სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდებში “ბარსელონადან” 18 ფეხბურთელია გაწვეული. Mundo Deportivo-ს ცნობით ეს ევროპის საუკეთესო 5 ლიგას შორის საუკეთესო შედეგია.
ეს კარგი ამბავია იმის გამო, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების მაღალ კლასს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 მოთამაშიდან თითქმის ყველა მსოფლიოს გრანდ ნაკრებში თამაშობს.
მაგრამ ბევრი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახებას მინუსიც აქვს, თანაც არცთუ მცირე. რაც მეტი ფეხბურთელი ითამაშებს ნაკრებში, მით მეტი იქნება ტრავმის მიღების ალბათობა. სულ რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაბრუნდეს, “ბარსას” უფრო მეტი დაღლილი მოთამაშე ეყოლება, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს, ეს კი ისედაც გადატვირთული კალენდრის პირობებში კარგი ამბავი სულაც არაა.
ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელების რაოდენობით “ბარსელონასთან” ყველაზე ახლოს მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან 17-17 მოთამაშით. ეროვნულ გუნდებში 16 ფეხბურთელი გაუშვეს “მანჩესტერ სიტიმ” და “მილანმა”.
საუბედუროდ ასეა, ყველაფერს აქვს დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეები. მაგრამ ეხლა ეს უფრო სახიფათოა, ვინაიდან ასეთი რთული ანუ გადატვირთული კალენდარი მე არ მახსენდება, საიდან მოიტანეს ეს ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიადაა? თუ რა უბედურება.
Ძაან რთული კალენდარი გვაქვს და იმედია ძალიან არ დაიღლებიან, იქნებ გაგვიმართლოს და ყველა ჯანმრთელი დაბრუნდეს
ახლა მაინცაა ღრმა შემადგენლობა, ამიტომ დაღლილობას როგორმე უნდა მოუარონ, მთავარია რომ ამდენი ფეხბურთელი გვყავს წამყვან ნაკრებებში, რაც უკვე ნიშნავს რომ შემადგენლობა ძალიან ძლიერია. ყველაფერს რომ შევეშვათ დეპაი რომელიც ბარსაში ადგილისთვის იბრძვის ჰოლანდიის ლიდერია