workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეპაისა და იუვენტუსის შეთანხმება ჩაიშალა

დეპაისა და იუვენტუსის შეთანხმება ჩაიშალა

მემფის დეპაის “იუვენტუსში” გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი გაზრდილი ხელფასია.

მხარეები თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” და დეპაი კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ. თითქოს ყველაფერი მალე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

ჟერარ რომეროს ცნობით დეპაიმ “იუვენტუსისგან” მეტი ფული მოითხოვა, რის გამოც შეთანხმება ჩაიშალა. ახლა მხარეებმა მოლაპარაკებები თავიდან უნდა დაიწყონ.

ჯანლუკა დი მარციო კი იტყობინება, რომ “იუვენტუსს” თავდასხმის ხაზის გაძლიერების ორი ვარიანტი აქვს – მემფის დეპაი და არკადიუშ მილიკი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, დეპაის ტურინულ გუნდში გადასვლა ჩაიშალოს.

დეპაის გუნდიდან წასვლის გაჭიანურება ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით “ბარსელონა” “სოსიედადთან” დღეს გასამართი მატჩისთვის ჟიულ კუნდეს დარეგისტრირება ვერ მოახერხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2022, 11:50
    #12

    მადა ამასაც გახსნია.

  • La Pulga10
    schedule 21 აგვ 2022, 20:12
    #11

    ხოდა მაშინ გაყიდონ აბამა და ეს დაიტოვონ რა.სლე ბრაითვაიტს გაუწყვიტონ კონტრაქტი.

  • Don_Andresito
    schedule 21 აგვ 2022, 16:38
    #10

    კუნდე ალბათ თავში ირტყამს ხელებს. გაუწყვიტონ კონტრაქტები ბრაიტს უმტიტის ობაც წავა და დარჩეს ეს. დაგვჭირდება. ყოველთვის კარგად შემოდიოდა

  • Kote Bogveradze
    schedule 21 აგვ 2022, 13:32
    #9

    ჯობია ობამა გაუშვან და ფული აიღონ ვიდრე დეპაი უფასოდ წავიდეს

  • MEGRE
    schedule 21 აგვ 2022, 13:20
    #8

    რატო უნდა გაუშვა დეპაი არ მესმის,კაცი ყველაზე რთულ დროს მოვიდა გუნდში და ასე მოისროლო ძაან ტეხავს..
    რობერტოს მიცემული აქვს ყველა ხელმძღვანელობისთვის თუ რატო არ იშორებენ მაგ ჩიტს 😬😬 დაერეგისტრირებინათ კუნდე და მერე ბოლოს ეს მძორი რობერტო თუ არადა შარშანდელი სეზონი ისედაც გამოტოვა ტრამვის გამო ისედაც მაგ სიქიმამ. რამის მაქნისი მაინც იყოს გუნდში..
    იმედია 31 აგვისტომდე დაარეგისტრირებენ კუნდეს.

    მაგარი მოიხნა ტვინი არ რობერტოთი,არაფერი ეგ არაა და ისეთებს უშვებენ გუნდიდან ეს რა გახდა ეს მძორი. . მეოთხე კაპიტანი კი არა ეგ გუნდის ბაზაზეც არ უნდა შეუშვა. CHEPE,

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 21 აგვ 2022, 12:59
    #7

    ძალიანაც კარგია საჭირო კაცია და ბევრს აკეთებს გუნდისთვის როცა არავინ მოდიოდა ბარსაში ამან უფასოდ მოვიდა და ყველაზე დაბალი ხელფასიც მას ჰქონდა ალვეშის მერე და დეპაის ასე არ დაფასება მიუღებელია

  • Albicelecte
    schedule 21 აგვ 2022, 12:58
    #6

    მარცხენა ფლანგზე თამაში უნდა გაიხსენოს და დარჩეს;
    თუ ობამა მიდის, მაშინ გამოდის, რომ თითო ფლანგზე 2-2 კაცი იქნება
    ფერანი-დეპაი მარცხნივ;
    ლევა-ანსუ ცენტრი;
    რაფინია-დემბელე მარჯვნივ

  • getsby
    schedule 21 აგვ 2022, 12:26
    #5

    კუნდე არაა განაცხადში უკვე მეორე თამაშია ვერ არეგუატრირებენ ტიპს/ ნეტა ეგ დაერეგისტრირებინათ ჯერ და სხვები მერე ,ტფუი რა ,ფეხბურთი რადღეში ჩააგდეს ამ ღორმა ხალხმა ,ხო შეიძლება რო მისცე საშუალება გუნდს დაარეგისტრიროს მარტივად ასე დამპლურად როარ გაურთულო საქმე

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 აგვ 2022, 12:20
    #4

    მერე დავტოვოთ გუნდში რა წიხლით ვაგდებთ? ალხა რომ ფატი და დემბელე დაიტრამვონ( რაც ბევრჯერ გვინახავს და ღმერთმა ნუბქნას) ესეიგი 3 კაცი გვრჩება შეტევაში, არადა დეპაი როცა გვყავს ამ დროს ძირითადშიც ჩაჯდება და ორ პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს, აუბას 11 მილიონი აქ ხელფასი და გასაგებია რატომ ვუშვებთ მაგრამ სეზონი დიდია და დეპაი გვჭირდება, ამ ლევანდოვსკიმაც ყველა თამაშში 90 წუთი უნდა ითამაშოს? რობოტი კიარაა 34 წლისაა

  • Iniesta_8
    schedule 21 აგვ 2022, 12:05
    #3

    მშვენიერია ეს დარჩება და ობა წავა, ხელფასი არ აქვს მაღალი და ზამენისთვის გამოდგება. იმ 5 მილიონს თავი დაანებონ და გაყიდონ ობამეიანგი 25 მილიონად, მეტი ნაღდად არ ღირს.

  • Gugagabi
    schedule 21 აგვ 2022, 11:46
    #2

    🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • ROUCH
    schedule 21 აგვ 2022, 11:08
    #1

    უფასოდ ვერ გაუშვეს ტიპი უფასოდ ხალხო იმდენი ვერ ქნეს იუვეს წუნკალა დედა ვატირე უფასოდ მიყავს და ხელფასიც არ ემეტებათ. ან ამან რაღა შეიყო ამ იუვეთი უფასოდ ვინ არ დაიმატებს მარტო მანდ გადავალო რო ამობს