workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: გავი U-21-ის ოქროს ბურთისათვის იბრძოლებს

ოფიციალურად: გავი U-21-ის ოქროს ბურთისათვის იბრძოლებს

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ გავი 21-წლამდელ მოთამაშეთა შორის “ოქროს ბურთის” ჯილდოსთვის იბრძოლებს.

“ბარსელონას” ნახევარმცველთან ერთად საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულისათვის ბრძოლაში მონაწილეობენ:

ქარიმ ადეიემი (20 წლის, “დორტმუნდი”), ჯუდ ბელინგემი (19 წლის, “დორტმუნდი”), ედუარდო კამავინგა (19 წლის, “რეალი”),  რაიან გრავენბერხი (20 წლის, “ბაიერნი”).

ხსენებულ ჯილდოს France Football-ი 2018 წლიდან გასცემს, რომელსაც პირველად კილიან მბაპე დაეუფლა, შემდეგ მატიას დე ლიხტი, ხოლო უკანასკნელად საუკეთესო პედრი გონსალესი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 აგვ 2022, 15:57
    #6

    ამ ბიჭს ყველაფერი წინა აქვს, ახლა თუ არ მისცემენ მერე მაინც აიღებს უკვე სრულწლოვანებში.

  • Liberast
    schedule 13 აგვ 2022, 11:36
    #5

    გავი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პატივსაცემი ფეხბურთელია. იშვიათად უნახავს საფეხბურთო სამყაროს 17 წლის ბიჭები, რომლებიც ნახევარდაცვაში დგანან და არ უშინდებიან 25-28-30 წლის უკვე სახელგანთქმულ ვაჟკაცებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუფრო, რომ მას ენდობიან კლუბში და ესპანეთის ნაკრებში. ყვითლებს, რაც შეეხება: ყვითლები პრობლემა არ არის, მთავარია პროგრესირებს და კიდევ უფრო დაიხვეწება.

  • KING_BARCA
    schedule 13 აგვ 2022, 02:32
    #4

    მაგარი ბიჭია, ოდნავი ემოციური ქმედებების მოთოკვა სჭირდება, თორე ეს იქნება ბარათებოს ოქროს ბურთის მფლობი🙂

  • Bola
    schedule 13 აგვ 2022, 02:06
    #3

    კარგი იქნებოდა ზედიზედ ორი ოქროს ბიჭუნა მაგრამ რის მიხედვით შეაფასებენ სეზონს გააჩნია. საინტერესოა კოეფიციენტები როგორ იქნება

  • Ko Ke
    schedule 13 აგვ 2022, 00:41
    #2

    Მგონია ბელინგემი აიღებს წელს მაინც ამ ჯილდოს, მე მაგალითად არ მივცემდი გავის, ჩამოყალიბებელი, უზრდელი ფეხბურთელია, ყვითლებს იღებს ყოველ მეორე თამაშში

  • shu1987
    schedule 12 აგვ 2022, 22:48
    #1

    ასაკს თუ გავითვალისწინებთ ჯერ წინ აქვს ყველაფერი, და არცერთზე ნაკლები სეზონი არ ქონია მეტი თუარა