ევრო 2024: კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები ბარსას ვარსკვლავების წინააღმდეგ

ევრო 2024: კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები ბარსას ვარსკვლავების წინააღმდეგ

დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგებიც “ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ესპანეთის ნაკრები

პოტენციური ფეხბურთელები: ექტორ ბელერინი, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, მარკოს ალონსო, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო, ერიკ გარსია, გავი, ალეხანდრო ბალდე

ჩვენთვის განსაკუთრებით 2 ჯგუფი იქნებოდა საინტერესო – სადაც ესპანეთი მოხვდებოდა და რა თქმა უნდა, სადაც საქართველო მოხვდებოდა. ისე მოხდა, რომ ეს ორი ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა, მათთან ერთად კი ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიაც.

“ბარსელონას” ვარსკვლავებს საქართველოში კიდევ ერთხელ ვიხილავთ, რაც სასიამოვნოა. ასევე კარგი იქნება ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ქართველების ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ ხილვა.

ისევე, როგორც ჩვენი, ასევე ესპანელი მცველებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ თამაში.

A ჯგუფში საქართველოსთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად შოტლანდია და კვიპროსი მოხვდნენ. თუ ჯგუფის სირთულეს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ გაგვიმართლა.

საფრანგეთის ნაკრები

პოტენციური ფეხბურთელები: ჟიულ კუნდე, უსმან დემბელე

ნიდერლანდების ნაკრები

პოტენციური ფეხბურთელები: ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი

საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ასე რომ “ბარსელონური” წყვილების დაპირისპირებას ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ვიხილავთ.

საფრანგეთისა და ნიდერლანდების ჯგუფში ირლანდია, საბერძნეთი და გიბრალტარი მოხვდნენ.

პოლონეთის ნაკრები

პოტენციური ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკის ჯგუფში ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები და მოლდოვა მოხვდნენ. “ბარსელონას” პოლონელი ვარსკვლავისგან ბევრ გოლს ველით.

დანიის ნაკრები

პოტენციური ფეხბურთელი: ანდრეას კრისტენსენი

კრისტენსენის დანია, რომელიც პირველ კალათში იმყოფებოდა, ჯგუფში ფინეთთან, სლოვენიასთან, ყაზახეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და სან მარინოსთან ერთად მოხვდა.

საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება და 2024 წლის 26 მარტს დასრულდება. ზუსტი კალენდარი ცნობილი ჯერჯერობით არაა.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • Chico
    09 ოქტ 2022, 23:15

    მართალია ჩვენთვის სახარბიელო ქვეჯგუფი არ არის, მაგრამ მაინც კარგია, ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ ტოპ დონეზე და ჩვენც ბევრ ვარსკვლავებს ვიხილავთ თბილისში.
    თანაც იქნებ მიაქციონ ყურადღება ხვიჩას და დაუძახონ ბარსაში…. ნადვილად გამოადგება ბარსას

  • DesmondHume
    09 ოქტ 2022, 22:36

    ციტატა: nikusha
    სიკვდილის ჯგუფში ვართ

    ესპანეთი – ფავორიტი ამ ჯგუფის და ერთერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში

    შოტლანდია – ისტორიულად სულ გვიჭირს

    ნორვეგია თავის ჰოლანდით

    კოსოვო – ინგლისს ამწარებს და ჩვენ რას გვიზამს

    ასე რომ ამ ჯგუფში ალბათ ბოლო ადგილზე გავალთ


    კოსოვო არა, კვიპროსი გვყავს

  • azulgerana
    09 ოქტ 2022, 21:46

    რომ ვთქვა თუ მოინდომეს არის შანსი მეორე ადგილზე გასვლის. მთავარია მოინდომონ, ავიღოთ დღევანდელი არსენალი ვიღაც მარტინელ გაბრიელი ოდეგარდი და ბაკაიო საკა რა სასწაულად არიან პრემიერ ლიგის სათავეში. რაღაც ესეთი იღბალი და მონდომება გვინდა და არაა შეუძლებელი

  • me da barca
    09 ოქტ 2022, 18:47

    A, B, C ჯგუფები, სიკვდილის ჯგუფებია. მოლდოვას გავუცვალოთ ადგილი, შანსი მაინც გვექნება.

  • nika 54
    09 ოქტ 2022, 17:52

    აქედან რო გავალთ ამას ლაპარაკიც არ უნდა. ამიტომ მივაწვეთ ერთა ლიგას.

  • La Pulga10
    09 ოქტ 2022, 17:34

    ციტატა: Moriba
    კასილამა ტვიტერზე დაპოსტა, რომ გეია🏳️‍🌈 და იმედი გამოთქვა, რომ პატივისცემით მოეკიდებიან ამ ამბავს.

    შემდეგ პუიოლმა დაუწერა კომენტარი, დროა ჩვენი იატორია მოვყვეთო…
    ხოარ გამოსლევდნენ ესენი?😀


    რა პუიოლმა?ში* ხო არ აქვთ მაგათ? წმინდა დატოვონ რამე.არ მჯერა ძმაო,პუიოლი რა შუაშია.გაიღადავა პუიმ ალბათ.

  • Moriba
    09 ოქტ 2022, 17:17

    კასილამა ტვიტერზე დაპოსტა, რომ გეია🏳️‍🌈 და იმედი გამოთქვა, რომ პატივისცემით მოეკიდებიან ამ ამბავს.

    შემდეგ პუიოლმა დაუწერა კომენტარი, დროა ჩვენი იატორია მოვყვეთო…
    ხოარ გამოსლევდნენ ესენი?😀

  • nikusha
    09 ოქტ 2022, 16:52

    სიკვდილის ჯგუფში ვართ

    ესპანეთი – ფავორიტი ამ ჯგუფის და ერთერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში

    შოტლანდია – ისტორიულად სულ გვიჭირს

    ნორვეგია თავის ჰოლანდით

    კოსოვო – ინგლისს ამწარებს და ჩვენ რას გვიზამს

    ასე რომ ამ ჯგუფში ალბათ ბოლო ადგილზე გავალთ