Relevo-ს ინფორმაციით, “ჩელსის” მფლობელი, ტოდ ბოელი სესარ ასპილიკუეტას “ბარსელონაში” ტრანსფერს ხელს უშლის.
წყაროს ცნობით, “ლურჯებს” ესპანელი მცველის შემცვლელი ჯერ კიდევ არ უპოვიათ და მასში €10 მილიონს ითხოვენ.
კატალონიის რადიოს მტკიცებით კი, ინგლისურ კლუბს არც ასპილიკუეტას გაყიდვა სურს და არც მარკოს ალონსოსი, შესაბამისად, “ბარსაში” მათ გამოშვებაზე უარს აცხადებს.
მარცხენა მცველებს შორის “ბარსელონას” კაიო ენრიკეს (“მონაკო”), სერხიო რეგილონსა (“ტოტენჰემი”) და ხოსე გაიასაც (“ვალენსია”) უკავშირებენ, მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად კი, ასპილიკუეტას ვერშეძენის შემთხვევაში, ალბათ, კლუბი არავის მოიყვანს, რადგან ჩავის ამ პოზიციაზე დესტი ჰყავს და, საჭიროების შემთხვევაში, მარჯვენა მცველად თამაში სერჟი რობერტოს, არაუხოსა და კუნდესაც შეუძლიათ.




ასპილიკუეტა მოიყვანონ და ალონსოს გარეშე როგორმე გავძლებთ.
აზპი კარგი იქნებოდა მაგრამ ალონსო ნაღდად არ გვინდა , მაგ ბებრების მოყვანას პრინციპში ვინმე ახალგაზრდა მა8ნც მოიყვანონ, გრიმალდო ან გაია ან ანხელინიო კარგი იქნებოდა მარცხნივ, ბალდეც კარგი ბიჭია, აი მარჯვნივ არ ვიცი, რა არ დაგვადგა საშველი მაგ პოზიციაზე რა
გაია სკამისთვის არ მოვა მგონია. ვერ კერავენ ალბად, თორე მაგაზე კარგს ვის მოიყვანენ.
აღარ არის ალბას სკამზე გადაჯდომის დრო ?!
რას მიაკვდნენ ამ ორს??? რამდენი კარგი ვარიანტია ბაზარზე, გაიხედეთ გამოიხედეთ.
გაია სკამისთვის არ მოვა მგონია. ვერ კერავენ ალბად, თორე მაგაზე კარგს ვის მოიყვანენ.
გაია თუ შეუძლიათ მოიყვანონ მაშინ ალონსო ვის დაჰკარგვია
ან დანარჩენები ვინც ჩამონათვალში წერია