რთული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დიეგო მარადონას არგენტინას წინ მსოფლიო თასი აქვს. მათ გამოსვლას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ მათ ყავთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ალბათ მათი მეთაური მსოფლიო თასზე ლიონელ მესი იქნება.
”მე ვფიქრობ, არგენტინა ერთ-ერთი კანდიდატია, მოიგოს მუნდიალი და არავის შეუძლია ჩვენი ჩამოწერა.” ამბობს მესი, რომელიც პოტენციალითაა სავსე.
მესის როლი არგენტინისთვის ძალიან დიდია, უკვე ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის. აქ კიდევ არის ერთი ფაქტორი, მარადონამ შეცვალა ტაქტიკური და 4-4-2 ით თამაშობს, ამით ლეო გათავისუფლედება და აქვს შანის გაიბრწყინოს. მოლოდინები ძალიან დიდია, რომ მესი იმეფებს მუნდიალზე, მისგან ყველა ელის, რომ სამხრეთ აფრიკაში მიაღწევს უმაღლეს მწვერვალს. ასევე მას სჯერ, რომ ითამაშებს იგივე თამაშს რასაც ”ბარსელონაში” თამაშობდა.
” მე ვეცდები გავაკეთო არგენტინისთვის ის რასაც ვაკეთებ ”ბარსელონასთვის”.მესისთან ერთად მუნდიალზე იქნებიან სხვა ვარსკვლავებიც: მარტინ პალერომ, კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი, დიეგო მილიტო, სერხიო აგუერო.
1978 წლის გამარჯვების შემდეგ არგენტინამ მსოფლიო თასი 1986 წელს მოიგო , როცა მარადონა ვარსკვლავი იყო და ის ახლა ფიქორბს, რომ 24 წლის შემდეგ არგენტინა კვლავ გამეფდება და იქნება საუკეთესო. არგენტინას არც ისე რთული ჯგუფი ხვდა წილად და შეგვიძლია ვიფიქორთ, რომ ფონს გასვლა ადვილად შეუძლია. მასთან ჯგუფში: სამხრეთ კორეა, ნიგერია და საბერძნეთი არიან. თუ არგენტინა გავა ჯგუფიდან შეასძლოა შეხვდეს ან ანრის საფრანგეთს ანაც მარკესის და დოს სანტოსის მექსიკას.
არგენტინა აფრიკაში პარასკევს გაემგზავრება. მანამდე ისინი ბუენოს აირესში ემზადებიან. მათ ამხანაგურ მატჩში უკვე დაამარცხეს კანადის ნაკრები. (5:0) ამ მატჩი მარადონამ მესის დასვენების საუალება მისცა.