“ბარსელონას” ყოფილი და “ჩელსის” ახლანდელი 24 წლის მარცხენა მცველი მარკ კუკურელია მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” დატოვება და უფრო პატარა გუნდებში გადასვლა, შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. “ბლაუგრანადან” რომ არ წამოვსულიყავი, ალბათ, დიდი ხანი სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი და “ჩელსიში” არასდროს მოვიდოდი.
– განაცხადა კუკურელიამ Football London-თან საუბრისას.
კუკურელია “ბარსას” სკოლის აღზრდილია. მას კატალონიელთა პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაუტარებია. “ბლაუგრანას” დატოვების შემდეგ ესპანელმა განაპირა მცველმა “ეიბარში”, “ხეტაფესა” და “ბრაიტონში” ითამაშა, “ჩელსიში” კი ის ცოტა ხნის წინ გადაბარგდა.
კუკურელია: ბარსას დატოვება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო
ჰოდა გაიხარე, ბარსაში ვერც შენ აჩვენებდი შედეგს და როდემდე დაგელოდებოდნენ.
ალბა და სერხი რობერტო , "ხელშეუხებელი" ხალხია ბარსელონაში . ალბამ იმდენი ლა მასიელი მოინელა რა დათვლის , იმედია ბალდე მიუჩენს იმ ადგილს , რომელიც დიდი ხანია ეკუთვნის . რობერტომ კი სემედუ შეიწირა და ისე ჩანს , ისევ მაგის იმედად ვრჩებით ჯერ-ჯერობით !
ნუ ამბობ სასწაულს ალბაზე ამათ ჯვარი აქვთ დაწერილი რამდენი პერსოექტიული მცველი გაუშვეს მაგის გამო ძაანაც სწორი გააკეთა რო წავიდა. ისეთი პირი უჩანს ესენი ბალდესაც გაუშვებენ და დარწმუნებული ვარ უარზეც არიქნება წასვლაზე ერთ შანსსაც როარ მოგცემს მწვრთელი ისეთ გუნდში რატო დარჩები შენი თავი დააყენე მის ადგილას და ისე იმსჯელე. მერე რა რო ბარსაა მთავარი ფეხბურთელისთვის არის სათამაშო დრო
ერთი რამ არ მესმის თუ იშრომებ უმაღლეს დონეს დადებ არ დაგეზარება სკამზე რატო იჯდები ?? ვისაც კონკურენციის ეშინია გარბის და მოთმენა არ შეუძლია 99,9% ვერაფერს აღწევს, წავიდა და რაა რას მიაღწია რო ?
მართალს ამბობს, აპბას გადამკიდე ვერავინ გაიხარა მაგ პოზიციაზე, არადა გრიმალდო, დინი, კუკურელა და გომესიც სიტიმ რომ მოიყვანა, ახლა ბალდე გამოჩნდა და იმედია ეგ მაინც ჩაანაცვლებს საბოლოოდ ალბას
ჰაჰა ბაზარიარააა
იქნებოდი ეხლა ლოს ანჯელეს გელექსში