workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩელსი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ჩელსი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ფრენკი დე იონგის მომავალი ისევ გაურკვეველია. აგვისტო დაიწყო და ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ არა ნიდერლანდელი “ბარსელონაში”.

კატალონიურ გუნდს 25 წლის შუახაზელის გაყიდვა უნდა, რასაც როგორც ეკონომიკური, ასევე სპორტული მიზეზები აქვს. დე იონგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი ხელფასი კლუბის ახალ სახელფასო პოლიტიკაში ვერ ჯდება, ფეხბურთელს კი გასამრჯელოს შემცირება არ სურს. რაც შეეხება სპორტულ მიზეზს – ჩავის ურჩევნია, დე იონგის ნაცვლად გუნდში ბერნარდუ სილვა ჰყავდეს, პორტუგალიელის ტრანსფერი კი სწორედ დე იონგზეა დამოკიდებული.

აქამდე დე იონგის შეძენით ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული, მაგრამ ფრენკი “წითელ ეშმაკებში” თამაშზე ჯიუტად უარს აცხადებს. მიზეზი ისაა, რომ მანჩესტერული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა.

რამდენიმე კვირის წინ ბარსელონაში იმყოფებოდა “ჩელსის” ახალი მფლობელი ტოდ ბოელი, რომელიც ჟოან ლაპორტას, მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფს შეხვდა. შეხვედრის დროს დე იონგის საკითხიც განიხილეს, მაგრამ არაფორმალურად.

Sport-ის ცნობით ცოტა ხნის წინ “ჩელსიმ” “ბარსას” ნიდერლანდელის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. “ბარსელონას” ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღება სურს. ცნობილია, რომ ტოდ ბოელი მოთამაშეების გაცვლის დიდი მოყვარულია და ლონდონურ კლუბს უნდა, ტრანსფერში სესარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო ჩართოს. “ბარსა” ამ ორი ესპანელით დაინტერესებულია, მაგრამ კატალონიელებს სურთ, რომ ტრანსფერები ერთმანეთისგან განცალკევებით განხორციელდეს.

ცნობილია, რომ ფრენკი დე იონგის პრიორიტეტი “ბარსელონაში” დარჩენაა, რადგან ფრენკის ქალაქიც მოსწონს და კატალონიელთა ახალი სპორტული პროექტიც. თუმცა მაინც არის შანსი, ის ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლას დასთანხმდეს, “ჩელსი” კი სწორედ ასეთი გუნდია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Albicelecte
    schedule 03 აგვ 2022, 15:37
    #14

    ნუ 1 თვეა თითქმის ფანჯრის დახურვამდე;
    ჩელსი რა, შარშან ლიგა მოიგო, თუ გადავა საწუწუნო რა აქვს?
    და კიდევ ფული აქვთ ოხრად, მაგ ტოდს აბრამოვიჩზე მეტი მაყუთი ჰქონია

  • Moriba
    schedule 03 აგვ 2022, 13:42
    #13

    გაუშვით ხელფასის დაკლება არუნდა 40 მილიონის აღება უნდა ქერა სლე ეს

  • La Pulga10
    schedule 03 აგვ 2022, 13:13
    #12

    რატო არ იდება ახალი ამბები რა ხდება?

  • NAMASTE
    schedule 03 აგვ 2022, 13:12
    #11

    ეს მოუშორებელი ნაგვები უნდა გადაიყაროს გუნდიდან ეგრევე სანაგვეზე. 85 მილიონია გადახდილი და 1 კაპიკის საქმე არ აქვს გაკეთებული გუნდში. დეპაი და დე იონგამდე ნეტუ, პუჩი, ბრეითუეიტი, უმტიტი უნდა გაუშვან.

  • katalomia
    schedule 03 აგვ 2022, 13:11
    #10

    რა სნაყვი მოწია ამ ჩემისმა იმ ჰოლანდიაში ისეთი, რო ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან ამდენი ხანი?!
    ტიპი მოსაწევის მკაფიო რეკლამაა)))

  • frenkie dejong21
    schedule 03 აგვ 2022, 13:04
    #9

    თუ არ იმცირებს ხელფას და გააჯვას
    ვინ მიგდია ან რა გააკეთა არაუხოზე და პედრიზე მეტი რო მათზე დიდი ხელფასი ქონდეს

  • cruyff9
    schedule 03 აგვ 2022, 12:10
    #8

    ეგ ყველაზე სულელური მიზეზია ხოლმე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურსოო))))))ეგ მიზეზი აფსურდია რაის ლიგა,,უბრალოდ მანჩესტერზე კარგ დღეშია ჩელსი ყველა კუთხით

  • getsby
    schedule 03 აგვ 2022, 11:59
    #7

    სიახლეებს კუს ნაბიჯებით რატომ ამატებთ ამდენი მომხმარებელი გყავთ და ცოტა მეტი პატივისცემა გმართებთ,ყველა ბავშვი არ შემოდის აქ.

  • Chico
    schedule 03 აგვ 2022, 11:55
    #6

    იმედი ვიქონიოთ ფრენკისთან შეთანხმებულია და თანახმაა ლონდონში გადასვლაზე. თუ ახალი საგა იწყება? ესენი შეთანხმდებიან, ის კი უარს იტყვის. ვერაფერს უზამენ, კლუბში დარჩება და მორალურად ტრამვირებული იქნება, რაც მის თამაშზეც იმოქმედებს. არც ისეთი ბალასტი და თავიდან მოსაშორებელია ეს ბიჭი

  • Wtf man1
    schedule 03 აგვ 2022, 11:32
    #5

    რის ჯეიმსში გაგვიცვალონ 1-1ში თუ უნდათ ეგ ბიჭი რო დაგვათრევინა გაუვალი დაცვა გევყოლება მინიმუმ 8-9 წელი

  • nika 54
    schedule 03 აგვ 2022, 11:25
    #4

    ეს რა მოუშორებელი ჭირი გახდა, თან პირობებსაც რო აყენებს. როგორ მომწონდა და როგორ გაიპაზორა თავი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 აგვ 2022, 11:18
    #3

    ხელფასს თუ არ იმცირებს გასაგდებია აუცილებლად, სადაც უმრავლესობამ შეიმცირა ხელფასი და სადაც ასე დაბალ ხელფას დასთანხმდა უმრავლესობა მაგის ფონშე შენ რატო უნდა გქონდეს ამხელა ხელფსი? მითუმეტეს რომ არაუხო რასაც აკეთებს იმის ნახევარსაც არ აკეთებ მაგრამ ხელფასი კი გინდა დიდი, თუ არ შეიმცირებს ხელფასს ეს ქერა სლე მაშინ 40 მილიონად ამისი დატოვება არ ღირს, მესი გავუშვით ფინანსური პრობლემების გამო და ფრენკის რატო ვერ გავუშვებთ ვითომ? ამისი გაყიდვით ბერნანუს დავითრევთ

  • suxaaa
    schedule 03 აგვ 2022, 10:33
    #2

    ისე ხავიმ რო უთხრას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეგიყვანო მერე რას იზავს?

  • GAUCHO 8
    schedule 03 აგვ 2022, 09:51
    #1

    ახლა ყველამ ვიცით რომ,გასაჭირში ადამიანს ადამიანი უნდა დაეხმაროს.ეს სი*თავა კიდე ელემენტალურად ხელფასს არ იმცირებს.ჯერ შემცირება ღირსების საკითხია,მერე მეორე ჩვენ კულეები იმას არ დავივიწყებთ რომ ხელფასი შეიმცირე.ამას ეს ყველაფერი *ლეზე კიდია.ეს ერთია მარა მეორე,ამხელა ხელფასი რო გაქ ხო უნდა დაიმსახურო შენი თამაშით და ამასაც ვერ შვება 3 წელი