“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მესის კლუბში დაბრუნებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და მიმდინარე კვირაში ლეოს დაურეკა. ამ ინფორმაციას ბარსელონაში მოღვაწე არგენტინელი ჟურნალისტი სერხიო გონსალესი ავრცელებს.
გონსალესის ცნობით საუბრის დროს ლაპორტამ მესის აუხსნა მისი გუნდიდან წასვლის ის დეტალები, რომლებზე საუბარიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ მოხერხდა. ჟოანმა ლეოს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.
საპასუხოდ მესიმ ლაპორტას უთხრა, რომ ახლა ის მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს, ტურნირის დასრულების შემდეგ კი მისი კარი ღიაა.
Ძაან მინდა რომ მოიგოს მსოფლიო, იმსახურებს ყველანაირად
მაგარი საინტერესო იქნება მესის დაბრუნება, ლევანდოვსკისთან ერთად სასწაულებს გააკეთებენ იმიტომ რო ლევანდოვსკი მარტო ბომბარდირი კი არა მშვენიერი მეპასეა რასაც მბაპეზე ვერ ვიტყვით. იმ ლაწირაკს არცერთი საგოლე არა აქვს არც ლეოზე და არც ნეიმარზე და ამ დროს ლეომაც და ნეიმარმაც მბაპეს 10 გოლიდან 8 საგოლე გაუკეთეს.
არადა ზუსტად ძალიან მაგარი შეთამაშებული გუნდისა და დაცვის დამსახურებაა რო ბევრ გოლსაც არ უშვებენ და აქეთ კიდე წაუგებელი სერია აქვთ ისეთი რო რავიცი.
მე ვიტყოდი რო შეიძლება სახელებით რომელიმე ნეკრები ჯობდეს მაგრამ გუნდით ვერა. ეგრე ბრაზილიაც ხო უდაოდ ძლიერია და იყო კოპაზე მარა გოლი ვერ გაუტანეს. საფრანგეთზე კიდე ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი აქვთ ზედიზედ მეორე მსოფლიოს დასადებად, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და მაგიტო იმარჯვებს ხოლმე ყველაზე შეთამაშებული სასტავი და არა ვარსკვლავები, ვარსკვლავობა რაღაც უპირატესობებს იძლევა თუმცა გუნდურობასთან ვერაფერი მივა, ნუ მე მხოლოდ მაგიტო მაქვს არგენტინის იმედი, რომ მაგათზე შემდგარი გუნდი დღეს არ მეგულება, არაჩვეულებრივი აურა ტრიალებს, ყველა მებრძოლი ხასიათისაა და მოგებისთვის გაიწევენ, რომც წააგონ დარწმუნებული ვარ გმირულად წააგებენ და არ ჩაისვრიან
ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდები ლომო
რა სუსტი დაცვა ღადაობ? რომერო ლისანდრო ოტამენდი სამივე საუკეთესოა თავის გუნდში არგენტინას თამაშებს არ უყურებ მემგონი უდაო ფავორიტია ტურნირის ცოცხლად შეჭამენ ყველას რა სუსტი დაცვა ესეთი ძლიერი დაცვა და პლიუს მეკარე როდის ყავდა ბოლოს არგენტინას
კუნდემ მიიღო ტრავმა კაროჩე რაა მაგრამ არამგონია მძიმე იყოს თავისით გავიდა
ის რომ მსოფლიოზე არგენტინა ფავორიტად ჩავთვალოთ და ვთქვად მოიგებსო სასაცილოა გინდა ორი მესი ყავდეთ, მესი დიადია მაგრამ ფაქტია მარტო მესიც ასაკში მითუმეტეს მსოფლიოს ვერ დადებს სუსტი დაცვა ყავთ , მინიმუმ სამი ნაკრები მაიმცაა ბევრად ძლიერი ვიდრე არგენტინა დაჟე პორტუგალიას უკეთესად დაბალანსებული და ძლიერი ნაკრები ყავს ვიდრე არგენტინას , მსოფლიოზე ჩემი აზრით ფრანგებს ყველაზე ძლიერი გუნდი ეყოლებათ ვნახოთ მე ობიექტურად ვუყურებ თორე მესიმ რომ თასი აღმართოს რონალდუს ან ინფაქტი ხევს ან კარიერას ას წლამდე არ დაასრულებს იქნება მეც გამივარდესო
ლეოს დაბრუნების მერე მართლა გავიწევთ ყველა ტიტულზე
ბარსელონა მესის გარეშე ბარსელონა არარის და პირიქით მესი ბარსელონას გარეშე მესი არარის. ეს ორი უნდა იყოს ყოველთვის ერთად რადგან არსად ისეთი ქიმია არიგრძნობა როგორც ლეოს ბარსაში თამაშის დროს. ნაკრებში როცა თანაშობს მაშინაც კი.