როგორც ამბობენ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჟიულ კუნდე “ბარსელონა” ვარსკვლავური ბოლო შენაძენი არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ კლუბი ბერნარდუ სილვაზეც იფიქრებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მზადაა, “ბარსას” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე დაელოდოს, რადგან იცის, რომ თავისი ტრანსფერი ფრენკი დე იონგის წასვლაზეა დამოკიდებული, ეს პროცესი კი დროს წაიღებს.
ბერნარდუს “ბლაუგრანა” ძალიან მოსწონს და ერთადერთი კლუბია, რომლის გამოც “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, პეპ გვარდიოლა და “სიტი” მის ტრანსფერს ხელს არ შეუშლიან.
აგენტმა ჟორჟე მენდეშმა სილვას შეატყობინა, რომ “ბარსაში” პოტენციურ გადასვლის პროცესს დრო სჭირდება. პირველ რიგში, “ბარსას” ბერკეტების გააქტიურება მოუწევს, ფრენკის წასვლამდე კი პორტუგალიელის მოყვანაზე იმუშავებს.
კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ, საბოლოოდ, დე იონგი წავა და სურთ, ბერნარდუს შესაძენად მზად იყვნენ. “ქალაქელები” მის სანაცვლოდ დაახლოებით €80 მილიონსა და ბონუსებს მოითხოვენ. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები კი უკვე განხილულია და ეს პრობლემა არ იქნება.
ბერნარდუ სილვასთან დაკავშირებულ ცნობებს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ “ბარსელონა” მისით სერიოზულად ინტერესდება. ჩავი ერნანდესს სილვა ძალიან მოსწონს.
მე რასაც გუშინ ვუყურე ლივერპულთან თავი ვერაფრით გამოიჩინა, არც არავიზე უკეთესი არ ყოფილა, მაგრამ იქნებ ლივერპულის ძლიერმა თამაშმა დაჩრდილა ვერ გეტყვით, ფაქტია სეზონის პირველი ტიტული პრემიერ ლიგაში სუპერთასი ლივერპულმა მოიგო.
დე იონგის წასვლა თუ წყვეტს ამის მოსვლას მაშინ არ მინდა ( გუშინ მშვენივრად ითამაშა დე იონგმა,ნახევარდაცვის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მისი გამოყენება,თან ბარსას დეენემი აქვს,მაღალი საფეხბურთო ინტელექტი.ცუდი აზრია მისი გაშვება. ბერნარდოც მოიყვანონ თუ არის მაგის საშუალება,თუ არადა დაიკლებს ეს სელფასს და დატოვონ.
ნუ ეს თან მინდა და თან რაღაც ფაქტორებია, ამისი მოსვლის გავის და ტორეს წაერთმევა სათამაშო დრო და ვინ იცის იქნება საერთოდ წავიდნენ ხელიდან პუჩივით, მაგრამ მეორეს მხრივ გამოცდილია და ბარსას სტილისიცაა , ზუსტად ასეთი ფეხბურთელი გამოგვადგებოდა
თან მინდა სილვა და თან მენანება გავის სათამაშო დროის შემცირება რაა. მარა გავი ჯერ იმდენად პატარაა რო სულ ძირითადს ვერ ათამაშებ, გამოცდილება და ცოტა დაღვინება უნდა, ჩავი და ინი მაგის ასაკში კაციშვილმა არ იცოდა მარა კი განვითარდნენ რამდენიმე წლის მერე მსოფლიო დონის ვარსკვლავებად. ასე რომ რავი, ჩავიმ ჩემზე უკეთ იცის დარწმუნებული ვარ პედრი-გავი-სილვას შორის როგორ როტაციას მიმართავს (კესისაც შეუძლია ოდნავ წინ თამაში, ჩამშლელის გარდა). ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა დე იონგის წასვლაზეა დამოკიდებული და ხელფასს თუ არ იმცირებს ყველასთვის აჯობებს თუ წავა
დე იონგს და ამას რატო ატარებთ ერთმანეთს? ორივე სხვა სტილის ფეხბურთელია საერთოდ, დე იონგი უფრო დაცვითი სტილისაა, იმდენად დაცვითი, რომ დაცვაშიც კი ათამაშეს. ბერნარდო პირიქით, არასდროს არავინ ათამაშებს მაგას დაცვაში კი არა საყრდენზეც კი. ასეთი ნახევარმცველის ყოლა გვჭირდება ვინც ბურთს წინ წაიღებს, რეალურად ეგეთი (გამოცდილი) არ გვყავს. კი შეიძლება მიდის გავი და პედრი წინ, მაგრამ გამოცდილი კაცი რომ გიდგას მაგ პოზიციაზე და ბოლო პასის მაღალი სიზუსტე აქვს სხვაა. მე მგონია, რომ მაგრად მოერგება ბარსას, მაგრამ ეს თუ მოვა მინიმუმ პუჩი და პიანიჩი უნდა გაუშვან გუნდიდან, ძალიან ბევრი ნახევარმცველი გვიგროვდება.
კარგია ეს მაგრამ ამდენი ნახევარმცველი არვიცი
დე იონგი ამას მე პირადად მირჩევნია 2 თავით