workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: 16 წლის ასაკში ქუჩაში ვიდექი და ხალხს ვთხოვდი, ჩემთვის საჭმელი ეყიდათ

რაფინია: 16 წლის ასაკში ქუჩაში ვიდექი და ხალხს ვთხოვდი, ჩემთვის საჭმელი ეყიდათ

“ბარსელონას” ბრაზილიელ ახალწვეულს, რაფინიას რთული ბავშვობა ჰქონდა. კატალონიურ კლუბამდე მოსასვლელად მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა.

25 წლის სამხრეთ ამერიკელი გარემარბი განვლილ ცხოვრებაზე UOL-ის სპეციალურ რუბრიკაში წერს და ამას საკმაოდ ემოციურადაც აკეთებს.

ბავშვობა? ძალიან რთული იყო. რესტინგაში დაბადებული ადამიანისთვის რთულია, შენ გზას გაჰყვე და სწორი გზიდან არ გადაუხვიო.
ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებოდნენ მიზანს, არ ჰყავდათ ოჯახი, რომელიც მხარს დაუჭერდა და ეს ადამიანები დაიკარგნენ. კრიმინალის სამყაროსა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბევრი მეგობარი დავკარგე. მეგობრები, რომლებიც ფეხბურთში ჩემზე ბევრად უკეთესები იყვნენ. მათ დიდ კლუბებში თამაში შეეძლოთ.
ჩემ ბავშვობაში, სამეზობლოში არაერთი ცდუნება იყო. იოლი ფულის შოვნას გპირდებოდნენ. სწორედ ასე იკარგებოდა ხალხი. ამ გზას არასდროს დავდგომივარ, მაგრამ ამ ყველაფრის მოწმე ვყოფილვარ, მიცხოვრია ამ ხალხთან ერთად.
დღეს ჩემს საფეხბურთო “ჯადოქრობაზე” საუბრობდნენ, ნამდვილი ჯადოქრობა კი ისაა, რომ კრიმინალით სავსე უბნიდან ბავშვმა ეს გზა გაიარა და ასეთ დონემდე მოვიდა.
გავიზარდე უბანში, სადაც კრიმინალი და ნარკოტიკით ვაჭრობა ჩვეულებრივი რამ იყო, თუმცა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი. ამ მიზნის მისაღწევად სამშობლოს დატოვება დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ ჩემი ამბიციები კიდევ უფრო დიდი იყო.
ბავშვობის მოგონებები მძიმეა, მაგრამ მინდოდა, ოცნება ამესრულებინა. როდესაც 16 წლის ვიყავი, მიწევდა, სავარჯიშოდ სახლიდან შორს მევლო. დღეში 8-9 საათის განმავლობაში სახლიდან გასული ვიყავი. ავტობუსის ფული იშვიათად მქონდა. იშვიათად ხდებოდა, რომ ამ 8-9 საათის განმავლობაში რამეს ვჭამდი. საჭმელი არაფერი მქონდა.
როდესაც 16 წლის ვიყავი, ვარჯიშის შემდეგ ქუჩაში ვიდექი და ხალხს ვთხოვდი, ჩემთვის საჭმელი ეყიდათ. ზოგი მეხმარებოდა, ზოგი კი შეურაცხყოფას მაყენებდა.
ჩემი “იმბუტუბა” შტატის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ფინალში გავიდა. ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს შტატის დიდი კლუბების ყურადღების მისაქცევად საკმარისი გამოდგა.
ემოციების დრო არ მქონდა. ეს იყო ახალი შანსი და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ გამოვიყენებდი ყველა შანსს, რომელიც მომეცემოდა.
14 წლის ასაკში პორტუ ალეგრეში ვთამაშობდი. შემდეგ შანსი მომეცა, მეთამაშა “აუდაქსში”. ერთი წლის შემდეგ ინვესტორებმა კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალმა მფლობელებმა იმ ფეხბურთელების სია შეადგინეს, რომლებსაც გუნდიდან უშვებდნენ და ამ სიაში მეც მოვხვდი.
ბევრ ფეხბურთელს ბრაზილიაში თამაშის შანსი არ ეძლევა, მაგრამ ამის შანსი ეძლევა ევროპაში. მეც მათ შორის აღმოვჩნდი.
ფეხბურთელობისკენ მიმავალ მთელ გზაზე მუსიკა თან მახლდა. მუსიკა ჩემი უსაფრთხოების ზონა იყო. მამა მუსიკოსია, ასე რომ, მუსიკა ყოველთვის ჩემთან იყო.
მამას შანსი მიეცა, სიმღერა რონალდინიოსთან ერთად ჩაეწერა და ეს სიმღერა მუდამ თან მახლდა. ტექსტი ასეთია: “ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა მარტივია… დრიბლინგი ცხოვრების გავლით, იმ გზის მოსაძებნად, რომელიც შენ ტანჯვას შეწყვეტს.”
ვფიქრობ, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება “რენიდან” “ლიდსში” გადასვლა იყო. 30 წუთი მქონდა იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა. 2019/20 წლების სეზონი “რენში” კარგად ჩავატარე და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გავედით. სამწუხაროდ, სხვა გუნდების დაინტერესების შესახებ მხოლოდ მედიიდან ვიგებდი, “რენიდან” არავინ არაფერს მეუბნებოდა, რაც მაწუხებდა. “რეიმსთან” თამაშის შემდეგ, რომელიც კარგად ჩავატარე, “რენის” პრეზიდენტმა პატარა ოთახში დამიბარა. მან “ლიდსის” ინტერესის შესახებ მითხრა და მოსაფიქრებლად 30 წუთი მომცა. მეორე დღემდე ვერ დავიცდიდი, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დაიკეტებოდა.
“რენის” დატოვება რთული იყო, მაგრამ მეგობარო, მე ხომ პრემიერ ლიგაში მივდიოდი. ჩემპიონატში, რომელშიც ამდენი ვარსკვლავი თამაშობს.
ვმუშაობდი ბიელსასთან ერთად. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. ეს პრობლემა არ ყოფილა, რადგან მომთხოვნ ადამიანებთან მუშაობა მომწონს.
დრიბლინგი მიყვარს, მაგრამ არა ვარჯიშებზე თანაგუნდელების წინააღმდეგ. ვარჯიშების დროს ვცდილობ, საბაზისო მოქმედებები შევასრულო, აქცენტი ტაქტიკაზე გავაკეთო. დრიბლინგი თამაშის დროს და არა ვარჯიშისას.
“ლიდსში” ყოფნის დროს ერთ რამეზე ვოცნებობდი… ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. ეს მიზანი 10 წლის ასაკიდან მოყოლებული მქონდა. ყველა თამაში და ვარჯიში ამად ღირდა.
როდესაც მკითხეს, თუ წარმომედგინა, რომ “ლიდსიდან” ისეთ დიდ კლუბში გადავიდოდი, როგორიც “ბარსელონაა” და  ბრაზილიის ნაკრებშიც მიმიწვევდნენ, ვუპასუხე, რომ არათუ წარმომედგინა, ამას მივაღწიე კიდეც. თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე იმას, რაც ყოველთვის მინდოდა.
ზაფხულში ბევრი კლუბისგან არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ჩემი ბავშვობის კუმირები “ბარსელონაში” თამაშობდნენ და მეც “ბარსაში” გადმოსვლაზე ვოცნებობდი.
ჩემი ოჯახისა და რონალდინიოს ურთიერთობაზე უკვე ვისაუბრე. ის ჩემი ერთ-ერთი კუმირი იყო და ის ამ ფორმას ატარებდა. “ბარსელონაში” გადმოსვლამდე რონალდინიოსთან არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მირჩევდა, ოცნებას გავყოლოდი. ჩემი ოცნება კი “ბარსელონაში” თამაში იყო.
მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშო. მინდა, ჩემი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Ko Ke
    schedule 17 სექ 2022, 12:50
    #6

    Ძალიან დასაფასებელია როცა ცდუნებას ერევი და შენს ოცნებებს მიყვები ყველაფრის და მიუხედავად

  • nika 54
    schedule 16 სექ 2022, 15:12
    #5

    ციტატა: Don_Andresito
    რაფა დარტყმა გაასწორე და ისე კარგი ბიჭი ხარ. ცხოვრება რთულია


    ფერანთან შედარებით ეს სნაიპერია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 სექ 2022, 15:04
    #4

    ისედაც ვიცოდი როგორი მშრომელი ფეხბურთელიცაა მაგრამ ამის მოსმენის შემდეგ ათამაგად ვაფასებ, ცხოვრება ძალიან რთულია, რთულია ასევე ის რომ შენს დასახულ მიზანს ბოლომდე გაჰყვე, რაც არ უნდა შეუძლებელი ჩანდეს მიზნის მიღწევა, ასევე რთულია რომ ცდუნებას გაუძლო და მარტივი და არასწორი გზის არჩევას აირჩიო რთული მაგრამ შენს ოცნებას გაჰყვე, წარმატებები რაფინიას და იმედია ბევრ ტიტულებს მოიგებს ბარსაში

  • Don_Andresito
    schedule 16 სექ 2022, 12:47
    #3

    რაფა დარტყმა გაასწორე და ისე კარგი ბიჭი ხარ. ცხოვრება რთულია

  • Andria
    schedule 16 სექ 2022, 12:37
    #2

    კარგი ბიჭია რაფინია ყველაფრის ფასად გადმოვიდა ბარსაში კიდევ მაგრად დაიხვეწება დარწმუნებული ვარ ❤️ ისე ამ ფეხბურთელებს ყველას რა ურთულესი ცხოვრება ჰქონდათ :||| წარმოუდგენლად რთული

  • cruyff9
    schedule 16 სექ 2022, 12:37
    #1

    რა რთულია ცხოვრება((((((ძლიერები იმარჯვებენ,,ყოჩაღ რაფიიი,მაგარი კაცი ხარ,,