“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი ლეო მესისა და ორელიენ ჩუამენიზე საუბრობს:
როგორც “ბარსას” ფანს, ლეოს კატალონიურ კლუბში დაბრუნება მსურს – კლუბი და ქომაგები ამაზე ოცნებობენ.
ჩუამენის კარგად ვიცნობ. “ბარსელონას” მასზე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ფრანგი უნდა შეეძინათ, მაგრამ, ეკონომიკური პრობლემების გამო, კლუბმა ეს ვერ შეძლო. შემდეგ, ორელიენზე ჩემს სხვა ყოფილ გუნდს დავეკონტაქტე, თუმცა, საბოლოოდ, ის ჩემი მტრის ბანაკში გადავიდა.
ფაბრეგასი “ბარსელონაში” 2011-2014 წლებში ასპარეზობდა. ის “ლა მასიას” აღზრდილია.




ეს კი ყველაზე სწორი აზრია.
ზოგადად პრესაც ძაან უწყობს ფეხბურთელის სატრანფერო თანხას ხელს აი სულ რო ვერ გაამართლოს 50-60 მილიონად მაინც გაყიდის პერესი ამას და პრესაზე ხელი ისედაც მიუწვდება რაიმე ისეთს დააწერინებს რომ გაასაღოს ხოლო ბარსელონაში პრესა რო გადაუვლის ფეხბურთელს კარიერას უნგრევს 😀 კოუტინიოს ყველა როცა აქებდა უცებ საიდანღაც სტატიები გამოეკვეხა და გადაუარეს და მას შემდეგ საწყალმა საერთოდ ვეღარ მოიკიდა ფეხი. არა იმას არ ვამბობ თავიდან ბოლომდე რაღაცის ბრალიათქო უბრალოდ საკაიფოდ შეუწყო ხელი რა და ისე გაუხდა კლუბს საქმე ძლივს მეათედ ფასში გაყიდეს უფროსწორად გააგდეს😀 არც ეგეთი ცუდი იყო 140 მილიონად ნაყიდი კაცი 20 მილიონად რო ძლივს გაუშვეს
კამავინგაც და ჩუამენიც ორივე ძალიან მაგარი ბიჭებია, რეალმა რომ იყიდა მიტო ნუ დააკნინებთ:)))
80 მილიონი ამაში რომ მიეცათ როცა კესი უფასოდ მოვიდა დასახვრეტები იქნებოდნენ.
სად გადავრჩით
მართლა კარგი ტრანსფერია ფასის მიუხედავად … კარგი საყრდენი დღეს იშვიათობაა. მე უბრალოდ კამავინგაც საყრდენი მგონია რა ვიცი , ართმევაზე კამაც ძალიან მაგარია
ჩუამენი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ფასი ძაან გაზვიადებულია, ლიგა 1 ის დონეზე აქვს მარტო დამტკიცებული თავი და ასეთი ძვირი არ უნდა იყოს