workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელმა ადამიანი თვითმკვლელობისგან იხსნა

სანდრო როსელმა ადამიანი თვითმკვლელობისგან იხსნა

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი გასულ ზაფხულში ერთი ინციდენტის მონაწილე იყო, რომლის შედეგადაც მან ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ამბავი ივნისში მოხდა, მაგრამ ის ცოტა ხნის წინ გახმაურდა, როდესაც ინფორმაცია ჟურნალისტმა სიკე როდრიგესმა გაავრცელა.

23 ივნისის საღამოს სანდრო როსელი კერძო ღონისძიებიდან შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ ერთ-ერთი ხიდიდან ქალი გადახტომას აპირებდა. იგივე კიდევ ერთმა ადამიანმა შენიშნა და ამ ორმა ქალის გადარჩენა მოახერხა.

ამ ამბის გახმაურება, დიდი ალბათობით, როსელის საპრეზიდენტო კამპანიას წაადგება. როგორც ცნობილია, სანდრო ქალაქ ბარსელონას მერობაზე კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 07 სექ 2022, 22:18
    #9

    …და ის ჟურნალისტი შემთხვევით შეესწრო

  • Hyperion
    schedule 07 სექ 2022, 21:27
    #8

    და ოსკარი გადაეცემა….

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 სექ 2022, 17:37
    #7

    გადარჩენის სცენარი ვისთან ერთად დაწერა? wink wink
    ..ის გოგო ვინ იყო,ბიძაშვილი?

  • La Pulga10
    schedule 07 სექ 2022, 16:55
    #6

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    რომელ არხზეა თამააში?


    რავი ძმაო არც სილკებზეა და არც სეტანტაზე

  • Don_Andresito
    schedule 07 სექ 2022, 16:38
    #5

    იაფასიანი ტრიუკი ჰაიპის ასაწევად 😁😁

  • GIo-GxP-FCB
    schedule 07 სექ 2022, 16:14
    #4

    რომელ არხზეა თამააში?

  • MSN G.O.A.T
    schedule 07 სექ 2022, 16:08
    #3

    დადგმულია

  • tornike27
    schedule 07 სექ 2022, 15:54
    #2

    ციტატა: nika 54
    ხო ეგ თუ ბარსელონას მერი გახდება ააშენებს ქალაქს. გუნდის დაქცევა არ ეყო და ეხლა ქალაქს მიადგა?


    ამის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება ისაა რომ გუნდის ფილოსოფიის შეცვლა ცადა და ლამასიის ნაცვლად შემდგარი ფეხბურთელების ყიდვა დაიწყო.ასევე ლამასიას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.და ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ბართომეუ დაგვიტოვა.

  • nika 54
    schedule 07 სექ 2022, 15:44
    #1

    ხო ეგ თუ ბარსელონას მერი გახდება ააშენებს ქალაქს. გუნდის დაქცევა არ ეყო და ეხლა ქალაქს მიადგა?