ინტერვიუ ლუის სუარესთან: ლუის ენრიკე ჩემ კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია

ინტერვიუ ლუის სუარესთან: ლუის ენრიკე ჩემ კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია

ლუის სუარესი გასული ათწლეულის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მან თავისი მაღალი დონე ისეთ გუნდებში დაამტკიცა, როგორებიც “აიაქსი”, “ლივერპული”, “ბარსელონა” და “ატლეტიკოა”.

ცოტა ხნის წინ “ელ პისტოლერო” ურუგვაის ნაკრებთან ერთად ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც მას Marca-ს ჟურნალისტი ეწვია და საინტერესო ინტერვიუც შედგა.

– მახსოვს ჩვენი პირველი ინტერვიუ. ეს ამსტერდამში მოხდა, 2008 წელს. “აიაქსის” ფეხბურთელი იყავი. რა გახსოვს იმ დროიდან?

– ჩვენ ყველანი შევიცვალეთ, ფეხბურთიც სხვანაირია, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ლუის სუარესის პიროვნება იგივეა: ისევ მინდა მოგება, ბრძოლა, წარმატება… ასე იყო, არის და იქნება. ზოგიერთი ასპექტი შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ ამბიცია, ვიყო კონკურენტუნარიანი, უცვლელია.

– “ნასიონალში” დაბრუნება რომანტიზმის აქტი იყო?

– დიახ, რა თქმა უნდა. დავბრუნდი გუნდში, რომელიც თავის დროზე დავტოვე და ამ დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. იყო ყველა ლიგაში კონკურენტუნარიანი, ადვილი არაა.

– 8 თამაშში 4 გოლი და 3 ასისტი. ბედნიერი ხარ?

– ძალიან, განსაკუთრებით იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც მთელი ქვეყნისგან ვგრძნობ და არა მხოლოდ “ნასიონალისგან”. სიყვარულს მთელი მონტევიდეოდან ვგრძნობ, რომელიც გუნდის გულშემატკივარსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე. “ნასიონალი” კარგ ფორმაშია, კონკურენტუნარიანები ვართ და გვაქვს ვალდებულება, ყველაფერი მოვიგოთ.

– რონალდ არაუხოს ტრავმა დიდი დარტყმაა, ასე არაა?

– ეს მართლაც დიდი დარტყმაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში სტანდარტებს აწესებს. ის ძალიან მაღალ დონეზე იყო. ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ არაუხო, თუმცა მკურნალობის პროცესში მხარს ბოლომდე დავუჭერთ. იმედია, ის მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება. მან არ უნდა იჩქაროს, რადგან ეს შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.

– რას გვეტყვით დღევანდელ “ბარსაზე”?

– ძალიან კარგი გუნდია. კარგი ტრანსფერები განახორციელეს, ახალგაზრდებს კი კიდევ ორი წლის გამოცდილება აქვთ: პედრი, გავი, ანსუ. გარდა ამისა გუნდს აქვს ისეთი ფეხბურთელების გამოცდილებაც, როგორებიც არიან ალბა, ბუსკეტსი, ტერ შტეგენი… ამ გუნდს ყველაფრისთვის ბრძოლა შეუძლია.

– გაგიკვირდათ, როდესაც გაიგეთ, რომ კლუბი ალბას გაშვებას ცდილობდა?

– ყველამ იცის, თუ რა სიტუაციაა ხელფასებთან დაკავშირებით. ეს რთული საკითხია და ალბა ასეთ რამეს მიჩვეული არაა. თუმცა მისი მენტალური სიძლიერის, ფორმისა და გამოცდილების წყალობით ამ რთულ პერიოდს გადალახავს. როდესაც სათამაშო დრო მიეცემა, ის შეეცდება, სიტუაცია შეცვალოს.

– რას გვეტყვით კლუბის მიერ ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებაზე?

– ეს სიურპრიზი იყო. კლუბი შეეცადა, სიტუაცია შემოებრუნებინა. ეს სარისკო იყო, მაგრამ კარგი კონტრაქტებით “ბარსა” წინსვლას განაგრძობს.

– ეს ბერკეტები მესის დროს რომ ამოქმედებულიყო, შესაძლოა, ის არ წასულიყო…

– იმ მომენტში ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არავინ იცის, რა მოხდებოდა სხვა სიტუაციაში.

– “ბარსელონაში” მოიგეთ “ოქროს ბუცი”, ჩემპიონთა ლიგა და ხართ კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი. თუ იქნებით გულწრფელი, 10-ბალიანი სისტემით “ბარსელონურ” კარიერას რამდენ ქულას დაუწერთ?

– 12, იმ მოლოდინების გათვალისწინებით, რომლითაც გუნდში გადავედი. მოლოდინები მაღალი არ იყო, რადგან გუნდში უკვე იყვნენ ლეო და ნეიმარი. ამბობდნენ, რომ საქათმეში 3 მამალი ვერ იარსებებდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად თამაში შეგვეძლო. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი გვქონდა, რამაც “ბარსა” იმ წლების უდიდეს გუნდად აქცია. ამ კარიერით ამაყი ვარ. ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, ჩემი სათამაშო დონე შემცირდა, თუმცა სეზონში მინიმუმ 25 გოლი ყოველთვის გამქონდა.

– დრომ გვიჩვენა, რომ გასახდელში არც თქვენ იყავით პრობლემა და არც ლეო, როგორც ამას ზოგჯერ ამბობდნენ ხოლმე.

– (იცინის) გასახდელში მეც და ლეოც გუნდის ერთ-ერთი წევრი ვიყავით. გამოცდილებითა და გატანილი გოლებით. საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება? დიახ, შესაძლოა, ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებდეს, მაგალითად იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე გოლები ვერ გამქონდა, მაგრამ მე კლუბს თავს ბოლომდე ვუძღვნიდი. ამაყი ვარ იმით, რაც გავაკეთე.

– “ბარსელონადან” გამოგაგდეს კუმანმა, როგორც შემსრულებელმა და ბართომეუმ, როგორც მისმა “ინტელექტუალურმა მხარდამჭერმა”. კუმანს რომ დახურულ კარს მიღმა შეხვდეთ, მიესალმებით?

– დრო გადის და დიახ, თავაზიანობისა და პატივისცემის ნიშნად, მივესალმები. თუ ეს მოხდება, იმედი მაქვს, რონალდს აღმოაჩნდება ის დიდებულება, რაც “ბარსაში” ფეხბურთელობის დროს ჰქონდა და პირადად მეტყვის სიმართლეს, თუ რატომ გამიშვა გუნდიდან და მეტყვის, რომ ამის მიზეზი საფეხბურთო ასპექტები არ ყოფილა.

– გჯერათ, რომ ჩავი “ბარსელონას” თავის ფეხბურთს დაუბრუნებს?

– დიახ, ასე ვფიქრობ. მან ეს უკვე გვიჩვენა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ამ კლუბში გაიზარდა. მან იცის, რა სჭირდებათ კლუბსა და გულშემატკივრებს. გარდა ამისა კლუბმა მას მისცა ის ფეხბურთელები, რომლებიც ჭირდებოდა.

– რას გვეტყვით ლეოზე? ის თქვენი მეგობარია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს და გზაზე, შესაძლოა, ურუგვაიც დაამარცხოს.

– მას ვესაუბრები ხოლმე. მის გუნდს 35 თამაშია, არ წაუგია. არგენტინას ყოველთვის პატივი უნდა სცე, მაგრამ კატარში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ფორმაშია ეს გუნდი. ის ტურნირის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.

– ესპანეთიც?

– დიახ. შესაძლოა, ესპანეთმა თამაში წააგოს, მაგრამ ლუის ენრიკე თავისი გუნდით კმაყოფილი უნდა იყოს. ესპანეთს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და საუკეთესო მწვრთნელი ჩემ კარიერაში: ლუის ენრიკე.

– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლეო “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ “კამპ ნოუზე” მისი და თქვენი ოჯახისთვის VIP ბოქსს ითხოვდა.

– ეს სასაცილოა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის შემთხვევაში ნორმალური რამაა. თუ ელიტური ფეხბურთელების კონტრაქტებს ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ სტადიონზე ბოქსები ყველა მათგანს აქვს. მაგალითად მე ჩემი მქონდა “ატლეტიკოში”, “ნასიონალშიც” მაქვს. სინამდვილეში ლეო ცდილობდა, კლუბისთვის საქმე შეემსუბუქებინა და ჩვენი ოჯახების ბოქსი გაეერთიანებინა. “ბარსასთვის” უფრო რთული იქნებოდა, თუ მესის ცალკე ბოქსი ექნებოდა და სუარესს ცალკე (იცინის).

– მომდევნო სეზონში საკუთარ თავს ლეოსთან ერთად MLS-ში ხედავთ?

– არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე “ნასიონალში” კარგად ვარ.

– ევროპაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

– დიახ, ჩემი ევროპული კარიერა დასრულდა და ამით ამაყი ვარ. “ნასიონალში” დაბრუნებამდე ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, ევროპული კარიერა უმაღლეს დონეზე დამესრულებინა. ეს არ ნიშნავს, რომ ურუგვაის ჩემპიონატი სუსტია, უბრალოდ ეს ციკლის ბოლო ნაწილია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    02 ოქტ 2022, 12:17

    სკამზე დღესაც ბომბი იქნებოდა. ააწიოკებდა ბოლო 15 წუთში დაცვას და სეზონში 10 გოლს გაიტანდა. მაგდენს ტორესი და დეპაი ერთად ვერ გაიტანენ

  • MARI=BARCA-fan
    01 ოქტ 2022, 20:02

    worried …გადავწყვიტე, ევროპული კარიერა უმაღლეს დონეზე დამესრულებინა.
    ==========
    …ოქროს კაცო, ნეტავ სხვებიც შენსავით თავმოყვარე იყვნენ, კაკლის საბერტყი ჯოხით რომ არიან გასაყრელები და მაინც არ მიდიან..!!!
    ეს "თავმოყვარეობა" რა ხილია დღემდე ვერ გაუგიათ!!!

  • nika 54
    01 ოქტ 2022, 19:39

    უძლიერესი იყო თავის პოზიციაზე. საცოდაობა არ არის, ეს გაუშვეს და ტორესი მოიყვანეს.

  • davidus2020
    01 ოქტ 2022, 18:53

    კაცი ლეგენდა! ასეთი 9 ბარსას არ ყოლია თავის ისტორიაში! მაგრა არა კაცურად მოექცა კუმანი და ბარსას.

  • Moriba
    01 ოქტ 2022, 17:26

    ნასიონალიდან მიდის ზამთარში ეწურება კონტრაქტი და იმედია ევროპაში დაბრუნდება რაც შეეხება თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდია ჯეკა❤️მაკრატელა გინდა თავური დრიბლინგი ტექნიკა პასი უდარი ლონგ შოთი ყველაფერჩიკიიყო❤️

  • Alien messi
    01 ოქტ 2022, 17:04

    ყველაზე მკვლელი ფინიშერი თანამედროვე ფეხბურთში ❤️

  • MSN G.O.A.T
    01 ოქტ 2022, 16:38

    ლუის 🥺🥺🥺

  • Albicelecte
    01 ოქტ 2022, 16:34

    დასაფასებელი კაცია ჯეკა, ეპოქის ერთ-ერთი ნათელი ფიგურა;
    ბართომეუს დამსახურებით გააუფერულეს ბოლო წლების ბარსას ბრწყინვალება;
    2018-19 წლებში ლიგა უნდა დადებულიყო