ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-7 ტურის მსაჯები დაასახელა.
ცნობილი გახდა, რომ “მალიორკასა” და “ბარსელონა” დაპირისპირებას 38 წლის არბიტრი ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
ხილ მანსანომ მსაჯობა 2001 წელს დაიწყო. 2006 წელს ის ესპანეთის მე-3 დივიზიონში დაწინაურდა, 3 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში, ხოლო 2012 წელს პრიმერაში.
მოქმედ მსაჯებს შორის ის ლა ლიგაში მე-3 ყველაზე გამოცდილია, თუმცა წლის საუკეთესო არბიტრად არასდროს დასახელებულა.
კარიერის განმავლობაში ხილ მანსანო თამაშში საშუალოდ 27.1 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს უჩვენებს.
ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა “მალიორკასა” და “ბარსელონა” თამაშებში:
| მალიორკა | ბარსელონა | |
| თამაში | 4 | 31 |
| მოგება | 1 | 18 |
| ფრე | 2 | 7 |
| წაგება | 1 | 6 |
| მოგების % | 25% | 58% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 6 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 3 | 5 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 6 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 8 |
8 ჯერ გაგვიგდო კაცი. ამ თამაშში ლეომ ხელი არ ჩამოართვა
წითლებით და პენალტებით მაგრა ვყავართ დაჩაგრული.