დღეს, “ბარსელონას” ახალწვეულმა, ჟიულ კუნდემ სამედიცინო შემოწმებას გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
La Sexta-ს ინფორმაციით, ფრანგ მცველს საკმაოდ საფუძვლიანად ამოწმებდნენ, რადგან მან არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბოქვენის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის შემოწმება 3 საათი მიმდინარეობდა, ახლა კი პროცესი დასრულებულია და ჟიული ბარსელონას საავადმყოფოს ტოვებს.
23 წლის უკანახაზელი ხელშეკრულებას ხელს ორშაბათს მოაწერს, შემდეგ კი მას ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით წარადგნენ. Mundo Deportivo-ს თქმით, პრეზენტაცია “კამპ ნოუზე” არ გაიმართება, რადგან სტადიონზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაბამისად, “ბარსა” ფეხბურთელს სიუტატ ესპორტივაზე წარადგენს.
კუნდეს ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ფრანგის სანაცვლოდ €50+€5 მილიონს გადაიხდის და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდი იქნება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჟიული “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა და კლემან ლანგლეს (€35.9) გადაასწრო. იმ 4 უკანახაზელს შორის, რომელშიც კლუბმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, 3 (დანი ალვესი, კლემან ლანგლე, ჟიულ კუნდე) “სევილიაში” თამაშობდა.
ანუ, უმთითის გამოა დაშინებული ხალხი და ყველა მყესი დაუთვალეს და შეუმოწმეს მიკრპსკოპში;
თან ესეც ფრანგი რომაა… სხვა მხრივ ჯვარი სწერია
ჩვენ არ გვაწყენდა, მაგრამ რა ვიცი, ლაპორტას არ აწყინოს და სლოკინი არ დააწყებინოს..::დდდდდ
[quote=getsby]ალბას შემცვლელიც და მეტი არავინ აღარაა საჭირო, ნუ ბერნარდუს თუ მოიყვანთ ეგეც ბონუსი იქნება.დ[/quote
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას აგენტმა პორტუგალიელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდებს შესთავაზა.
როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe იტყობინება, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე "რეალსა" და "ბარსელონას" დაუკავშირდა. თავად ფეხბურთელს "ქალაქელთა" რიგებიდან წასვლა უნდა.
თავის მხრივ, "სიტი" ბერნარდუს გაყიდვას არ აპირებს. მისი ტრანსფერის გასაჩარხად, მყიდველებს ინგლისური კლუბისთვის დაახლოებით 80-100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სილვას წასვლის შემთხვევაში, პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა შესაძლოა "ლიონის" ნახევარმცველი, ლუკას პაკეტა შეიძინოს".
ვინმე სწრაფი ფლანგელები და გამოცდილი არ გვაწყენდა
ალბას შემცვლელიც და მეტი არავინ აღარაა საჭირო, ნუ ბერნარდუს თუ მოიყვანთ ეგეც ბონუსი იქნება.დ
ვარცხნილობის შეცვლა როდის მოასწრო ამან? 😆😆
ბარსას ეღირსა კაი დაცვა! აბა თქვენ იცით, ნებისმიერს ადგილზე უეჭველი დაადუღებთ!
კატალონიურ კედელს ვასხამთ უძლიერესი ფუნდამენტით.