ჩავი ერნანდესმა “ელჩესთან” მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მოგებით ბედნიერი ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ ფეხბურთელის გაძევებამ თამაში შეცვალა.
სეზონს კარგად ვიწყებთ. მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დავინახეთ, ისაა, რომ თამაშისთვის ყველა მზადაა, განსხვავების შექმნა ყველას შეუძლია.
ჩვენ ღრმა შემადგენლობა გვყავს. ძალიან კარგად ვვარჯიშობთ და ყველა ფეხბურთელი მომზადებულია. მიმდინარე სეზონი შემჭიდროვებული კალენდრის გამო უჩვეულოა, სწორედ ამიტომ ყველა მათგანი მზადყოფნაში გვჭირდება. ჩვენ ერთი ოჯახი უნდა გავხდეთ. გუნდში 25 მოთამაშე გვყავს და ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. ტიტულებს სწორედ ღრმა შემადგენლობით იგებ და არა უცვლელი თერთმეტეულით.
ვიცით, რა ზეწოლა მოდის “ბარსელონაზე”. ჩვენ ძალიან მოვუმატეთ, თუმცა განვითარება კიდევ უნდა განვაგრძოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ. აქ ყოველი თამაში გამოცდაა.
ბალდეს ასაკის მოთამაშის ასეთი თამაში მუდმივად მაოცებს. ის ძალიან ბევრს მოგვცემს. მისი ფიზიკური მომზადება გასაოცარია.
პედრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მას ესმის ფეხბურთი, ბურთს იშვიათად კარგავს, შესანიშნავ პასებს აკეთებს… 19 წლის ასაკში ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ენთუზიაზმი სტადიონსა და ქუჩებში იგრძნობა. გუნდისგან მოლოდინებია და ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მატჩს 85 000 მაყურებელი დაესწრო, აჩვენებს, რომ ენთუზიაზმი არსებობს.
ფატი კარგად თამაშობს, ის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვაქვს გეგმა და ანსუს მასში ეტაპობრივად ჩავრთავთ, ფატიში ეჭვი არ მეპარება.
2 კვირა ფეხბურთის გარეშე? ეს დასვენებაში დამეხმარება. ჩვენ 9 ნოემბრამდე ძალიან დატვირთული კალენდარი გვაქვს, თამაში რთული იქნება.
დემბელე ნამდვილი პროფესიონალია. მას გასულ ღამეს ძალიან ცოტა ეძინა. უსმანს ვკითხე, თავს როგორ გრძნობდა და მან მიპასუხა, რომ თამაში სურდა. მას ყოველთვის თამაში სურს.
ლევანდოვსკი ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე და პროფესიონალია. ის ყოველთვის მონდომებულია. გუნდში რობერტის ყოლა დიდი ფუფუნებაა.
სანამ ძველი გვარდია თამაშობს გუნდში, ჩავი არ უნდა მოვიდესო, მაგრამ კი მოსვა პიკეც და ალბაც. არც ბუსის დასმა გაუჭირდება თუ საჭირო გახდა.
ძლივს სუარესის შემდეგ გამტანი გვყავს, უპრობლემო და უმაღლესი დონის პროფესიონალი.
ამ ფერანს რატო შეუკიკინეთ რა გააფუჭა რომ გამოვიდა… მშვენიერი სტატისტიკა აქვს აქაც და ნაკრებშიც, გადააყოლეს იმენა პატარა ჩავარდნას
Დღევანდელ მატჩს ვერ ვუყურე სამწუხაროდ. Ბოდიში, მაგრამ მიუნხენში ჩაიჯვი ჩავი, ეს თერთმეტეული უნდა დაგეყენებინა ბავარიასთან:
————Ტერ შტეგენი
Კუნდე-არაუხო-გარსია-ბალდე
——–Კესი-დე იონგი-გავი
Დემბელე-ლევანდოვსკი-რაფინია
აქაც ხშირად შეიყვანენ და ესპანეთის ნაკრებშიც.
Კარგი თამაში იყო, მოუხედავად იმისა რომ ელჩე ვერაფერი გუნდი ვერაა დავინახეთ რომ ფერანი განაცხადშიც არ უნდა შეიყვანონ
მე შენს ადგილზე მაესტრო დეპაი ტორესი რაფინიას ტრიოს არ ვენდობოდი და რაც შეეხება ფატის ჯერ არ არის ისევ ფორმაში მაგრამ ჯერჯერობით მივცემდი მეტ შანსს იქნებ გამოსწორდეს და დაუბრუნდეს ძველ ფორმას.
ლენჩი ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ
არის?
ლენჩო, რატომ არ ათამაშე გერმანიაში ბალდე ?
ბალდე ძაან ძერსკია,ბელერინიც კარგად შემოვიდა და იმედია ოდესმე ვიხილავთ კუნდე-არაუხოს დუეტს ცენტრში ძირითადიდანვე
ყველანი კარგები იყვნენ, მაგრამ ელჩე ის გუნდი არაა რომელთან თამაშითაც რაიმე დასკვენებს გამოვიტანთ.
იმედია ბიჭებს წაადგებათ ეს გამარჯვება და ინტერთან საკმაოდ მობილიზებულები, ლაღები და მებრძოლები გამოვლენ.
მომდევნო თამაშში ფლანგებზე უეჭველი ბალდე-ბელერინი უნდა დავაყენოთ, ორივე კარგი იყო, ნახევარდაცვაში კი – დე იონგი-გავი-პედრი.
შეტევას რაც შეეხება, დემბელე კი არის იდიოტი, მაგრამ ამდენი ხანია ვხედავ თუ რამხელა სხვაობას ქმნის და თუ დარტყმასაც დახვეწავს საერთოდ კამფეტი იქნება. აი რაფინია-ტორესი-ფატი-დეპაი არ მომეწონა, დეპაიმ კი გაიტანა ულამაზესი გოლი, მაგრამ მაგას გარდა ბევრი სისულელეც აკეთა და დაკარგვებში დემბელესაც არ ჩამოვარდნია.
მოკლედ კარგი აღდგენითი ვარჯიში გამოგვივიდა, წინ კი რეალური თამაში გველოდება.
პ.ს. ტერშტეგენს უიქენდი მოუწყო გუნდმა.