მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “ვისურვებდი, მესისთან ერთად უფრო დიდხანს მეთამაშა”

რონალდინიო: “ვისურვებდი, მესისთან ერთად უფრო დიდხანს მეთამაშა”

რონალდინიომ განაცხადა, რომ ისურვებდა, მესისთან ერთად უფრო დიდხანს თამაშს და აქვე მან ნეიმარს “ბარსელონაში” გადასვლა ურჩია.

 

რონალდინიომ, რომელსაც “ფლამენგოში” აღმავლობის პერიოდი უდგას, დრო იხელთა, ესაუბრა მის წასვლაზე “ბარსელონადან”, სადაც თავისი გულის ნახევარი დატოვა.

 

ESPN Brasil-თან ინტერვიუში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა განაცხადა: “მე და მესი ძალიან ვმეგობრობთ, თუმცა სამწუხაროდ მასთან ერთად ცოტა ხანს მომიწია თამაში. ვისურვებდი, უფრო დიდხანს გვეთამაშა ერთად.”

 

მესისა და რონალდინიოს მეგობრობის შესახებ ინფორმაცია მანამ გახდა ცნობილი, სანამ ეს უკანასკნელი “მილანს” მიაშურებდა და “ბარსას” სადავეებს ახალგაზრდა არგენტინელს გადასცემდა.

 

კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი იხლიჩება “ბარსელონასა” და “რეალს” შორის არჩევანის გასაკეთებლად. რონალდიონიო დარწმუნებულია, თუ როგორი უნდა იყოს ნეიმარის არჩევანი: “იმედი მაქვს, რომ “ბარსელონაშ” გადავა, ვინაიდან იქ მას, როგორც მეფეს ისე მოეპყრობიან.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში