“ბარსელონა” ისევ მოსწრებაზეა. კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში 7 ფეხბურთელი ჰყავს დასარეგისტრირებელი და ამჟამინდელი მდგომარეობით მათგან ოთხი-ხუთის დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია.
Sport-ის ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუს ცნობით მხოლოდ ჟერარ პიკეს ხელფასის შემცირებით “ბარსა” 4-5 ფეხბურთელის დარეგისტრირებას შეძლებს.
“ბარსელონას” სულ 7 ფეხბურთელის დარეგისტრირება ჭირდება: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, უსმან დემბელე, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, ჟიულ კუნდე და სერჟი რობერტო. 31 აგვისტოს მათ რიგებს გავიც შეუერთდება, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველს ახლა რეგისტრაციის გარეშე თამაში შეუძლია.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” მე-4 ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება დროულად ვერ მოახერხა და ხვალ “რაიოსთან” გასამართი თამაშისთვის ლა ლიგამ დოკუმენტაციის შემოწმება ვერ მოასწრო, მხოლოდ ჟერარ პიკეს მიერ ხელფასის შემცირებით “ბარსა” რამდენიმე მოთამაშის დარეგისტრირებას შეძლებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი, რომელიც რეგისტრაციის მიღმა დარჩება, კრისტენენი ან ჟიულ კუნდე იქნება. ერთ თამაშში ამდენი ცენტრალური მცველი აუცილებელი არაა, თანაც კუნდე ახლად გამოჯანმრთელებულია და მან პრესეზონზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა. ასეთ შემთხვევაში ჩავის 4 ცენტრალური მცველი რჩება – არაუხო, გარსია, პიკე და ახალწვეულთაგან ერთ-ერთი.
“ბარსა” აუცილებლად დაარეგისტრირებს ლევანდოვსკის, ასევე ძალიან კარგ ფორმაში მყოფ რაფინიასა და კესიეს. დემბელესა და სერჟი რობერტოს შორის არჩევანი კი, ჩვენი ვარაუდით, ფრანგ შემტევზე გაკეთდება.
“ბარსელონას” ფეხბურთელების დარეგისტრირება თამაშამდე 5 წუთით ადრეც კი შეეძლება.
Ყოჩაღ პიკეს, თუმცა საინტერესო ისაა, დაიკლებს ამ ხელფასს თუ გადაავადებს?
მადლობა ღმერთს რო ესწრება ყველაფერი, თუ კიდევ რამე არ მოიფიქრა იმ სულძაღლმა ტებასმა.
ვერანაირად ვერ იზამს მასე ბარსა ბ ში მაქსიმუმ 22 წლამდე უნდა იყო რომ ითამაᲨო ძირითადში გამოძახებით და ყველა დიდია ვინც იყიდა ბარსამ ამიტომ ვერ მოხდება ეგ საქმე
აა ეგ არ ვიცოდი, მადლობა
კარგად მახსოვს რომ ბუსიმაც და ალბამაც შარშან ხელფასის შემცირებაზე ერთხელ უარი თქვეს, იმის მერე კიდევ იყო შემცირებები და ეგ უკვე აღარ ვიცი დაიკლეს თუ არა..
ყველაზე ბევრჯერ ხელფასი პიკეს აქვს დაკლებული..
პიკეს ამ ეტაპზე წლიური აქვს 10 და ბუსკეცს 22, ალბას 20 წარმოიდგინე რამდენი ქონდათ მანამდე , ისე დაკლებით კიარ დაიკლეს გადაავადეს და მაგათი ვალი აწევს კიდე გუნდს მილიონები გადავადებული თანხა, მარტო პიკეს ვალი აქვს გუნდს 52-მილიონი
იცით რა მაინტერესეებს, ვინც იცით, რა მოხდება დავუშვათ რობერტო და კრისტენსენი, ან რავიცი ვინმე სარეზერვო გუნდში რო დავარეგისტრიროთ, რამე წესია ნეტა რო მეორე გუნდის ფეხბურთელს მაგხელა ხელფასი ვერ ექნება, ან რამე ეგეთი? გასაგებია 25+ ნომრით ითამაშებენ მარა სხვა რამე შეზღუდვა ხო არ ექნებათ წესით, გარდა იმისა რო თვითონ არ ექნებათ დავუშვათ სურვილი მეორე გუნდის წევრობის
კარგად მახსოვს რომ ბუსიმაც და ალბამაც შარშან ხელფასის შემცირებაზე ერთხელ უარი თქვეს, იმის მერე კიდევ იყო შემცირებები და ეგ უკვე აღარ ვიცი დაიკლეს თუ არა..
ყველაზე ბევრჯერ ხელფასი პიკეს აქვს დაკლებული..
გეიონგი მოიშორონ როგორმე და მოგვარდება პრობლემა, დემბელეზე მეტად შემაზიზღა თავი მაგ ქერა სლემ.
იმენნო შებერტყილია პიკეშა😃 უკვე ჩაყარა საფუძველი პრეზიდენტობისასი😆 მხეცი ხარ შაქირიჩ მარა მაგარი გატეხე ოჯახი რომ აირიე ღლეობის გამო.
პიკე და ბუსი ოჯახის უფროსი წევრია, კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებენ
პიკესთან ერთად ბუსკეცმაც რომ შეიმციროს ალბათ იმ ორსაც დავარეგისტრირებთ და არამგონია კაპიტანმა უარი რომ თქვას
პიკემ უფასოდაც ვითამაშებო თუმცა არ შეიძლება, პიკეზე ორჯერ მეტი აქვს ბუსკეცსაც და ალბასაც იმათ რატო არ უმცირებენ ??
რას იღებს ამდენს ეს შობელძაღლი.
ყოჩაღ პიკეს