workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: ბარსელონას ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს

რონალდინიო: ბარსელონას ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო გაუჩო “ბარსელონასა” და ლეო მესიზე საუბრობს:

“ბარსას” გარდამავალი პერიოდი აქვს. გუნდში ბევრი ისეთი ადამიანი დაბრუნდა, ვინც ჩემს დროს იქ იყვნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

“ბლაუგრანას” დიდებული მწვრთნელი და ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, გუნდში ბევრი ახალგაზრდა ირიცხება. “ბარსას” ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს.

ყველაზე დიდი დრო “ბარსელონაში” გავატარე – ეს კლუბი ძალიან მიყვარს.

არის თუ არა ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ამის თქმა რთულია, რადგან ფეხბურთს სხვა ბევრი დიდებული მოთამაშე ახსოვს. შედარებები არ მომწონს. მარადონა, პელე და კიდევ ბევრი… თითოეული მათგანი თავის ეპოქაში საუკეთესო იყო.

რონალდინიო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 22 სექ 2022, 12:15
    #2

    მესი აკლია როგორც ტორტს ალუბალი მომავალ სეზონში დაბრუნდება და იმ მწვერვალზე ისევ ავა სადაც აქამდე იყო

  • nika 54
    schedule 22 სექ 2022, 09:59
    #1

    ეტყობა მართლა არ მიაჩნია საუკეთესოდ, ალბათ ამიტომაც არ მოჰყავს ბარსას თავის შტაბში სამუშაოდ