“ბარსელონამ” მიმდინარე ზაფხულში ხუთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ორთან კი კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა კლუბს მათი დარეგისტრირების პრობლემა აქვს. ფინანსური პრობლემების გამო, ლა ლიგა “ბლაუგრანას” ამის საშუალებას არ აძლევს, რაც კატალონიელებს შესაძლოა ფეხბურთელების დაკარგვადაც დაუჯდეს.
ESPN-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ლა ლიგის გახსნით თამაშამდე ანდრეას კრისტენსენისა და ფრანკ კესიეს დარეგისტრირებას ვერ შეძლებს, მათ შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბი დატოვონ, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
თუმცა როგორც წყარო დასძენს, დიდი ალბათობით, საქმე აქამდე არ მივა. ჟოან ლაპორტა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და დარწმუნებულია, რომ ლა ლიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს.
ყველაზე უარეს შემთხვევაში, “ბარსელონას” კრისტენსენისა და კესიეს აგენტებთან მოლაპარაკება მოუწევს, რათა ზემოხსენებული სცენარი თავიდან აიცილონ. ცნობისთვის, კლუბს ფეხბურთელთა დასარეგისტრირებლად ვადა თვის ბოლომდე აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგა 12 აგვისტოს იწყება.
კატალონიელები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, კაპიტნებთან ხელფასის შემცირებასა და გადავადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამასთან კლუბი Barca Studios-ის დარჩენილი 24.5%-იანი წილის გაყიდვას აპირებს.




როგორ გვძაბავენ, არ შეიძლება უფრო მარტივად?
"თუმცა როგორც წყარო დასძენს, დიდი ალბათობით, საქმე აქამდე არ მივა" – აი ეს არის წყაროს მთავარი აზრი, და ჩვენც ამ აზრს მივყვეთ, იმიტომ რომ ვისაც გული შესტკივა ბარსაზე, ასე უნდა რომ იყოს და ასეც იქნება.
და ვისაც ამ წყაროს დანარჩენი ინფორმაცია აინტერესებს, შევახსენებ, რომ მედია წყაროებს აწყობს ასეთი ინფორმაციების გავრცელება…. რაც მეტი ნეგატივი და სენსაციაა, მით უფრო მეტად არის დაინტერესებული მკითხველების გარკვეული რაოდენობა.
ვიფიქროთ კარგზე და მივიღებთ კარგს……. არანაირი სენსაცია არ არის…. ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა.
როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლითო?!
რიჯა ბაზარი მგონია, თუმცა გასაყიდები და წამსვლელები უნდა წავიდნენ
ნეტუ წავიდა, ლენგლეც, მოიჯარეებიც (ლუკი და ადამა)
უმთითი და ბრაითვაიტი ლაფატკაზე ზიან
ეზ აბდე მაინც სარეზერვოა
სავარუდოს დეპაი და იუვე რეალურია
ალაბთ ნიკოს გაანათხოვრებენ ვალენსიაში, ძალიან არ მინდა, მაგრამ თუ ასეა, დაე ისევ ვალენსია იყოს, ლა ლიგის ძლიერი და ამბიციური კლუბი; გაისად დაბრუნდება და საყრდენ ზონაში დადგება
აი დე იონგის შესახებ რა მოხდება კაცმა არ იცის
მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებით ეს თუ ასე მოხდა
🚨🚨| Chelsea want to sign BOTH Frenkie De Jong & Aubameyang. Key hours ahead.
@gerardromero
[🎖️]
Ესღა გვაკლდა რა, ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ როგორ არის
ვალენსიაში წავიდნენ
აპირებენ აპირებენ, ან აამოქმედეთ ეგ ბერკეტიც, მაინც დაყიდეს მომავალი შემოსავალი, ან დააყენეთ და ნუ ეპოტინებით ტოპ ტრანსფერებს
დაგვაწყდა ნერვებიიიიიიიი!!!
ყველას დაარეგისტრირებენ ვინც ამ ეტაპზე გვყავს მოყვანილი. ჯერ ამათ მიხედავენ და მერე იქნება ალონსოც, თუ საჭიროა სილვაც და იქნებ მარჯვრნა მცველიც ვინმე
13-მდე ფრენკი უნდა გაიყიდოს ან ხელფასი დაიკლოს თორე ცუდად იქნება საქმე :დდ
კაით რა, დარეგისტრირება რომ არ შეგვეძლოს არც მოიყვანდა ლაპორტა, მჯერა რომ ყველაფერს მოაგვარებენ