workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი: კარგი პრესეზონი გამოგვივიდა

ჩავი ერნანდესი: კარგი პრესეზონი გამოგვივიდა

“პუმასის” 6-0 განადგურებისა და გამპერის თასის მოგების შემდეგ, ჩავი ერნანდესი კომენტარს აკეთებს:

საერთო ჯამში, კარგი პრესეზონი გამოგვივიდა. სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ და გუნდი დინამიკური იყო. შესანიშნავი განწყობა გვაქვს. ბედნიერი ვარ და მინდა, ასე გავაგრძელოთ. 

დიდი არჩევანი მაქვს და სასტარტო თერთმეტეულის დაყენება რთული იქნება, მაგრამ ეს კარგიცაა – კონკურენცია ყველას უკეთესს ხდის.

ინტენსივობა მომწონს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ პროგრესი გვმართებს. 

ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. 31 აგვისტომდე ყველაფერი შესაძლებელია. ნიდერლანდელმა უკვე იცის, კლუბი რას ფიქრობს. რა საკვირველია, მასზე იმედებს ვამყარებ. ფრენკი დიდებული ფეხბურთელია.

ნიკო და პიანიჩი ძალიან დაგვეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ მირალემს დღეს არ უთამაშია, ვიცი, რომ მას გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 08 აგვ 2022, 19:34

    ამ გუნდს დაამატეთ მესი და მერე ორი ბავარია და 2 პესეჯე მოვიდეს ბლია დაიხევენ ყველას

  • Ko Ke
    schedule 08 აგვ 2022, 12:12

    Ამ კლუბის იმედი გამიჩნდა😍😘 გთხოვთ ნუ დააღალატებთ მილიონობით გულშემატკივარს

  • nika 54
    schedule 08 აგვ 2022, 11:12

    რაც მთავარია თამაშში იგრძნობა ბრძოლის ჟინი, 5-0-ზეც კი არ უფიქრიათ ტემპის დაგდება და უდიდესი სურვილი ჩანდა ბევრი გოლის გატანისა. აი აქ ნამდვილად იგრძნობა მწვრთნელის ხელი. ასე გააგრძელეთ და ტიტულები თავისით მოვა როგორც ადრე, თებერვალში რო 20 ქულას ვუგებდით ხოლმე რეალს.

  • me da barca
    schedule 08 აგვ 2022, 10:03

    ყველაფერი შეგისრულეს და დანარჩენი შენზეა ძმაო, ტიტულები უნდა დადო. თუ არადა შენ დაგდებენ ბეჭებზე.😃

  • Iniesta_8
    schedule 08 აგვ 2022, 01:55

    შემადგენლობის იმედი ნამდვილად მაქვს, ყველას ყავს კონკურენტი და მოდუნების საშუალებას არ მისცემენ ერთმანეთს, ტიტულების მოგებაც ბევრს უდნა უნდოდეს. მთავარი მაინც მწვრთნელია და ვნახოთ როგორ შეათამაშებს ერთმანეთში ამდენ ფეხბურთელს. მგონი კარგი სეზონი გველის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 აგვ 2022, 01:41

    კარგი პრესეზონი კი იყო მაგრამ რაც მთავარია ტიტულები დავდოთ

  • La Pulga10
    schedule 08 აგვ 2022, 00:38

    არამგონია პიანიცა დატოვოს.წუთი არ ათამაშა.

  • C.PC5
    schedule 08 აგვ 2022, 00:34

    კარგ ხასიათზე ხვდებიან სეზონს და სტარტი იდეალური უნდა ქონდეთ!!! სხვანაირად ნუ იოცნებებენ ტიტულებზე.