მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი : ’’იბრაჰიმოვიჩი ’’მილანში’’ – ესაა მესი ’’ბარსაში’’ ’’

ალეგრი : ’’იბრაჰიმოვიჩი ’’მილანში’’ – ესაა მესი ’’ბარსაში’’ ’’

იტალიური ’’მილანის’’ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ხოტბა შეასხა გუნდის 11 ნომრიან თავმდამსხმელს, შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, გადმოგვცემს გავლენიანი გამოცემა Marca.

 

შეგახსენებთ, რომ შვედი ფეხბურთელი გამოტოვებს ’’უეფას’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად ’’ბარსელონასთან’’, ვარჯიშზე მიღებული ტრამვის გამო.

 

’’იბრაჰიმოვიჩი ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რაც მის კარიერაზეც მეტყველებს. ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდება ’’ბარსელონასთან’’ მატჩში. ის ’’მილანისთვის’’ ისეთივე საჭიროა, როგორც ’’ბარსასთვის’’ მესი’.’

 

შეგახსენებთ, რომ ’’მილანს’’ ასევე დააკლდება ბრაზილიელი რობინიო, ხოლო კატალონიელებს ალექსის სანჩესი და ხერარდ პიკე. მატჩი გაიმართება დღეს, ლეგენდარულ ’’კამპ ნოუზე’’.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში