ხვალ “ბარსელონა” ლა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 22:00 საათზე კატალონიელები გამპერის თასზე მექსიკურ “პუმასს” უმასპინძლებენ.
“ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი ხვალინდელი მეტოქის უკეთ გასაცნობად სტატიას გვთავაზობს.
ადგილმდებარეობა
“პუმასი” ქვეყნის დედაქალაქის, მეხიკოს საუნივერსიტეტო ქალაქში (Ciudad Universitaria) მდებარეობს. კამპუსის ერთ-ერთ შენობას 72 ათასიანი “უნივერსიტეტის ოლიმპიური სტადიონი” წარმოადგენს, რომელიც 1968 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. სწორედ ამ არენაზე მართავს “პუმასი” საშინაო თამაშებს.
ისტორია
“პუმასი” 1954 წელს სტუდენტებმა დააარსეს. მას Club Universidad Nacional (ეროვნული უნივერსიტეტის კლუბი) ეწოდა. კლუბს ასევე ეწოდება უნივერსიტეტის სახელის აბრევიატურა – UNAM (Universidad Nacional Autónoma de México). თუმცა როგორც ბევრი მექსიკური გუნდის შემთხვევაში ხდება, ეს კლუბი ცნობილი უფრო მეტად მისი მეტსახელითაა – Pumas (პუმები).
1962 წელს, როდესაც გუნდმა სტუდენტების გარდა სხვა მოთამაშეებისა და ლეგიონერების დამატება დაიწყო, კლუბი უკვე მექსიკის უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა. 1977 წელს კი “პუმასი” ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.
“პუმასის” ოქროს ხანა ყველა დროის საუკეთესო მექსიკელ ფეხბურთელს, უგო სანჩესს უკავშირდება, რომელიც ამ გუნდში 1976-1981 წლებში თამაშობდა. ამ დროიდან “პუმასი” მეხიკოს სამ საუკეთესო გუნდში მოიაზრება “ამერიკასა” და “კრუს ასულთან” ერთად.
“პუმასს” მექსიკის ჩემპიონატი სულ 7-ჯერ აქვს მოგებული, რაც მე-6 საუკეთესო შედეგია. ჯერჯერობით უკანასკნელად ეს 2011 წელს მოხდა.
“ბარსას” ხვალინდელ მეტოქეს კონკაკაფის ჩემპიონთა თასი 3-ჯერ მოუგია, თუმცა ბოლოს 1989 წელს.
“პუმასს” გამპერის თასის მსგავს ამხანაგურ ტურნირზე აქამდეც უთამაშია. 2004 წელს მექსიკელები სანტიაგო ბერნაბეუს თასზე “რეალს” დაუპირისპირდნენ და 1-0 მოიგეს კიდეც.
ფორმა
მექსიკაში სეზონის განმავლობაში ორი ჩემპიონატი ტარდება – აპერტურა და კლაუსურა, ანუ გახსნისა და დახურვის ჩემპიონატი. ორივე ჩემპიონატი შედგება ერთიანი ლიგისგან, რომელსაც ფლეი ოფები მოსდევს.
2022 წლის კლაუსურაში “პუმასი” მე-11 ადგილზე გავიდა და გადათამაშებაში მოხვდა, სადაც “გვადალახარასთან” დამარცხდა.
ამჟამად 2022/23 წლების სეზონის აპერტურა მიმდინარეობს, “პუმასი” კი 6 ტურში 1 მოგებითა და 5 ფრით მე-9 პოზიციას იკავებს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვედრიან. ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩში, რომელსაც 69 ათასი ადამიანი დაესწრო, “ბარსელონამ” მასპინძლები 6-1 გაანადგურა. კატალონიელთაგან გოლები ხესუს მარია პერედამ, ხოსე ანტონიო სალდუამ (3), კაიეტანო რემ და ვისენტე გონსალესმა გაიტანეს.
ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც გამპერის თასზე მექსიკური გუნდი ითამაშებს. 2014 წელს “ბარსამ” “ლეონი” 6-0 გაანადგურა. იმ მატჩში “ბარსელონას” მაისურით ითამაშა დანი ალვესმა, რომელსაც ხვალ მექსიკური გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ.
გამორჩეული ფეხბურთელი
“პუმასიდან” უპირველესად სწორედ დანი ალვესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მექსიკურ გუნდს ცოტა ხნის წინ, “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ შეუერთდა. ბრაზილიელმა ლეგენდამ პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008-2016 და 2022 წლებში თამაშობდა.
მწვრთნელი
“პუმასს” 47 წლის არგენტინელი ანდრეს ლილინი წვრთნის. მას მთელი საფეხბურთო კარიერა ლეო მესის მშობლიურ გუნდში, “ნიუელს ოლდ ბოისში” აქვს გატარებული. 2020 წელს ის “პუმასის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ბოლო ორი წელია, ამ გუნდს უდგას სათავეში.
მოკლედ მშვიდობაა, ყველაფერი კარგად მაქვს. ერთ გოგოს სიყვარული ავუხსენი და იმის მომზადებაში ვიყავი, და რაც მთავარია ის გოგოც მოხიბლულია ჩემით
ასე რომ კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეიქმნა. მე და ჩემი რჩეული ერთად ვარ შეყვარებულები
ძალიან ბედნიერები ვართ და თქვენც გიზიარებთ რადგან ვიცი თქვენ ხართ უბოროტო კეთილი და კარგი ხალხი
კეთილშობილ ხალხს კი ვუზიარებ ჩემს ემოციებს
ბედნიერებას გისურვებ!!!
მადლობა, გაიხარე! შენც ასევე თუ გყავს ბედნიერი ყოფილიყავი თუ არადა მალე გეპოვნოს!
და სრულიად ყველას!
ლაიქებზე და ემოციებზეც ეტყობა რომ გაგიხარდათ ჩემი ამბავი! ვისაც არ გყავთ თქვენი რჩეული მალე გეპოვოთ! ჩემი წყალი გადმოგხსმოდეთ
მოკლედ მშვიდობაა, ყველაფერი კარგად მაქვს. ერთ გოგოს სიყვარული ავუხსენი და იმის მომზადებაში ვიყავი, და რაც მთავარია ის გოგოც მოხიბლულია ჩემით
ასე რომ კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეიქმნა. მე და ჩემი რჩეული ერთად ვარ შეყვარებულები
ძალიან ბედნიერები ვართ და თქვენც გიზიარებთ რადგან ვიცი თქვენ ხართ უბოროტო კეთილი და კარგი ხალხი
კეთილშობილ ხალხს კი ვუზიარებ ჩემს ემოციებს
ბედნიერებას გისურვებ!!!
თამაში ხვალ არის 10 საათზე
აა რომასთან თამაში რომ გაუქნდა ეგ უნდა ყოფილიყო და ამერია,მადლობა
მეგობრბეო, ეს დღეები არ ვჩანდი, ძაან ვპასიურობდი და დაგიბრუნდით ისევ
მოკლედ მშვიდობაა, ყველაფერი კარგად მაქვს. ერთ გოგოს სიყვარული ავუხსენი და იმის მომზადებაში ვიყავი, და რაც მთავარია ის გოგოც მოხიბლულია ჩემით
ასე რომ კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეიქმნა. მე და ჩემი რჩეული ერთად ვარ შეყვარებულები
ძალიან ბედნიერები ვართ და თქვენც გიზიარებთ რადგან ვიცი თქვენ ხართ უბოროტო კეთილი და კარგი ხალხი
კეთილშობილ ხალხს კი ვუზიარებ ჩემს ემოციებს
თამაში ხვალ არის 10 საათზე
რაფა მარკესს მივიჩნევ ყველა დროის საუკეთესო მექსიკელად!
ლევანამ უნდა გატეხოს ნავსი და უნდა გაიტანოს დღეს