ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო კვლავ ამტკიცებს, რომ ბერნარდუ სილვას ტრანსფერი ჯერ გამორიცხული არ არის.
მისი ცნობით, თუ “ბარსელონა” დღეს და ხვალ იმ ფეხბურთელებს მოიშორებს, რომელთა გაშვებაც სურს, პორტუგალიელის შეძენას შეეცდება. “მანჩესტერ სიტისთან” ეს საკითხი უკვე განხილულია და ინგლისელებმაც შემცვლელი უკვე იპოვეს.
რომეროს თქმით, მას “ქალაქელთა” მიერ გაკეთებული განცხადებების არ სჯერა და ამტკიცებს, რომ მათი ოპტიმისტური სიტყვები რეალობას არ შეესაბამება.
თუ ტრანსფერი შედგება, მისი ღირებულება დაახლოებით €70 მილიონი იქნება. თავდაპირველად, “ბარსელონა” და “სიტი” €55/60 მილიონზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქმეში “პარი სენ-ჟერმენის” ჩართვის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
როგორც ჟერარი იტყობინება, მატეუ ალემანის მუშაობა, წნეხის ფონზე, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში უფრო ხიბლავს, ვიდრე – მშვიდ ვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ჟერარ რომერო რაფინიასა და ჟიულ კუნდეს ტრანსფერებთან დაკავშირებითაც მსოფლიო მედიის წინააღმდეგ იყო, საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა კი ყველამ კარგად ვიცით.




ესეიგი ბოლო დღეს კეთდება ყველა მნიშვნელოვანი საქმე.
თბილისის დროით იხურება ხვალ, 1 სექტემბერს, 02:00 საათზე, ანუ ჩვენთან რო 2 სექტემბერი თენდება