workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ფიფას ვირუსით” ყველაზე მეტად ბარსელონა დაზარალდა

“ფიფას ვირუსით” ყველაზე მეტად ბარსელონა დაზარალდა

სექტემბრის სანაკრებო პაუზა არაერთი ტრავმით დასრულდა, ყველაზე მეტად კი “ბარსელონა” დაზარალდა.

“ფიფას ვირუსს” 26 ფეხბურთელის ჯანმრთელობა შეეწირა. ყველაზე მეტი, 4 ტრავმირებული “ბარსელონას” დაუბრუნდა. ნაკრებებში მიღებული დაზიანებების გამო “ბარსას” რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე, მემფის დეპაი და ფრენკი დე იონგი ვერ დაეხმარებიან.

3-3 ტრავმით დაზარალდნენ “მილანი” და “არსენალი”, ხოლო ორ-ორით “ნიუკასლი”, “ატალანტა” და “დორტმუნდი”. ნაკრებიდან თითო ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდათ “რეალ მადრიდს”, “ხეტაფეს”, “ვულვზს”, “ტოტენჰემს”, “მანჩესტერ სიტის”, “ინტერს”, “ლაციოს”, “ვოლფსბურგს”, “აიაქსსა” და ამ სიაში ერთადერთ არაევროპულ კლუბს, ინდონეზიურ “პერსიჯას”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2022, 12:08
    #2

    ანუ აქაც რეკორდსმენები ვართ?

  • frenkie dejong21
    schedule 30 სექ 2022, 12:01
    #1

    ხოდა ფიფას დამაარსებელი მოვტ*ნ მე