სერჟიო ბუსკეტსი მიმდინარე სეზონში ბარათებისკენაა მიდრეკილი. “ბარსელონას” კაპიტანმა ჩატარებულ 8 შეხვედრაში 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. ამასთან, ესპანელი ბოლო 5 მატჩიდან ხუთივეში გააფრთხილეს, რაც შეიძლება მასა და გუნდს ძვირად დაუჯდეთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ბუსკეტსი ყვითელ ბარათს “ინტერის” წინააღმდეგაც მიიღებს, მას უკვე 3 გაფრთხილება დაუგროვდება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს, რაც ხშირი “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისი იქნება.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩავიმ კაპიტანი ხვალინდელ შეხვედრაში სკამზე დატოვოს. წამყვანი ესპანური გამოცემების მიხედვით, ბუსკეტსის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ფრენკი დე იონგი ითამაშებს.
ბარათებისკენ იმიტომაა მიდრეკილი რო დაბერდა და რო აგვიანებს სხვა გზა არა აქვს უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ თუ ინტერთან ვერ მოვიგეთ ბაიერნთან მითუმეტეს ვერ მოვიგებთ გინდა ბუსკეტსთან ერთად და გინდა მის გარეშე, ასე რომ ინტერთან მოგება უფრო ძვირად ფასობს ეხლა თან ეს დღევანდელი კვერცხია, ბაიერნი კი ხვალინდელი ქათამი და მასზე ფიქრი არც ღირს. ინტერს 2 ბურთით მოვუგოთ და ინტერი რო ბაიერნს ვერ მოუგებს ეს ფაქტია.
ხავიც ხვდემა დამიჯერე, უბრალოდ მეგობრობის და მსოფლიოს პონტში ათამაშებს. მსოფლიო დამთავრდება თუარა სკამზე გადააჯენს.
მოვიგებთ სამივე თამაშს დაიმახსოვრეთ. არ მგონია იგივე შეცდომები დაუშვას ჩავიმ ინტერთან და ბაიერნთან. მემგონი ძალიან იძაბებიან და ზედმეტად არიან პანიკაში.
არადა წელს ბაიერნს 9 თამაშში 4 ფრე და 1 წაგება აქვს ბუნდესლიგაში და მე-3 ადგილზეა.
ინტერს – 9 თამაშში 4 წაგება აქვს და მე-7 ადგილზეა.
ვინ არიან რას წარმოადგენენ?
მენტალურად უჭირთ ძალიან ბარსას ფეხბურთელებს და საერთოდ ყველას შტაბსაც და გულშემატკივარსაც თორემ ძალიან მშვიდად უნდა მოიგონ სამივე თამაში.
სამივე თუ მოიგეს ძალიან დიდი სტიმული იქნება და ძალიან გაიწევენ, მერე რა იქნება კაცმა არ იცის. შარშანწინ ჩელსიმ საშუალო გუნდმა მოიგო ლიგა და შარშან რეალმა როცა არც რეალი არ კრებდა ვარსკვლავებს (რელის გულშემატკივრებიც აღიარებენ ამას რომ მენტალიტეტის და კლასის ხარჯზე მოიგეს).
ბურთი მრგვალია.
ისე როგორც არასდროს ახლა სჭირდებათ შინაგანი მუხტი რომ არ გატყდნენ. სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებზე ბევრია დამოკიდებული.
შეიძლება უკეთესიც იყოს
მაინც ბუსკეცს დააყენებს 100%
ჩავის გარდა უკვე ყველა ხვდება,რომ ბუსკეცი ძირითადში აღარ უნდა იდგეს
ფრენკი გაიგიჟებს თავს