დღევანდელი შეხვედრა სეზონის პირველი რთული თამაში უნდა ყოფილიყო და უკვე მეორეა. “ბარსას” “რაიოსთანაც” გაუჭირდა, დღეს კი უფრო ძლიერი მეტოქე გველის, თანაც სტუმრად.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონამ” სეზონი ცუდად დაიწყო. ჩავის გუნდმა “კამპ ნოუზე” “რაიო” ვერ დაამარცხა. მადრიდულ გუნდთან გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მანამდე იყო წარმატებული პრესეზონი და ნაჩვენები კარგი თამაში, რომლის გამეორების იმედი დღეს გვაქვს.
ჩავის გუნდი სტუმრად კარგად თამაშობს. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა მეტოქის მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ წააგეს – ერთხელ “ბილბაოსთან” დამატებით ტაიმებში და ერთხელაც “ბაიერნთან”. ლა ლიგაში სტუმრად გამართულ 14 თამაშში ჩავის “ბარსას” 9 მოგება და 5 ფრე აქვს.
“სოსიედადმა” მიმდინარე სეზონი მოგებით დაიწყო. იმანოლ ალგუასილის გუნდმა “კადისი” სტუმრად 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი “ბარსას” აღზრდილმა, ტაკეფუსა კუბომ გაიტანა.
წინა სეზონის მიწურულს “სოსიედადს” საკუთარ კედლებში წარმატებით თამაში არ გამოსდიოდა. ბასკებმა “სან მამესზე” გამართული უკანასკნელი 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 მოიგეს. თუმცა მანამდე მშრალად მოგებული ზედიზედ 4 თამაში იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ სან სებასტიანელებმა საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 10 მატჩიდან გოლი მხოლოდ ორში გაუშვეს და ორივე წააგეს.
ტრანსფერები
მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონა” მნიშვნელოვნად გაძლიერდა. კატალონიურმა გუნდმა რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი და ჟიულ კუნდე დაიმატა. თუმცა ამ უკანასკნელის დღეს თამაშის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წასული ფეხბურთელებიდან კი “ბლაუგრანასთვის” მნიშვნელოვანი არცერთი იყო.
“სოსიედადმა” ბრაის მენდესი, მომო ჩო და ტაკეფუსა კუბო იყიდა და “კადისთან” მატჩში სამივე მათგანი გამოიყენა. წამსვლელებიდან კი ხოსება სალდუა, პორტუ, ადნან იანუზაი, ალექსანდერ სორლოთი და რაფინია ალკანტარა უნდა გამოვარჩიოთ.
დანაკლისი
“ბარსელონას” დისკვალიფიცირებული კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი არ ეყოლება. ისევ გაურკვეველია ჟიულ კუნდეს დარეგისტრირების საკითხი.
“სოსიედადს” კი გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი მიკელ ოიარსაბალი ტრავმის გამო არ ეყოლება.
ურთიერთშეხვედრები
“სოსიედადის” წინააღმდეგ “ბარსელონას” აქამდე 189-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 110 მოგება, 43 ფრე და 36 მარცხი დაუგროვდათ. “ბარსამ” 389 გოლი გაიტანა და 191 გაუშვა.
ბოლო წლებში “ბლაუგრანას” ბასკურ გუნდთან თამაში კარგად გამოსდის. “ბარსას” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც 12 დღევანდელი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის უკანასკნელი 3.
2011-2017 წლებში “ბარსელონა” “სოსიედადის” სტუმრად დამარცხებას ვერაფრით ახერხებდა. დროის ამ მონაკვეთში კატალონიელებმა “ანოეტაზე” 8-ჯერ ითამაშეს, საიდანაც 5 შეხვედრა წააგეს, ხოლო 3 ფრედ დაასრულეს. ბოლო წლებში კი სიტუაცია შეიცვალა და სან სებასტიანში გამართული ბოლო 6 დაპირისპირებიდან 1 ფრედ, ხოლო დანარჩენი 5 “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა.
მეტოქის მოედანზე სულ გამართულ 90 შეხვედრაში “ბარსას” 27 მოგება, 30 ფრე და 33 წაგება აქვს.
არბიტრი
შეხვედრის განსჯა ხოსე ლუის მუნუერა მონტეროს დაევალა.
მუნუერა მონტერო 39 წლისაა. ის 2010 წელიდან მსაჯობს. 2013 წელს სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2016 წლიდან კი უმაღლეს ლიგის მატჩებსაც ანდობენ. FIFA-ს არბიტრის წოდება მონტერომ 2019 წელს მიიღო.
მონტერო ლა ლიგის ერთ შეხვედრაში საშუალოდ 25 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.33 ყვითელ და 0.27 წითელ ბარათს უჩვენებს.
მუნუერას მიერ ლა ლიგაში განსჯილი შეხვედრების 45% მასპინძლებმა მოიგეს, 35% სტუმრებმა, ხოლო 20% ფრედ დასრულდა.
მონტეროს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 20-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 14 თამაში მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. საინტერესოა, რომ ამ 4 წაგებიდან 3 გასულ სეზონზე მოდის, წინა 6 წლის განმავლობაში კი “ბარსას” მუნუერას მიერ განსჯილ 16 მატჩში მხოლოდ 1 მარცხი ჰქონდა.
ამ 20 შეხვედრაში მონტერომ 5 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 2 წითელი ბარათი აჩვენა. აქედან 3 თერთმეტმეტრიანი და 1 წითელი ბარათი “ბარსელონას” სასარგებლოდ იყო.
“სოსიედადის” მატჩში მუნუერას 21-ჯერ უმსაჯია. ბასკებს 10 მოგება, 5 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდათ. მონტერომ “სოსიედადის” სასარგებლოდ 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 4 წითელი ბარათი აჩვენა, საწინააღმდეგოდ კი 3 თერთმეტმეტრიანი და 0 წითელი ბარათი.
უშუალოდ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში მუნუერა მონტერო მეხუთედ იმსაჯებს. წინა 4 დაპირისპირებიდან ყველა “ბარსამ” მოიგო (აქედან ერთი თერთმეტმეტრიანების სერიაში). ამ ოთხ მატჩში მუნუერამ გუნდებს თითო თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა, წითელი ბარათი კი მას არ უჩვენებია.
სტატისტიკა
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 15 თამაშიდან 12 “ბარსელონამ” მოიგო, ხოლო 3 ფრედ დასრულდა;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 15 გასვლით შეხვედრაში წაგება არ აქვს;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა;
- ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 3 თამაშში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- ლა ლიგაში “ბარსელონას” მიერ ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა, აქედან 2 უგოლოდ დასრულდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 15 თამაშში “ბარსელონა” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- “სოსიედადის” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “სოსიედადის” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “სოსიედადის” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “სოსიედადისა” და “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “სოსიედადთან” სტუმრად გამართულ ბოლო 6 თამაშში “ბარსელონას” 5 მოგება და 1 ფრე აქვს;
- “სოსიედადმა” საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 10 თამაშიდან გოლი მხოლოდ ორში გაუშვა;
- ტოტალიზატორები “სოსიედადის” მოგებას კოეფიციენტს 3.4 ანიჭებენ, რაც მოგების 29%-იან შანსს უდრის, თუმცა ეს გუნდი ასეთი თამაშების მხოლოდ 8%-ს იგებს.
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.05 ანიჭებენ, რაც მოგების 49%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების მხოლოდ 30%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
“სოსიედადი” არის გუნდი, რომელსაც ბევრი რამ კარგად აქვს დალაგებული. ჩვენი მიზანი მოგებაა.
ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და ბევრი ვიშრომოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩავიმ მიიღო ისეთი გუნდი, როგორიც მას სურდა – არაპროგნოზირებადი. ესპანური სპორტული გამოცემები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, თუ ვინ იქნება “ბარსას” მეკარე. რაც შეეხება გუნდის განლაგებას, ასევე დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზს, აქ აზრთა სხვადასხვაობაა.
Sport
სოსიედადი (4-3-1-2): რემირო, ელუსტონდო, სუბელდია, ლე ნორმანი, მუნიოსი, სუბიმენდი, მერინო, ბრაისი, სილვა, კუბო, ისაკი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, არაუხო, გარსია, ალბა, პიანიჩი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
Mundo Deportivo
სოსიედადი (4-3-1-2): რემირო, ელუსტონდო, სუბელდია, ლე ნორმანი, მუნიოსი, სუბიმენდი, ბრაისი, მერინო, სილვა, ისაკი, კუბო.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, გარსია, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
სოსიედადი (4-4-2): რემირო, ელუსტონდო, სუბელდია, ლე ნორმანი, მუნიოსი, ბრაისი, სუბიმენდი, სილვა, მერინო, ისაკი, კუბო.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, პიანიჩი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
AS
სოსიედადი (4-3-3): რემირო, ელუსტონდო, სუბელდია, ლე ნორმანი, მუნიოსი, სუბიმენდი, ბრაისი, მერინო, კუბო, სილვა, ისაკი.
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, გარსია, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 1-3
ტრანსლაცია
თამაში 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
იგებენ.
დროა უკვე ის დრო დამთავრდეს,როცა ბარსელონა მოედანზე გადის და კითხვა გვაქვს,მოიგებს არ მოიგებს? დროა უკვე ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ვნახოთ და წაგების შემთხვევაში გვქონდეს იმის თქმის საშუალება,რომ წავაგეთ,მაგრამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა.
წარმატებები .
ანუ სერიოზული ძალა დაკლებია ბასკებს; თანაც ტრამვების გამოც აკლიათ ხალხი
ანუ 100% მოსაგებია ეს თამაში, ნუ ასეც და ისეც მოსაგებია, მაგრამ კარგი მომენტია
სასტარტოს რო დავინახავ მერე ვიტყვი ჩემ პროგნოზს. პედრი გავი თუ იყო ისევ ერთად მაგათ უკან პიანიჩი. წაგებასაც დავწერ დიდი სიამოვნებით