტყვები რაღაც არ მევასება 😀თან შეგახსენებ ბევრ სხვასაც არ მოსწონს ეს ხუთეული და დაუწერია კიდეც მაგრამ სხვას არ უციტირებ და რა იყო ჩემს კომენტარს განსხვავებული შრიფტი და ფერი აქვს?
რაფინიასთან ბელერინთან და კრისტენსენთან რა შიბლა გინდა ადაპტაცია მესისაც დასჭირდა პესეჟეში რომ გადავიდა უნდა ვაცადოთ ადაპტირება ბოლომდენ გაიარონ და ნახავ მერე რა გუნდი დადგება
რომელი ფეხბურთელისგან რისი მოლოდინი გაქვს ერთი ლევანდოვსკის და ტერ შტეგენის გარდა?ან რომელი კაპიტანი იმსახურებს პატივისცემას და რას წარმოადგენენ ასეთს გუნდისთვის?და ბოლოს რას უწოდებ განახლებას უვარგისების მოყრას ლევანდოვსკის გამოკლებით? მესი დაგეტოვებინა ამას ჯობდა მართლა თუ ასეთი უვარგისების მოყრას აპირებდი რასაც ქვია რომ გააპანღურე გუნდიდან ჰოდა იდექი ახლა და უყურე ალონსოებს,ბელერინებს,რაფინიებს,ფერან ტორესებს და კრისტენსენებს.