ჩავი ერნანდესი “პუმასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ Barça TV-სთან კომენტარს აკეთებს:
გუნდი კარგ ფორმაშია. სავარჯიშო სესიებზე შესანიშნავი განწყობა სუფევს. ამერიკული ტურის შემდეგ, მთელი კვირაა, საკმაოდ ინტენსიურად ვვარჯიშობთ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ფორმა შევინარჩუნოთ.
პოზიტიური ატმოსფერო შევქმენით და ეს ლევანდოვსკის პრეზენტაციაზეც ვიხილეთ – გვინდა, “ბარსას” ქომაგებს სიხარული დავუბრუნოთ. წლევანდელი მიზანი ტიტულების მოგება, სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და ხალხის გახარებაა.
გამპერის თასის დიდხნიანი დავიწყებას შემდეგ, გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. შევეცდებით, ყველა გავართოთ და ფანები სიამაყით ავავსოთ.
პრესეზონის დასკვნით ეტაპზე ვართ და კარგი იქნება, თუ როტაციას მივმართავთ. ასევე, დანი ალვესს უნდა დავემშვიდობოთ. ის გასული თვეების განმავლობაში ძალიან გვეხმარებოდა და ამ პატივს იმსახურებს – აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც ვესაუბრე.
“პუმასი” მაღალ ტემპში თამაშით გამოირჩევა – ეს გუნდი მატჩების მიმდინარეობისას რიტმს არ კარგავს. მექსიკელებს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, განსაკუთრებით კი დანი ალვესი და სალვიო უნდა ვახსენოთ. “პუმასი” რთული და საშიში მეტოქე იქნება.
Უნდა დავამყნოთ აუცილებლად, პუმასი არა ადიდასის❤️❤️
უკვე მეორედ მიდის გუნდიდან დანი და იმსახურებს ერთ გაცილებას.
საერთოდ არც კი ღირს ლევას გოლზე ღელვა. ყოველთვის ურახუნებს კარში (რაც ძაან აკლდა ბარსას ბოლო წლებია) და დღეს თუ ხვალ შეყრის ბლომად.
იდეალური შესაძლებლობა, იდეალური აზრის განსახორციელებლად. დანი ალვესი სრულიად იმსახურებს ლამაზ და კეთილ გაცილებას და კლუბმა ეს უნდა გააკეთოს. ისე საინტერესოა ჩავის გარდა სხვას თუ დაებადა ამის სურვილი?
რად უნდა თავდაჯერებულობის მომატევა. მშვენივრად იცის რასაც წარმოადგენს 😀
სეზონის დაწყების წინ ხვალ პუმასთან ლევანდოვსკის გოლი არის ჰაერივით აუცილებელი მისი თავდაჯერებულობის გასამტკიცებლად
როგორ განსხვავდება მაესტროს პრესკონფერენციები და ინტერვიუები თამაშამდე და თამაშის მერე კუმანის გამოსვლებისგან,სიტუაციას რეალურად აფასებს და ზუსტად ხვდება რა არის შესაცვლელი,გამოსასწორებელი,სად მოიკოჭლებს გუნდი და სად უფრო ძლიერია,ის კიდევ გამოდიოდა და ერთიდაიგივეს გაიძახოდა რომ გუნდმა კარგად ითამაშა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა,მეტოქეს ბურთი არ ანახა,ილუზიებში იყო როგორც თამაშის დაწყებამდე ისე დასრულების შემდეგ.ერთი სიტყვით ტვინს ჭამდა სხვა რამესაც ვიტყოდი ბანი რომ არ იყოს 😀😀😀
იმედია ლაღ და სანახაობრივ თამაშს შემოგვთავაზებენ
ეხლა ჩავის სიტყვების შემდეგ მეც დავპანიკდი, მართლა ესეთი საშიშია მეტოქე? არ გავპაზორდეთ სეზონის წინ, თუ ჩავის მეტოქის მოდუნება სურს?
ასეა თუ ისე მოგება სავალდებულოა და ალბათ მოვიგებთ.
ჩავი თავმდაბალი კაცია და ჟირონასაც რო ვეთამაშებოდეთ მაინც ასე იტყოდა.
"პუმასი" მაღალ ტემპში თამაშით გამოირჩევა – ეს გუნდი მატჩების მიმდინარეობისას რიტმს არ კარგავს. მექსიკელებს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, განსაკუთრებით კი დანი ალვესი და სალვიო უნდა ვახსენოთ. "პუმასი" რთული და საშიში მეტოქე იქნება.
ეხლა ჩავის სიტყვების შემდეგ მეც დავპანიკდი, მართლა ესეთი საშიშია მეტოქე? არ გავპაზორდეთ სეზონის წინ, თუ ჩავის მეტოქის მოდუნება სურს?
ასეა თუ ისე მოგება სავალდებულოა და ალბათ მოვიგებთ.
მიდი მაესტრო გადაჭამე ჯერ ესენი და მერე მთელი ევროპა💙❤