workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა მარტივი მოგებით დაიწყო

ბარსელონამ UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა მარტივი მოგებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგასთან ერთად სტარტი UEFA-ს ახალგაზრდულმა ლიგამაც აიღო, იმავე ჯგუფებით, იმავე განრიგით. შესაბამისად დღეს “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდი უფროსების მსგავსად ჩეხურ “პლზენს” ეთამაშა.

კატალონიელები, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ და მათ მარტივადაც მოიგეს. პირველ ტაიმში ვიქტორ ბარბერას, ხოლო მეორეში ილიას აკომაჩისა და ანხელ ალარკონის გოლებით “ბარსამ” 3-0 იმარჯვა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი მოედანზე 15 წლის ლამინე იამალის გამოჩენა იყო. ის “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ითამაშა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ინტერმა” და “ბაიერნმა” 2-2 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ერთპიროვნულად გალიდერდა. მეორე ტურში ახალგაზრდა კატალონიელები “ბაიერნს” სტუმრად დაუპირისპირდებიან.

უეფას ახალგაზრდული ლიგა, პირველი ტური

ბარსელონა U19 – პლზენი U19 3-0

ბარსელონა: ანდერ ასტრალაგა, ექტორი, კასასი, ჩადი (კანტერო 70), ალექს ვალე, კასადო, ალეიშ გარიდო (უნაი ჰერნანდესი 64), ჩუს ალბა, ილიას აკომაჩი (ლამინე იამალი 64), ვიქტორ ბარბერა (ვისენსი 90), ალარკონი (დერეკი 64)

გოლები: 1-0 ვიქტორ ბარბერა 22, 2-0 ილიას აკომაჩი 51, 3-0 ალარკონი 60

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2022, 13:51
    #2

    ისე ბაიერნის ახალგაზრდული 2-0 იგებდა ინტერთან და თამაშის ბოლოს გაათანაბრეს იტალიელებმა.

  • me da barca
    schedule 07 სექ 2022, 22:26
    #1

    იმედია დიდები არანაკლებს დადებენ.