workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

“სევილიასთან” ხვალ გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩავი ერნანდესი პრესკონფერენციას მართავს:

ხვალინდელი მატჩი კიდევ ერთი ფინალია. ანდალუსიელთა დამარცხებით მე-2 ადგილზე გადასვლისა და საკუთარი ძალების კიდევ ერთხელ დამტკიცების შესაძლებლობა გვექნება. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია.

გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.

რა თქმა უნდა, ვნახავთ, ვიგოში (სელტა-რეალი) რა მოხდება, მაგრამ, ჩვენ საკუთარ თავზე ფოკუსირება გვმართებს. მეორე ადგილზე გადასვლა ჩვენს ხელშია.

ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც “ბერნაბეუზე” 60-70 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ. ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად უნდა მივყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოხდება.

მთავარი მიზანი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა. ნოემბერში ძალიან რთული სიტუაცია გვქონდა. ახლა კი, ჩვენი გეგმა, ლა ლიგაში რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება და ევროპა ლიგის მოგებაა.

გვსურს, საქმე ასეთი ძალისხმევით გავაგრძელოთ. იმის გათვალისწინებით, რასაც სავარჯიშო სესიებზე ვხედავ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – ფეხბურთელები ენთუზიაზმით აღსავსენი და დიდი მიზნებისთვის ბრძოლის წყურვილით არიან შეპყრობილი. მომავალ თვენახევარში ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ.

ტრანსფერებზე საუბარს არ ვაპირებ. ამ სეზონში ბევრი რამ სასწორზე დევს, ასე რომ, მატჩების გარდა არაფერზე ვსაუბრობთ. მართალია, რომ კლუბი ახალწვეულების მოყვანაზე მუშაობს, მაგრამ კონკრეტულ მოთამაშეებს არ დავასახელებ.

ანსუ ფატის დაბრუნება დიდი ემოციებითა და შესანიშნავი ვარჯიშით აღინიშნა. ვხედავ, რომ ის ბედნიერია და გუნდის რიტმს კარგად მიჰყვება.

აქ მშვიდი დღეები არ არსებობს, რადგან ეს “ბარსაა”, სადაც მშვიდი დაძაბულობა სუფევს, მაგრამ, ვიცი სადაც ვარ და ეს მომწონს.

პიკე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს? ეს ლუის ენრიკეს უნდა ჰკითხოთ. როგორც მწვრთნელი, რომელსაც დიდი არჩევანი აქვს, ჟერარით კმაყოფილი ვარ – ის ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. 

La Xavineta (Xaviball)? დიახ, სახალისოა. იუმორის გრძნობა მაქვს, რის გამოც ეს მომეწონა. თუ ხუმრობა პოზიტიურია, უნდა მივიღოთ, მაგრამ, პატივისცემის ფარგლებში.

როტაციას მივმართავთ. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს, რაც ძალიან კარგი ფაქტია.

ბევრი მოთამაშე მეტ შანსს იმსახურებს, რადგან ისინი ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯებიან. ამასთან, გასვლითი მატჩების გვიწევს და, შესაძლოა, ტრავმიანობამ იმატოს. ამიტომ, როტაცია აუცილებელია.

დემბელე ძალიან ბედნიერი და გუნდის პროექტში ჩართულია. ყველაფერი მასა და კლუბზეა დამოკიდებული. უსმანი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ფრანგს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და, შესაძლოა, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოც კია.

ქალთა ფეხბურთი განსხვავებულია – ფიზიკურ ასპექტში ბევრი სხვაობა შეინიშნება, მაგრამ გოგოების ყურებით სიამოვნება მივიღე. მათი თამაში მომწონს და აშკარაა, რომ ქალთა გუნდი “ბარსელონას” ფილოსოფიას ინარჩუნებს.

გავი და არაუხო კლუბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან – “ბარსას” მათი გაშვების უფლება არ აქვს. ამ საკითხს დადებითად ვუყურებ და ვიმედოვნებ, რომ ისინი კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ.

ბუსკეტსს ვუყურებ და ვხედავ, რომ მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ დიდხანს შეუძლია. როცა სერხიო ხელმისაწვდომი არაა, საყრდენად თამაშის შესაძლებლობა ფრენკისა და ნიკოს აქვთ, თუმცა, მათ უფრო შემტევი ტიპის ფეხბურთელებად მივიჩნევ. ამ მომენტისთვის, ბუსი შეუცვლელი ფიგურა და ფუნდამენტალური მოთამაშეა.

გოგოების “კლასიკოზე” შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც მათ დაიმსახურეს. იმედი მაქვს, ხვალაც მსგავსი ვითარება იქნება. 

ფრენკისა და არაუხოს დისკვალიფიკაციამდე 1 ბარათი აშორებთ? მომავალ მატჩებზე ფოკუსირებულნი ვართ, დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. ამაზე დიდად არ ვღელავ.

რიუდიგერი? როგორც ვთქვი, ამ თემაზე არ ვსაუბრობ. ტრანსფერებზე მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი მუშაობენ. ჩვენ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. 

“სევილიასთან” მატჩი სტარტს 23:00 საათზე, “კამპ ნოუზე” აიღებს. მის პირდაპირ რეპორტაჟს კი სილქ სპორტ 1 წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • INI8
    schedule 03 სექ 2022, 04:27
    #20

    ციტატა: Davita
    პიკე თუ ფორმაში იქნება ნებისმიერს დასვას სკამზე, ჩავის დიდი თავსატეხი გაუჩნდა დაცვაში თუ ვინ უნდა ითამაშოს. ფლანგებზე ალბა წესით უკონკურენტო უნდა იყოს მარცხნივ, ალონსოს ალბა ჩაყუნცული გაასწრებს, ბალდე კიდე არამგონია მზად იყოს შეუცვლელად ითამაშოს.


    უკონკურენტო რო იყოს ბალდე არ დაიწყდება სასტარტოდან წინა 2 მატჩი და არც ალონსოს მოიყვანდნენ. წელს მოუწევს სკამის გათბობა, წავიდა ქალაჩუნა ალბას დრო.

  • Liberast
    schedule 03 სექ 2022, 01:54
    #19

    Davita,
    რატომ გგონიათ რომ ალბა შეუცვლელი იქნება? დამერწმუნეთ ალბა ამ სეზონში მატჩების 50% ზე მეტს ვერ დაიწყებს ძირითადში. დაცვაში კატასტროფა იყო ამ მატჩებში, შეტევაშიც იგივე, ბალდეს არცერთ კომპონენტში მასზე ცუდად არ უთამაშია, ბევრად უკეთესად გამოიჩინა თავი. აქ საქმე იმაზე იქნება ძირითადში ვინ ითამაშებს ბალდე თუ ალონსო, ალბა იქნება ბოლო 20-25 წუთი იმ თამაშებში, რომლებიც გუნდს უპირატესობით ექნება მიწურულს. იგივე ეხება პიკესაც.

  • Ko Ke
    schedule 02 სექ 2022, 22:55
    #18

    Მჯერა უკვე ამ გუნდის, წინა მატჩიდან გამომდინარე ვხვდები რომ ჩავის გეგმა აქვს და ფეხბურთელებიც ნაწილობრივ ასრულებენ თავიანთ საქმეს, ახლა გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია და მწამს რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ

  • Davita
    schedule 02 სექ 2022, 22:24
    #17

    პიკე თუ ფორმაში იქნება ნებისმიერს დასვას სკამზე, ჩავის დიდი თავსატეხი გაუჩნდა დაცვაში თუ ვინ უნდა ითამაშოს. ფლანგებზე ალბა წესით უკონკურენტო უნდა იყოს მარცხნივ, ალონსოს ალბა ჩაყუნცული გაასწრებს, ბალდე კიდე არამგონია მზად იყოს შეუცვლელად ითამაშოს.

  • La Pulga10
    schedule 02 სექ 2022, 21:47
    #16

    ხვალ კუნდე-არაუხო ერთად უნდა იდგენენ.ბელერინი დადგება მარჯვნივ.

  • Kote Bogveradze
    schedule 02 სექ 2022, 21:36
    #15

    ცუდ ფორმაშია სევილოა მათ მაგათ სტადიონზე თამაში ყოველთვის ძნელია

  • Don_Andresito
    schedule 02 სექ 2022, 21:07
    #14

    ციტატა: xavi73
    ისე გარსია მართლა მაგარი ბიჭია და იქნებ საყრდენად ეცადა ბურთით კარგად მოძრაობს და მასკერანო თუ თამაშობდა ესეც გაქაჩავს მგონი


    მეც მიფიქრია. დაჟე არაუხოც გაქაჩავდა, კაზემიროს ტიპის საყრდენი იქნებოდა მარა ბარსას საყრდენს მეტი კრეატივი მოეთხოვება

  • Chico
    schedule 02 სექ 2022, 20:57
    #13

    აი ეს არის ჩავის ოფიციალური განცხადება და არ ის, რასაც სენსაციების მოყვარულნი წერდნენ. – ალბას მოშორება უნდათ- არ უნდათ, მაგრამ მართალს ამბობს, მისი წასვლია დრო ახლოვდება და აქედან უნდა დაწყოს შემცვლელის მზადება….

  • xavi73
    schedule 02 სექ 2022, 20:32
    #12

    ისე გარსია მართლა მაგარი ბიჭია და იქნებ საყრდენად ეცადა ბურთით კარგად მოძრაობს და მასკერანო თუ თამაშობდა ესეც გაქაჩავს მგონი

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 სექ 2022, 20:23
    #11

    ყველაფერი ასიანი იბაზრა ჩავიმ,ოღონდ ლოპეტეგს რაც შეეხება რეალიდან მოყოლებული უბრალოდ სვარკა და უ#ვერებო მწვრთნელია, გაიტანს ერთს და ნერე უკად დგებიან, ამას სევილია არ უნდა აკეთებდეს და მითუმეტეს კადიზთან და ეგეთებთანაც ეგრე თამაშობს, უბრალოდ აუტანელია, იმედია ჩავი ამოტენის და გაუშვებენ ლოპეტეგის სევილიადან

  • Albicelecte
    schedule 02 სექ 2022, 20:12
    #10

    "როცა სეზონში მატჩების 50%-ზე ნაკლებს თამაშობ, უნდა მიხვდე, რომ წასვლის დროა. ეს პედრისაც კი შეეხება, როცა 34 წლის იქნება."
    წარმომიდგენია რა ხასიათზე დადგება ცუნცულა ამას რომ წაიკითხავს (თუ წაიკითხავს)
    პიკე ტანკშია, წავა, განაგრძობს ბიზნესებს, თუ თამაში უნდა, საკუთარი კლუბი აქვს smiley

  • Gaucho24
    schedule 02 სექ 2022, 19:43
    #9

    ციტატა: Albicelecte
    ლოპოტეგი იმაზე უკეთესი მწვღთნელია, ვიდრე სევილიაში წარმოაჩინა თავი;
    ჰყავდა ძალიან კარგი პორტუ და მერე შესანიშნავი ფურია როხა, U21 -ც და მთავარი ნაკრებიც;
    არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ 2018 წელს მუნდიალის წინ არ გაეშვათ, ვფიქრობ, რომ ფრანგებს ცოტა გაურთულებდნენ ტრიუმფს


    რეალში დანიშვნამ და იმ პერიოდმა დაასვა უდიდესი დაღი , წნეხს ვერ გაუძლო და სავარაუდოდ ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ბოლო წლებში ვინც ჩვენ გვყავდა ბარსაში ლოპეტეგი ყველას კი ჯობს

  • Albicelecte
    schedule 02 სექ 2022, 19:13
    #8

    ლოპოტეგი იმაზე უკეთესი მწვღთნელია, ვიდრე სევილიაში წარმოაჩინა თავი;
    ჰყავდა ძალიან კარგი პორტუ და მერე შესანიშნავი ფურია როხა, U21 -ც და მთავარი ნაკრებიც;
    არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ 2018 წელს მუნდიალის წინ არ გაეშვათ, ვფიქრობ, რომ ფრანგებს ცოტა გაურთულებდნენ ტრიუმფს

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2022, 09:52
    #7

    მიდი ჩავი შენი იმედი გვაქვს.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 02 აპრ 2022, 17:33
    #6

    serafime,
    ბაზარი არაა დაუყენებიათ კიდევაც ჩავის ბარსასთან მარა კი ნახეს

  • shu1987
    schedule 02 აპრ 2022, 17:16
    #5

    ჯიგარი ხარ მაესტრო 💪

    ჩავი ოღონდ რუდიგერი არ მოაყვანინო და არაფერი არ მინდა სხვა, კრისტენსენი ასპილიგუეტა და რუდიგერი რა უბედურებაა ჩელსის დაცვა მოყავთ ტოო, ქხლა წავიკითხე სამ საათიანი შეხვედრა შედგა რუდიგერთანო რატო თორე კი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 აპრ 2022, 15:57
    #4

    ეს თამაში თუ მოვიგეთ და რეალმა გაასხა სელტასთან, ძალიან მაგარი იქნება ფსიქოლოგიურ ასპექტში ბიჭებისთვის😁♥️♥️

  • serafime
    schedule 02 აპრ 2022, 15:44
    #3

    Დააყენებენ ეხლა ავტობუსს, მარა მაინც უნდა მოვუგოთ თუნდაც 1-0 ით ❤️ მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ აუცილებლად ❤️

  • La Pulga10
    schedule 02 აპრ 2022, 15:29
    #2

    იმედია ეხლა 4 ზე აღარ გაჩერდებიან და მეტს გავიტანთ.

  • Wtf man1
    schedule 02 აპრ 2022, 15:22
    #1

    მიდი ხავი კიდევ მოხოდე გუნდი და გაუხეთქე გული ჰეითერებს. მოსაგებია და მეორეზეც გადავლათ