“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია რობერტ ლევანდოვსკიზე, “ბაიერნთან” მატჩსა და “სევილიას” კარში გატანილ გოლზე საუბრობს.
გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ საუბრობს პოლონელი მოედანზე. რობერტი თავის თანაგუნდელებს ეხმარება და ეუბნება, რის გაკეთებას აპირებს, რათა ყურადღებით იყო. ის დიდებული თავდამსხმელია.
ეფექტურობის თვალსაზრისით, შეგვიძლია, ლევანდოვსკი ლუის სუარესს შევადაროთ… ყველა დარტყმა, რომელიც მან განახორციელა, გოლით დასრულდა.
“ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში? ორივე გუნდს ბურთის ფლობა და მაღალი პრესინგი სურს. მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს. ჩვენი ხასიათი უნდა გამოვავლინოთ.
“სევილიას” კარში გატანილი გოლი, თავდაპირველად, არ აღვნიშნე, რადგან, მეგონა, კუნდე თამაშგარეში იყო. ამის გამო გასახდელში დამცინოდნენ – დემბელე ამბობდა: “როგორ აღნიშნე გოლი, როგორ?”
– ციტირებს ესპანელის სიტყვებს RAC1.




Ამას ძაან მაგარი პროგრესი აქვს და ძაან კაი მესამე მცველი იქნება როტაციისთვის
ეხლა სად არიან მიულერი და კანი, სალიჰამიჯიჩი და ული ჰიონესი, ბევრს რო ბლატაობდნენ რა უნდა ქნას ლევანდოვსკიმ ბარსაშიო? პასები ვინ უნდა აძლიოსო. მართლაც აღარ ისმის მაგათი ბლატავი, ვითომ დაფიქრდნენ სერიოზულად?
დემბელემ დამცინაო?😃
უნდა დაადუღონ ყველა და ყველაფერი თუ რამის ამბიცია აქვს ამ გუნდს. საწყალი ლეო 5 წელი ათრევდა პირდაპირი გაგებით გუნდს და ვალვერდეს დროს ლა ლიგაში ბოლოს წინა მატჩი წააგეს მხოლოდ, და 10 ზე მეტი ქულით დადეს ლა ლიგა. ასე რომ ეხლა ერთი ადგილის თამაშის დრო არ არის, "იცი რა წავაგეთ მაგრამ სწორ გზას ვადგავართ და ა.შ." არ გვინდა ეს ოცნებებში ცხოვრება, ეხლა რა შემადგენლობაცაა ეს შემადგენლობა ლეოს რომ ჰყოლოდა ყოველ წელს დადებდა ლალიგას და ლიგასაც. მწვრთნელი ვინც გინდა ყოფილიყო, მეძროხეს დროს არ დაუმთავრებია ლეოს სეზონი ტიტულის გარეშე და წავიდა თუ არა ეგრევე უტიტულოთ დამთავრდა სეზონი. ასე რომ' არ გვინდა ეს "შემწყნარებლობა", ვინც სჭირდებოდა და უნდოდა ჩავის ყველა მიუყვანეს, გაარდა ბერნანდუ სილვა-სი და თუ მაგას დავაბრალებთ რომ სილვა რომ გვყოლოდა მოვიგებდით ამა თუ იმ თამაშსო ეგ იქნება დემაგოგია.
უნდა გვახსოვდეს რომ არავისზე ნაკლები ნახევარდაცვა არ გვყავს, ამიტომ ღირსების დაბრუნების დროა. მე დარწმუნებული ვარ თუ ფსიქოლოგიურად განაწყობენ გუნდს ბაიერნს გავაპობთ შუაზე როგორც ნაპოლიმ გააპო ლივერპული და დაამხო მისი ჰეგემონია.
ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, 3:0 ზე მოგებულ ლივერპულთან შიშით გადიოდა ბარსა და შედეგიც ვნახეთ.
ჩვენ გვინდა გვარდის მენტალიტეტი: გაგვიტანენ პრობლემა არაა, მთავარია ჩვენ მეტი გავიტანოთ.
ვისკა ბარსა , ვისკა კატალონია.
მხნედ ბიჭებო. ყველას მოგიწოდებთ არავითარი პესიმიზმი. ყველა მაგარი ბიჭები ხართ. ბარსას აქვს თავმდაბლობა და ზრდილობა ამიტომ ლამაზები ვიყოთ ყველასთან. არ ავყვეთ არავის პროვოკაციას. ყველაფერი კარგად იქნება.
ძაან დუხიანი იგროკია ლევაა,,ჟილკიანი