workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჟიულ კუნდე ვალიადოლიდთან ითამაშებს

ბარსელონაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჟიულ კუნდე ვალიადოლიდთან ითამაშებს

ლა ლიგაში დაურეგისტრირებლობის გამო, ჟიულ კუნდემ პირველი 2 ტურის მატჩი გამოტოვა, რის გამოც ის გაბრაზებულია, მაგრამ ჩავისთან მაინც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ალექს პინტანელის ინფორმაციით, “ბარსელონაში” ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება და ფრანგი მცველი პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში, “რეალ ვალიადოლიდის” წინააღმდეგ (28 აგვისტოს) თამაშს შეძლებს.

როგორც მატეო მორეტო იუწყება, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვა ჟიულის დასარეგისტრირებლად საკმარისი იქნება. იმისთვის, რომ ლა ლიგამ ფრანგის რეგისტრაციაზე თანხმობა განაცხადოს, კლუბს €20 მილიონი სჭირდება, Sport-ის თქმით კი, “ჩელსი” გაბონელი შემტევის სანაცვლოდ “ბარსას” სწორედ ამდენს სთავაზობს. 

ჟერარ რომეროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფეხბურთელებს დასვენების დღე ჰქონდათ, კუნდე სიუტატ ესპორტივაზე, სავარჯიშოდ მაინც გამოცხადდა, რაც აჩვენებს, რომ კლუბის ახალწვეული ძალიან მოტივირებულია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 17:12

    როგორ ვარჯიშობს, შვარცენეგერი გამახსენდა ფილმ "კომანდოსიდან" თუ სახელი არ მეშლება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 აგვ 2022, 23:59

    ეს და არაუხო ერთად იფ იფ

  • Ko Ke
    schedule 23 აგვ 2022, 23:54

    Აუ დროზე რაა, ეს და არაუხო ერთად გაუვალი კედელი იქნება მინიმუმ 10 წელიი♥️

  • .Gladiator.
    schedule 23 აგვ 2022, 22:27

    ობამეიანგის გაყიდვით ბარსა შემოსავალს მიიღებს და სახელფასო ფონდს შეამცირებს
    ეს თუ საკმარისი არ აღმოჩნდა უკვე სრული აფსურდი იქნება

  • La Pulga10
    schedule 23 აგვ 2022, 22:24

    აუ ხოდა გაუშვან ობამა,სხვა გზა არაა.სასწრაფოდ უნდა დაარეგისტრირონ კუნდე.

  • alwaysculerr
    schedule 23 აგვ 2022, 21:28

    მიდი კუნდე, იმენა გიჟკაცაა, ეს და არაუხო ცენტრში ყველა გუნდის ოცნებაა იმედია მალე მოვიყვანთ მარჯვენა მცველს არაუხო როარ იდგეს მანდ