ჩავი ერნანდესი ელჩესთან თამაშის წინ

ჩავი ერნანდესი ელჩესთან თამაშის წინ

“ელჩესთან” ხვალ გასამართი თამაშის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მნიშვნელოვან საკითხებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ელჩე” არის გუნდი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია და რომელსაც სახიფათო ფეხბურთელები ჰყავს, მაგალითად ლუკას ბოიე. მოგება მნიშვნელოვან 3 ქულას მოგვიტანს, მიუნხენში წაგების შემდეგ კი კვლავ გამარჯვება მნიშვნელოვანია.
გავის ახალი კონტრაქტი? ძალიან გახარებული ვარ. ეს კვირის ყველაზე კარგი ამბავია, რადგან გავი არის ჩვენი აწმყოც და მომავალიც. ის ლიდერია, მას შეუძლია, ისე ითამაშოს, როგორც ეტყვი. ის შესანიშნავია. მიუხედავად 18 წლის ასაკისა გავი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.
ანსუ ფატის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები? იმედი მაქვს, ის თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს, თუმცა არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ის განაცხადში მოსახვედრად მზად იყოს. იმედი მაქვს, 30 დღეში ის ძველებურ დონეზე იქნება. ის თავდაჯერების დაბრუნების პროცესშია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და იმედი გვაქვს, ის ამ იმედებს გაამართლებს.
ანსუ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ჩვენ მას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. გვინდა, ძველებური შეგრძნებები დაიბრუნოს. შესაძლოა, ეს კლუბის ბრალიც იყოს. ის ნელ-ნელა დაბრუნდება. სან სენასტიანში ფატიმ მოედანზე სხვაობა შექმნა. მისი თამაშის ინტენსივობა და ტემპი ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს.
ჟორდი კრუიფი სპორტულ დირექტორად? უპირველესად, ამ ამბის აღსანიშნავად მან სადილის თანხა უნდა გადაიხადოს. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მან ფეხბურთზე ბევრი რამ იცის, ჟორდი ასევე ერთგულია როგორც ჩემი, ასევე კლუბის მიმართ.
ხვალ უნდა მოვიგოთ. შემდეგ დავაკვირდებით ტურის სხვა თამაშების შედეგებს, მაგალითად მადრიდულ დერბის, თუმცა აქცენტი “ელჩესთან” თამაშზე გვაქვს. გასულ წელს “ელჩესთან” გაგვიჭირდა.
სანაკრებო პაუზის დროს დასვენება კარგი იქნება, რადგან პრესეზონის შემდეგ ამის საშუალება არ გვქონია.
“ბაიერნთან” წაგების გამო ჯერ კიდევ ვბრაზობ. როდესაც თამაშსა და გამოუყენებელ მომენტებს უყურებ, ფიქრობ, რომ უნდა მოგვეგო. 3 ქულა უნდა აგვეღო… მომენტების რეალიზება უნდა გავაუმჯობესოთ.
თეთრი გასვლითი ფორმა მომდევნო სეზონში? თეთრი ფერით აქამდეც გვითამაშია, ასე რომ, ეს სიახლე არ იქნება. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა. როდესაც ოფიციალური იქნება, შემდეგ მკითხეთ (იცინის).
მარკოს ალონსო? მან კარგი თამაში ჩაატარა, კარგი პასები გააკეთა, შეტევაში კარგად ერთვებოდა, საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. თუმცა ვინაიდან ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ, ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე უნდა ვიფიქროთ.
მიუნხენში ის თამაში ვაჩვენეთ, რაც წარმოგვედგინა და რაც გვინდოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაგვაკლდა – გოლი. კუთხურის დროს დაშვებული შეცდომა, როდესაც ასეთი მეტოქე გყავს, ძვირად ფასობს.
მთელ გუნდს ვესაუბრე და ფეხბურთელებს მათ მიერ დაშვებული შეცდომების ვიდეოები გაჩვენეთ. ისინი გამოუყენებელი მომენტებით უკმაყოფილონი დარჩნენ. კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ მომენტები ჩემპიონთა ლიგის ისეთ თამაშში, როგორშიც ასეთი მომენტები აუცილებლად უნდა გამოიყენო.
დემბელესა და რაფინიას პოზიციების გაცვლა თამაშის დროს? გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, თუ როგორ მიდის თამაში.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა ეს უნდა დავამტკიცოთ. უპირატესობა ტაბლოზე უნდა ავსახოთ, რაც “ბაიერნთან” ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელები უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს სწორი გზაა და რომ ისინი არ უნდა დანებდნენ.
პაბლო ტორე? მას სანაკრებო პაუზის შემდეგ გავესაუბრებით და გადავწყვეტთ, “ბარსა ბ-ში” უნდა იყოს, თუ პირველ გუნდში. თუმცა მას სათამაშო დრო სჭირდება.
two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • GIo-GxP-FCB
    schedule 16 სექ 2022, 20:10

    ჩავი უშველე დე იონგს!!! როგორ მიხაროდა ბარცაში რომ გადმოვიდა რამხელა ნიჭის პატრონია და მაინც ვერ აჩვენებს იმ თამაშს რასაც ველოდებით არადა დე იონგი და ფატი რო თავის ფორმაში შევიდნენ და როგორც შეუძლიათ 100% ისე ითამაშონ ძალიან ძლიერი გუდნი იქნება ბარცელონა

  • lesane C
    schedule 16 სექ 2022, 18:57

    ციტატა: Kote Bogveradze
    ჭკვიანი კაცია მარა გამოცდილება სჭირდება. ისე ვალვერდე თუ გავი თქვენთვის . მარსელო თუ ხორდი ალბა და ჩუამენი თუ ნიკო?


    ახალგაზრდებს არ შევეხები მარა მარსელო და ალბას შორის უდაოდ მარსელო

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 სექ 2022, 18:48

    ციტატა: Kote Bogveradze
    ჭკვიანი კაცია მარა გამოცდილება სჭირდება. ისე ვალვერდე თუ გავი თქვენთვის . მარსელო თუ ხორდი ალბა და ჩუამენი თუ ნიკო?


    გავის და ვალვერდეს შედარება როცა ერთი 25 წლისაა და მეორე თვრამეტის არ გამოვა, ამ ეტაპზე ვალვერდე ჯობია მაგრამ ეგ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და გავის მთელი წლები აქვს განსავითარებლად, ჩუამენი ნიკოს მირჩევნია და ზედმეტი კითხვის გარეშე, ეს რეალის მომავალი საყრდენია და კაზემიროს შემცვლელი, ნიკო კი იჯარითაა გაშვებული და ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, ალბას და მარსელოს რაც შეეხება კი არის კომპონენტები რაშიც აბაა უკეთესი მაგრამ მარსელო ბევრად უფრო მევასებოდა მე პირადად

  • nika 54
    schedule 16 სექ 2022, 18:01

    იმედია რეალი ვეღარ მოიგებს, ამოწურა მოგებების ლიმიტი.

  • Kote Bogveradze
    schedule 16 სექ 2022, 17:01

    ჭკვიანი კაცია მარა გამოცდილება სჭირდება. ისე ვალვერდე თუ გავი თქვენთვის . მარსელო თუ ხორდი ალბა და ჩუამენი თუ ნიკო?

  • CHEPE24
    schedule 16 სექ 2022, 16:59

    ხვალ გადავალთ პირველზე და დავრჩებით კიდეც დიდი იმედი მაქვს ამისი რომ ატლეტიკო მინიმიმ არ წააგებს მაინც