workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანი: უფასოდ კიდევ ბევრ ფეხბურთელს დავიმატებთ

მატეუ ალემანი: უფასოდ კიდევ ბევრ ფეხბურთელს დავიმატებთ

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი აანონსებს, რომ კატალონიური კლუბი უახლოეს მომავალში აქცენტს ისევ თავისუფალი აგენტების დამატებაზე გააკეთებს.

ალემანის კლუბში მოსვლის შემდეგ “ბარსელონამ” უფასოდ დაიმატა სერხიო აგუერო, ერიკ გარსია, მემფის დეპაი, დანი ალვესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, ექტორ ბელერინი და მარკოს ალონსო. თანხა კი “ბლაუგრანამ” მხოლოდ 5 ფეხბურთელში გადაიხადა: ემერსონი, ფერან ტორესი, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე.

ამ ფეხბურთელებმა მნიშვნელოვან შეთავაზებებზე უარი თქვეს იმისათვის, რომ “ბარსელონაში” მოსულიყვნენ.

უფასო ფეხბურთელებზე აქცენტი უფრო და უფრო უნდა გავაკეთოთ. წელს კესიე, კრისტენსენი, მარკოს ალონსო და ბელერინი დავიმატეთ და კიდევ ბევრი ფეხბურთელი შემოგვიერთდება უფასოდ.

– ციტირებს მატეუ ალემანის სიტყვებს Sport.

უკვე ცნობილია იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომლების უფასოდ დამატებასაც “ბარსა” 2023 წლის ზაფხულში შეეცდება: ლიონელ მესი და ინიგო მარტინესი. ასევე გაიჟღერა იური ტილემანსის, მარკო ასენსიოსა და ხოსე გაიას სახელებმაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 10 ოქტ 2022, 17:16
    #3

    ციტატა: Griezzy7
    შემტევი სტილის ნახევარმცველია საჭირო. პედრის როგორც ჩანს არაქვს მთლად ეგეთი ფუნქციები. პედრის შეუძლია ნახევარდავის კონტროლი და სწორ დროს სწორი პასის გაკეთება მარა საჭიროა გუნდში ბერნანდოსნაირი ფეხბურთელი.
    ასევე მარჯვენა მცველი ძირითადისთვის. შეტევაში კიდე დემბელე და ტორესი გასაგდებები არიან

    ეს რაფინია მაინც თამაშობდა ნორმალურად და ამანაც აურია ეს ბოლო თამაშები. სულ უფრო ემსგავსება ამ ორს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 10 ოქტ 2022, 13:29
    #2

    ციტატა: Griezzy7
    შემტევი სტილის ნახევარმცველია საჭირო. პედრის როგორც ჩანს არაქვს მთლად ეგეთი ფუნქციები. პედრის შეუძლია ნახევარდავის კონტროლი და სწორ დროს სწორი პასის გაკეთება მარა საჭიროა გუნდში ბერნანდოსნაირი ფეხბურთელი.
    ასევე მარჯვენა მცველი ძირითადისთვის. შეტევაში კიდე დემბელე და ტორესი გასაგდებები არიან

    კაი ხანია მინდა ვთქვა ორივე გასაგდებია თქო მარა აქ განკითხვის დღეს უწყობენ საღად მოაზროვნეებს 😀

  • Griezzy7
    schedule 10 ოქტ 2022, 11:49
    #1