გამოკვლევამ, რომელიც გუშინ ჩატარდა აჩვენა, რომ ჩილელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. მის აღსადგენად 8 კვირა იქნება საჭირო.
ცუდი ინფორმაცია პეპ გვარდიოლასთვის: ალექსის სანჩესი დაახლოებით 2 თვე ვერ შეძლებს ”ბარსაზე” დახმარებას. ფეხბურთელმა ტრავმა ”რეალ სოსიედადთან” მატჩის 32-ე წუთზე მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. გუშინ დილით მას დამატებითი ტესტები ჩაუტარდა, რამაც ბარძაყის კუნთის გაწყვეტა დაადასტურა.
აღდგენითი პროცესი დაახლოებით 8 კვირას გაგრძელდება. ამ ინფორმაციის თანახმათ ალექსისი 13 შეხვედრას გამოტოვებს. მისი დაბრუნება პრიმერას მე-13 ტურის მატჩში, ”სარაგოსასთან” იგეგმება.



