workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

სანაკრებო თამაშები და ე.წ. “ფიფას ვირუსი” მხოლოდ “ბარსელონას” არ აწუხებს. რა გასაკვირია, რომ ტრავმები კატალონიელთა კონკურენტებისთვისაც პრობლემაა.

ამჟამად ავსტრიისა და ხორვატიის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის პირველ ტაიმშიც მილანის “ინტერის” ხორვატმა ნახევარმცველმა, მარსელო ბროზოვიჩმა კუნთის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ბროზოვიჩის ტრავმა, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ მან 10 დღეში, ანუ “ბარსასთან” თამაშამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

მარსელო ბროზოვიჩი “ინტერისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ის “ნერაძურის” ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 5-ჯერ კი ხორვატმა მატჩი სრულად ჩაატარა.

რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელის მსგავსად, ბროზოვიჩსაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 26 სექ 2022, 11:47
    #2

    ნეტავ ჩვენები დაბრუნდებოდნენ და ამას როგორმე გავუძლებდით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 სექ 2022, 23:45
    #1

    ეს ჩვენ ისეთი დანაკლისი გვაქვს :კუნდე, არაუხო, დე იონგი დეპაი და დემბელე? რომ რავიცი, იმედია მაინც შევძლებთ ინტერთან გამარჯვებას